ორშაბათი, მარტი 3, 2025

რუსეთმა ოდესის ისტორიული ცენტრი დაბომბა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სარაკეტო დაბომბვის სამიზნე გახდა ოდესის ისტორიული ცენტრი. დაბომბვამ სასტუმრო „ბრისტოლი“ დააზიანა, რომელიც ოდესის ერთ-ერთი ძველი შენობაა.

ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის განცხადებით, „იუნესკოს“ დაცულ ტერიტორიაზე დიდი ზარალი და ნგრევაა, დაზიანებულია გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი შენობა.

ოდესაზე რუსეთის თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ბალისტიკური დარტყმა. „თავდასხმები იყო უბრალოდ ქალაქზე, ჩვეულებრივ სამოქალაქო შენობებზე. ისევ და ისევ: საჰაერო თავდაცვა არის უპირველესი პრიორიტეტი, ჩვენ ვმუშაობთ ყველა პარტნიორთან, რათა მეტი დაცვა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – მედია როცა ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას, რათა შემდეგ ეს სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს, შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს

მედია როცა ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას, რათა შემდეგ ეს სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, მედიასთან დაკავშირებული კანონპროექტებით სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება.„რეალობა გვიჩვენებს, რომ მედიის მხრიდან მოვლენების გაშუქება იმისთვის არ ხდება, რომ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მიეწოდოს. ეს კონკრეტული პირების მიერ დაგეგმილი კონსპირაციაა – ხშირად აქცია იმისთვის არის, რომ გაშუქდეს. ეს წინასწარ მოლაპარაკებული აქციაა, რომელიც უზრუნველყოფილია ერთი მხრივ, მედია გაშუქებით და მეორე მხრივ, პროცესების რადიკალიზაციის ერთმანეთთან დამთხვევით. სახელმწიფო ამ კონსპირაციას რაღაც რესურსით უნდა დაუპირისპირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუკითხავი პროცესები დაიწყება. როდესაც მედია ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას იმისთვის, რომ ეს შემდეგ სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს.სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება. წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს. რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს ტყუილი და რაც მთავარია, სიცრუე არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენოს. ამის რეგულირება შეიძლება იმ სტანდარტის დაცვით, რასაც განვითარებული დემოკრატიების და ევროპული სტანდარტი ჰქვია. კანონპროექტებს როცა წარმოვადგენთ, ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვმოქმედებთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, ღალატის მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ, როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, ისე გაასამართლო

ჩემი აზრით, ღალატის მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ, როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, ისე გაასამართლო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.იაგო ხვიჩიას „სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების საკითხზე დაუსვეს კითხვა.„საერთოდ არ ვიცი, რას გულისხმობენ ამაში და როგორ აპირებენ მის განმარტებას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი ახლაც სავსეა ისეთი მუხლებით, რომლებიც კონკრეტული ქმედების გამო შეუსაბამოდ მაღალ სასჯელებს აწესებს. ზოგადად, მორალური შეფასება, რომ ვიღაც მოღალატეა თუ არ არის მოღალატე, ჩემი აზრით, არ არის მთავრობის საქმე. მთავრობის საქმეა კონკრეტული ქმედება, დისპოზიცია, რომელიც ასაკრძალია, აკრძალოს. ჩემთვის უცნობია, რა ახალი დისპოზიცია ემატება სისხლის სამართლის კოდექს, რომლითაც საბოლოოდ უნდა მივიღოთ ღალატის შემადგენლობა. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს იქნება მუხლი, როგორც საბჭოთა კავშირში იყო მსგავსი ტიპის მუხლები –  რასაც გინდოდა, იმას მოარგებდი და რაც გინდოდა, იმ ქმედებას შეიყვანდი შიგნით. ჩემი აზრით, ასეთი ზოგადი და საშიში მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ, როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, გაასამართლო, თორემ ისე კონკრეტულად არანაირი სამართლებრივი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბადრი ჯაფარიძე – მოსწონთ თუ არა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც დასავლური სამყარო ესაუბრება, სალომე ზურაბიშვილია

