შაბათი, თებერვალი 1, 2025

შალვა პაპუაშვილი – ბოლშევიკურ სტილში დასახვრეტთა სიებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ადგენს, ტერორის ხელშეწყობა ტერორში მონაწილეობაა

ვიცოდეთ, რომ ბოლშევიკურ სტილში დასახვრეტების ასეთ სიებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციელთა სიის გამოქვეყნებას.

„ცილისწამებაზე დაფუძნებული ტერორის ხელშეწყობა ტერორში მონაწილეობაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რუსეთმა ოდესის ისტორიული ცენტრი დაბომბა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სარაკეტო დაბომბვის სამიზნე გახდა ოდესის ისტორიული ცენტრი. დაბომბვამ სასტუმრო „ბრისტოლი“ დააზიანა, რომელიც ოდესის ერთ-ერთი ძველი შენობაა. ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის განცხადებით, „იუნესკოს“ დაცულ ტერიტორიაზე დიდი ზარალი და ნგრევაა, დაზიანებულია გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი შენობა. ოდესაზე რუსეთის თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ბალისტიკური დარტყმა. „თავდასხმები იყო უბრალოდ ქალაქზე, ჩვეულებრივ სამოქალაქო შენობებზე. ისევ და ისევ: საჰაერო თავდაცვა არის უპირველესი პრიორიტეტი, ჩვენ ვმუშაობთ ყველა პარტნიორთან, რათა მეტი დაცვა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ორი თვეა ქვეშმიწერით ვანგარიშობ თქვენს ბანკში შეტანილ-გატანილ თანხას, ხვალ საკანცელარიოში ჩავალ და ჩემს ბავშვობაში „ჩოთქს“ რომ ეძახდნენ, იმ საანგარიშოს ვიყიდი-რას წერს თეა გვასალია?

ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასაია სოციალურ ქსელში წერს: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia   სხვა ბანკების მსგავსად, თქვენს მობაილბანკსაც აქვს ერთი მშვენიერი ფუნქცია, თვის ბოლოს გვითვლის შემოსავალს და გასავალს, რაც ჩემისთანა ადამიანისთვის მისწრებაა, რადგან თვის  ბოლოს კი არა,  მაღაზიიდან გამოსულს უკვე არ მახსოვს, რამდენი დავტოვე სალაროში, იმიტომ კი არა რომ ბევრი მაქვს, უბრალოდ, ცუდი დამოკიდებულება მაქვს რიცხვებთან. აი, ასეთი ადამიანიც რომ შეამჩნევს, შეცდომას თქვენს მიერ მოწოდებულ თვიურ ბალანსში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცდომილებები გაქვთ დაშვებული. მინდა იცოდეთ, რომ პირდაპირ ფეისბუქზე არ გამოგაჭენეთ. წინა თვეს დავრეკე თქვენს ოპერატორთან და ვკითხე თავაზიან გოგონას, რატომ არ იყო ასახული ჩემს შემოსავალში ახლა აღარ მახსოვს, სადღაც 800 ლარი, შეიძლება მეტიც. გოგონამ ბოდიში მომიხადა და დამამშვიდა, თქვენ არ ხართ პირველი, ბევრმა მოგვმართა  მსგავსი ჩივილით და გამოვასწორებთო. გავიდა ერთი თვე და ამჯერად 300 ევროს ასახვა დაგავიწყდათ შემოსავლის გრაფაში. ორი თვეა  ქვეშმიწერით ვანგარიშობ თქვენს ბანკში შეტანილ-გატანილ თანხას, ხვალ საკანცელარიოში ჩავალ და ჩემს ბავშვობაში „ჩოთქს“ რომ ეძახდნენ, იმ საანგარიშოს ვიყიდი. მინდა გავბრაზდე, მაგრამ მეცინება. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ბანკში ფულს ვერ ითვლიდნენ, პირველად მესმის - წერს გვასალია.

ლევან დოლიძე – ევროინტეგრაციის საკითხი არ არის ერთი კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ამოცანა, ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანი, ხელყოფა მოხდა ყველაფრის, რაც ბოლო 30...

