შაბათი, თებერვალი 1, 2025

ბათუმში მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს და პოლიტპატიმრებს“ – ამ შინაარსის მოწოდებებით მართავენ აქციას ბათუმის სტადიონთან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის ე.წ. ზებრაზე მოძრაობენ ისე, რომ გზას არ კეტავენ და გამვლელ მძღოლებს ბანერებს აჩვენებენ. აქციაზე ისმის მოწოდებები მეგაფონებისა და საყვირების მეშვეობით.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ორი თვეა ქვეშმიწერით ვანგარიშობ თქვენს ბანკში შეტანილ-გატანილ თანხას, ხვალ საკანცელარიოში ჩავალ და ჩემს ბავშვობაში „ჩოთქს“ რომ ეძახდნენ, იმ საანგარიშოს ვიყიდი-რას წერს თეა გვასალია?

ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასაია სოციალურ ქსელში წერს: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia   სხვა ბანკების მსგავსად, თქვენს მობაილბანკსაც აქვს ერთი მშვენიერი ფუნქცია, თვის ბოლოს გვითვლის შემოსავალს და გასავალს, რაც ჩემისთანა ადამიანისთვის მისწრებაა, რადგან თვის  ბოლოს კი არა,  მაღაზიიდან გამოსულს უკვე არ მახსოვს, რამდენი დავტოვე სალაროში, იმიტომ კი არა რომ ბევრი მაქვს, უბრალოდ, ცუდი დამოკიდებულება მაქვს რიცხვებთან. აი, ასეთი ადამიანიც რომ შეამჩნევს, შეცდომას თქვენს მიერ მოწოდებულ თვიურ ბალანსში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცდომილებები გაქვთ დაშვებული. მინდა იცოდეთ, რომ პირდაპირ ფეისბუქზე არ გამოგაჭენეთ. წინა თვეს დავრეკე თქვენს ოპერატორთან და ვკითხე თავაზიან გოგონას, რატომ არ იყო ასახული ჩემს შემოსავალში ახლა აღარ მახსოვს, სადღაც 800 ლარი, შეიძლება მეტიც. გოგონამ ბოდიში მომიხადა და დამამშვიდა, თქვენ არ ხართ პირველი, ბევრმა მოგვმართა  მსგავსი ჩივილით და გამოვასწორებთო. გავიდა ერთი თვე და ამჯერად 300 ევროს ასახვა დაგავიწყდათ შემოსავლის გრაფაში. ორი თვეა  ქვეშმიწერით ვანგარიშობ თქვენს ბანკში შეტანილ-გატანილ თანხას, ხვალ საკანცელარიოში ჩავალ და ჩემს ბავშვობაში „ჩოთქს“ რომ ეძახდნენ, იმ საანგარიშოს ვიყიდი. მინდა გავბრაზდე, მაგრამ მეცინება. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ბანკში ფულს ვერ ითვლიდნენ, პირველად მესმის - წერს გვასალია.

ირაკლი კობახიძე – ახალი, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხების, სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს

ახალი, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საახალწლო მილოცვაში განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა. „გილოცავთ ახალ წელს! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! 2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად; უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ, თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმშიც, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის მხარეს! საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა. მადლობა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში. ახალ წელს გილოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად, დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება. ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული, ევროპული მომავალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს. თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა სამშობლოს წინაშე თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის. 2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი. ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები გვაჩუქეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. 2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რაც მთავარია, მინდა, ვისურვო, რომ 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ დამდეგ შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, სიყვარულით, სიკეთით და გამარჯვებებით სავსე 2025 წელს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს! ღმერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.

გიორგი გახარია – “ქართულმა ოცნებამ” პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, დანიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა. „ოცნებამ" შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები და უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები. „დღეს რაც ხდება, ეს არის ნამდვილი გამოვლინება იმ ჭეშმარიტი ქართული სულისკვეთების, რომელიც გააღვიძა „ქართულმა ოცნებამ". ამისთვის „ქართულ ოცნებას“ მადლობა უნდა ვუთხრათ. გრძელვადიან, ისტორიულ პერსპექტივაში „ქართულმა ოცნებამ" ეს მადლობა რომ დაიმსახუროს, პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა. „ოცნებამ" შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა. ვინ არის ჭეშმარიტი პატრიოტი და ვის ესმის, რა არის ქართული კულტურული იდენტობა, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა და საქართველოს მოქალაქეებიც კარგად ხედავენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლევან დოლიძე – ევროინტეგრაციის საკითხი არ არის ერთი კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ამოცანა, ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანი, ხელყოფა მოხდა ყველაფრის, რაც ბოლო 30...

საქართველოს ევროპული მომავლის საკითხი არის ის თემა, რომელსაც პირდაპირი ბმა აქვს, როგორც საქართველოს ისტორიაში განვითარებულ არა ერთ მნიშვნელოვან მოვლენასთან, მათ შორის, დაღვრილ სისხლთან, ასევე ჩვენი ქვეყნის დიდ მისწრაფებასთან, რომლისკენაც ჩვენ მივდიოდით უახლეს ისტორიაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, – ამის შესახებ ნატო-ში ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „თუ რამე გაკეთდა ქვეყანაში ამ მიმართულებით, თუ რამე სახელმწიფო ინსტიტუტები იქმნებოდა, ეს ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით ხდებოდა და ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ევროინტეგრაციის საკითხი ეს არ არის მარტივად რომ ვთქვათ, რომელიმე ერთი კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ამოცანა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანი“, – განაცხადა დოლიძემ. მისი თქმით, პროტესტში ბევრი მონაწილეობს და თავად პოლიტიკოსებიც საუბრობენ იმაზე, რომ ისინი არ არიან ამ პროცესის მმართველები. „არის უამრავი ადამიანი, რომელიც გუშინ, გუშინწინ მაგალითად, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და რომელსაც არ მოსწონს მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მოსწონს სხვა ოპოზიციური პარტიებიც კი, მაგრამ საკუთარი ღირსების საკითხად თვლიან ამ პრობლემაზე რეაგირებას. სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ძალიან რთული ვითარების წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა დოლიძემ. როგორც დოლიძემ აღნიშნა, დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა გასცდა საქართველოს ევროინტეგრაციის პრობლემას და საკითხს. „დღეს სხვა კითხვები ჩნდება. დღეს საუბარი იმაზე კი არ არის, როგორია ჩვენი ევროინტეგრაციის დინამიკა, რა პერსპექტივები ისახება ამ მიმართულებით, რა დავკარგეთ ამ მიმართულებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მომავალში აღდგეს? ეს კითხვები დღეს ფაქტობრივად, მოხსნილია და პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქართული სახელმწიფო დგას, ეს არის თავისუფალ დასავლურ სამყაროსთან ცივილური ურთიერთობები“, – განაცხადა დოლიძემ. დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო შავი ზღვის ქვეყნებს შორის ლიდერი ქვეყანა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყო, ამ დიდ სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კი კიმბერლი ლოუს დონემდე ჩამოვიდა და ჩვენ აღმოვჩნდით იზოლაციაში, როგორშიც ვართ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. „ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. ამას ბევრი წახნაგიდან შეგვიძლია, შევხედოთ და ეს არის ძალიან დიდი ზიანი, მიყენებული ქართული სახელმწიფოებრიობისთვის“, – განაცხადა დოლიძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს „ქართული ოცნების“ განცხადებებს, სადაც მმართველი გუნდი საუბრობს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს, ძალიან ღიად და მკაფიოდ ისაუბროს იმ შედეგებზე, რასაც თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია. „კი ბატონო, მე შემიძლია, ამას დავამატო მათ შორის, ნატო-სთან ურთიერთობებში გადადგმული არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ვიზალიბერალიზაცია, ასოცირება, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება, ვახსენოთ კანდიდატის სტატუსი და ა.შ, მაგრამ მე ვსაუბრობ, რომ არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, არამედ ფაქტობრივად, ხელყოფა მოხდა ყველაფრის, რაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაშენეთ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გადადგმულ ნაბიჯებსაც ვგულისხმობ, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა დოლიძემ. მისივე თქმით, სხვადასხვა დროს, დასავლეთის მხრიდან ბევრი არასწორი ნაბიჯი მოგვისმენია და გვინახავს, მაგრამ დღეს დასავლეთის დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესი შევაჩერეთ, აბსოლუტურად არასწორია. „რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის რაღაც წარმოუდგენელ კონსპირაციულ თეორიებს და გამუდმებით საუბარი გლობალური ომის პარტიის შესახებ გლობალურ აბსურდად იქცა“, – განაცხადა ლევან დოლიძემ. ამასთან, როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, როდესაც ის ახალ არჩევნებზე საუბრობს, მიაჩნია, რომ დიალოგი უნდა შედგეს და ახალი არჩევნები ამ დიალოგის ნაწილი უნდა იყოს. მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვის და ვის შორის უნდა შედგეს დიალოგი, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოზიცია გააცნოს მოქალაქეებს და ამასთან, თუ დიალოგი შედგება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან უნდა შედგეს.

აშშ პირველი თებერვლიდან მექსიკას, კანადასა და ჩინეთს ტარიფებს დაუწესებს

აშშ პირველი თებერვლიდან მექსიკას, კანადასა და ჩინეთს ტარიფებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. თეთრის სახლის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დააწესებს 25 პროცენტიან ტარიფებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10 პროცენტიან ტარიფებს ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამერიკული მედიის თანახმად, ტრამპი იმუქრებოდა ტარიფებით, რათა უზრუნველყოფილიყო უფრო მეტი თანამშრომლობა ქვეყნების მხრიდან არალეგალური იმიგრაციის შეჩერებისა და ფენტანილისთვის გამოყენებული ქიმიკატების კონტრაბანდის შესახებ. თუმცა ასევე მან პირობა დადო, რომ გამოიყენებს ტარიფებს შიდა წარმოების გასაძლიერებლად და ფედერალური მთავრობის შემოსავლების გაზრდის მიზნით. „ხვალიდან ეს ტარიფები ძალაში იქნება. ეს არის დაპირებები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ არის შესრულებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა. მედიის ცნობით, კანადასა და მექსიკაში განაცხადეს, რომ მოამზადეს საპასუხო ტარიფების ვარიანტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

ბოლო სიახლეები