მოსწონთ თუ არა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც დასავლური სამყარო ესაუბრება, სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.მისივე თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა.„დღეს 89 ადამიანი იკრიბება და თავის თავს უწოდებს პარლამენტს. მათ შეიძლება, სხვადასხვა მაღალფარდოვანი სახელები მოიგონონ, მაგრამ ცხადია, რომ 89 ადამიანი არალეგიტიმური არჩევნების შედეგად ვითომ და არის არჩეული, ვერ იქნება პარლამენტი. ამდენად, ის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, ცხადია, არის ასევე სრულიად უკანონო, არალეგიტიმური. დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო, ესაუბრებიან პრეზიდენტები არის სალომე ზურაბიშვილი. ეს მოსწონს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ არა, ეს მოცემულობაა, რეალობა, ფაქტი. მათ შეუძლიათ, ერთმანეთი გაამხნეონ, დანიშნონ ერთმანეთი მინისტრებად, კომიტეტების თავმჯდომარეებად. თუმცა ეს ყველაფერი იქნება „ფეიკი“, რადგან ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

გია ვოლსკი – თვალთმაქცობაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში, მან თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია

თვალთმაქცობაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში. ზურაბიშვილმა არჩევნებში რომ გაიმარჯვა, თითქოს იმ დედების ვარამი გაითვალისწინა, გაითავისა, რომლებმაც შვილები დაკარგეს, დაუხოცეს, უწამეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მათ უღალატა.„შვილებს თუ კარგად მოაწყობ, თბილად გეყოლება და თავად მარშში მიიღებ მონაწილეობას, მისი აზრით, ეს არის ის, რაც ჩვენს შვილებს სჭირდებათ. ჩვენს შვილებს სჭირდებათ სტაბილურობა და არა მისი მავნებლობა, რომელიც მათ ფიზიკური დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ეს არის არა მხოლოდ თვალთმაქცობა, არამედ ცინიზმი, რადგან შვილებს „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღებას მოუწოდებდნენ. ამისაკენ ბავშვებს სალომე ზურაბიშვილი კონკრეტული მოქმედებებით მოუწოდებს. ამბობდნენ, რომ მათი მთავარი ლოზუნგი უნდა იყოს – დაუპირისპირდი, ესროლე და პიროტექნიკა გამოიყენე. „მოლოტოვის კოქტეილს“ თუ  გამოიყენებ, უკვე ლიდერი ხარო. ეს მისი პოლიტიკური და ადამიანური კრედოა. თვალთმაქცობაა, რასაც აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში რომ გაიმარჯვა, თითქოს, იმ დედების ვარამი გაითვალისწინა და გაითავისა, რომლებმაც შვილები დაკარგეს, ვისაც დაუხოცეს, უწამეს და ცუდ გზაზე დაუყენეს იმ სისასტიკის შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში არსებობდა. დღეს სალომე ზურაბიშვილმა მათ უღალატა, ყველას ზურგი აქცია და მისი მხარდამჭერები ის ადამიანები არიან, ვინც დედების მიმართ ასეთი დანაშაული ჩაიდინა. თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, მათ შორის იმ დედებს, ვისაც მისი დედობის იდეის იმედი ჰქონდა. მან დღევანდელი ცხოვრება იმ ხალხს დაუკავშირა, რომლებიც წლების მანძილზე ამ დედების ინტერესებს ფეხით უვლიდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამჭვირვალობის კანონი იყო უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ინფორმირებისთვის, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო ფარული და შავი დინებები სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკურ ენჯეოებსა და ორგანიზაციებში – რატი იონათამიშვილი

გამჭვირვალობის კანონი იყო უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ინფორმირებისთვის, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო ფარული და შავი დინებები სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკურ ენჯეოებსა და ორგანიზაციებში, რომელსაც ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმები იმის ნაცვლად, რომ შეავსონ დეკლარაციები და შემოსავლის წყაროები იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისათვის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ფარაზე“ საუბრისას.„საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტური საკანონმდებლო საშუალება, რომელიც ადგილობრივ დემოკრატიას იცავს მაღალი სტანდარტით და გარანტიებით, ეს არის ფარა.ისინი მალავენ ფინანსებს, ვინაიდან ეშინიათ გამჭვირვალობის და შესაბამისად ეშინიათ ქართული საზოგადოების, ვინაიდან ჰქვიათ ენჯეოები, მაგრამ ისინი არ ახდენენ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ადვოკატირებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესებს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ შექმნა ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აცდენილი არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებისგან, პირიქით ეს ყველაფერი გამოიყენება იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ, როგორც ქართულ დემოკრატიას, ასევე საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ბოლო სიახლეები