საქართველოს ევროპული მომავლის საკითხი არის ის თემა, რომელსაც პირდაპირი ბმა აქვს, როგორც საქართველოს ისტორიაში განვითარებულ არა ერთ მნიშვნელოვან მოვლენასთან, მათ შორის, დაღვრილ სისხლთან, ასევე ჩვენი ქვეყნის დიდ მისწრაფებასთან, რომლისკენაც ჩვენ მივდიოდით უახლეს ისტორიაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, – ამის შესახებ ნატო-ში ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „თუ რამე გაკეთდა ქვეყანაში ამ მიმართულებით, თუ რამე სახელმწიფო ინსტიტუტები იქმნებოდა, ეს ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით ხდებოდა და ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ევროინტეგრაციის საკითხი ეს არ არის მარტივად რომ ვთქვათ, რომელიმე ერთი კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ამოცანა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანი“, – განაცხადა დოლიძემ. მისი თქმით, პროტესტში ბევრი მონაწილეობს და თავად პოლიტიკოსებიც საუბრობენ იმაზე, რომ ისინი არ არიან ამ პროცესის მმართველები. „არის უამრავი ადამიანი, რომელიც გუშინ, გუშინწინ მაგალითად, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და რომელსაც არ მოსწონს მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მოსწონს სხვა ოპოზიციური პარტიებიც კი, მაგრამ საკუთარი ღირსების საკითხად თვლიან ამ პრობლემაზე რეაგირებას. სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ძალიან რთული ვითარების წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა დოლიძემ. როგორც დოლიძემ აღნიშნა, დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა გასცდა საქართველოს ევროინტეგრაციის პრობლემას და საკითხს. „დღეს სხვა კითხვები ჩნდება. დღეს საუბარი იმაზე კი არ არის, როგორია ჩვენი ევროინტეგრაციის დინამიკა, რა პერსპექტივები ისახება ამ მიმართულებით, რა დავკარგეთ ამ მიმართულებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მომავალში აღდგეს? ეს კითხვები დღეს ფაქტობრივად, მოხსნილია და პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქართული სახელმწიფო დგას, ეს არის თავისუფალ დასავლურ სამყაროსთან ცივილური ურთიერთობები“, – განაცხადა დოლიძემ. დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო შავი ზღვის ქვეყნებს შორის ლიდერი ქვეყანა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყო, ამ დიდ სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კი კიმბერლი ლოუს დონემდე ჩამოვიდა და ჩვენ აღმოვჩნდით იზოლაციაში, როგორშიც ვართ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. „ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. ამას ბევრი წახნაგიდან შეგვიძლია, შევხედოთ და ეს არის ძალიან დიდი ზიანი, მიყენებული ქართული სახელმწიფოებრიობისთვის“, – განაცხადა დოლიძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს „ქართული ოცნების“ განცხადებებს, სადაც მმართველი გუნდი საუბრობს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს, ძალიან ღიად და მკაფიოდ ისაუბროს იმ შედეგებზე, რასაც თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია. „კი ბატონო, მე შემიძლია, ამას დავამატო მათ შორის, ნატო-სთან ურთიერთობებში გადადგმული არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ვიზალიბერალიზაცია, ასოცირება, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება, ვახსენოთ კანდიდატის სტატუსი და ა.შ, მაგრამ მე ვსაუბრობ, რომ არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, არამედ ფაქტობრივად, ხელყოფა მოხდა ყველაფრის, რაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაშენეთ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გადადგმულ ნაბიჯებსაც ვგულისხმობ, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა დოლიძემ. მისივე თქმით, სხვადასხვა დროს, დასავლეთის მხრიდან ბევრი არასწორი ნაბიჯი მოგვისმენია და გვინახავს, მაგრამ დღეს დასავლეთის დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესი შევაჩერეთ, აბსოლუტურად არასწორია. „რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის რაღაც წარმოუდგენელ კონსპირაციულ თეორიებს და გამუდმებით საუბარი გლობალური ომის პარტიის შესახებ გლობალურ აბსურდად იქცა“, – განაცხადა ლევან დოლიძემ. ამასთან, როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, როდესაც ის ახალ არჩევნებზე საუბრობს, მიაჩნია, რომ დიალოგი უნდა შედგეს და ახალი არჩევნები ამ დიალოგის ნაწილი უნდა იყოს. მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვის და ვის შორის უნდა შედგეს დიალოგი, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოზიცია გააცნოს მოქალაქეებს და ამასთან, თუ დიალოგი შედგება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან უნდა შედგეს.

აშშ პირველი თებერვლიდან მექსიკას, კანადასა და ჩინეთს ტარიფებს დაუწესებს

აშშ პირველი თებერვლიდან მექსიკას, კანადასა და ჩინეთს ტარიფებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. თეთრის სახლის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დააწესებს 25 პროცენტიან ტარიფებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10 პროცენტიან ტარიფებს ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამერიკული მედიის თანახმად, ტრამპი იმუქრებოდა ტარიფებით, რათა უზრუნველყოფილიყო უფრო მეტი თანამშრომლობა ქვეყნების მხრიდან არალეგალური იმიგრაციის შეჩერებისა და ფენტანილისთვის გამოყენებული ქიმიკატების კონტრაბანდის შესახებ. თუმცა ასევე მან პირობა დადო, რომ გამოიყენებს ტარიფებს შიდა წარმოების გასაძლიერებლად და ფედერალური მთავრობის შემოსავლების გაზრდის მიზნით. „ხვალიდან ეს ტარიფები ძალაში იქნება. ეს არის დაპირებები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ არის შესრულებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა. მედიის ცნობით, კანადასა და მექსიკაში განაცხადეს, რომ მოამზადეს საპასუხო ტარიფების ვარიანტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

არსებული ინფორმაციით, ლილოში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

ლილოს დასახლებაში, რესტორან „კახელებთან“ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი პირი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები