კვირა, მარტი 2, 2025

გიორგი კალანდია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორ და ლოგიკური. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაასაბუთა ის, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, ამ ქვეყანაში უმთავრესია ამ ქვეყნის ხალხის ინტერესები და ამ სახელმწიფოს სუვერენული უფლებები, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი კალანდიამ.

„ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ვითარდება გარკვეულწილად არასწორად, ეს არის ძალიან დროებითი. მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო სწორი გზით მიდის და მიდიოდა. გარდაუვალია ისიც, რომ არა თავს მოხვევა, არა ხელის გადაგრეხა, არამედ დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინება, შეჯიბრებითობის პრინციპი იქნება სულ მალე ევროპაში წარმმართველი, სადაც საქართველო თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.

საზოგადოება „ქართულმა“ PACE-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ილონ მასკი მე-14 შვილის მამა გახდა: რას წერს ბავშვის დედა?

ილონ მასკმა გა­ამ­ხი­ლა, რომ მას და ში­ვონ ზი­ლისს მე­ო­თხე შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის ეს რი­გით მე-14 შვი­ლია. ახა­ლი ამ­ბა­ვი ზი­ლის­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­ა­ტყო­ბი­ნა. გარ­და ამის­მა, წყვილ­მა მათი მე­სა­მე ვა­ჟის სა­ხე­ლიც გა­ამ­ხი­ლა.„ილონ­თან შე­თან­ხმე­ბით და არ­კა­დი­ის და­ბა­დე­ბის დღის ფონ­ზე, გვინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩვე­ნი მშვე­ნი­ე­რი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ვა­ჟის სელ­დონ ლი­კურ­გუ­სის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის“, - და­წე­რა ზი­ლის­მა.

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ მიტევების კვირას

საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ყველიერის კვირის ბოლო დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ. შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბოში მოღვაწე მამებმა.ამ დღეს ბერები ერთმანეთისგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობლების გალობით მიდიოდნენ, რადგან არ იცოდნენ, მშვიდობით დაბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებში აღდგომისათვის. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სწორედ სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ და შენდობისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. შენდობის კვირის შემდეგ იწყება დიდი მარხვა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გრძელდება შენდობის დღეს წასაკითხი ლოცვაუსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, და გლახაკთა ხელისამპყრობელო, მეუფეო ქრისტე, განამტკიცე და განაბრძვნე გული ჩემი, და მომეც მე სიტყუა, სიტყუა ღმრთისაო, რაითა ლმობიერად გიღაღადებდე: ჰეი მრავალმოწყალეო, მომეც კურნებაი და შემიწყალე მე.

შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი – უვადო პატიმრობა მისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს

ჩასაფრება სანადირო თოფით და მკვლელობა ქალაქის ცენტრში - შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი. უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს.ვრცლად კვირას, 21:00 საათზე, კურიერი P.S-ში ↓

ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ ფეხბურთში ახალი წესი შემოიღო, რომლის მიხედვითაც, მეკარეებს ბურთის ხელში გაჩერება მხოლოდ 8 წამით შეეძლებათ

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ ბელფასტში გამართულ ყოველწლიურ შეკრებაზე გადაწყვიტა, ფეხბურთში მეკარეებისთვის ახალი წესი აამოქმედოს, რომლის მიხედვითაც, მათ ბურთის ხელში გაჩერება მხოლოდ 8 წამის განმავლობაში შეეძლებათ.თუ მეკარე ბურთით ხელში 8 წამზე დიდხანს გაჩერდება, მატჩის მთავარი არბიტრი მეტოქე გუნდს კუთხურის ჩაწოდების უფლებას მისცემს.IFAB-ის ცნობით, აღნიშნული წესი ოფიციალურად 2025/2026 წლის საფეხბურთო სეზონიდან შევა ძალაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს რეგულაცია რამდენჯერმე შეამოწმეს და მნიშვნელოვნად იკლო მეკარეთა მხრიდან დროის გაყვანის მცდელობამ.ამჟამად არსებული რეგლამენტის მიხედვით, მეკარეს ბურთის ხელში დაჭერა 6 წამის განმავლობაში შეუძლია, გადაცდენის შემთხვევაში კი თავისუფალი დარტყმა ინიშნება მეტოქის სასარგებლოდ. ძირითადად, მსაჯები ამ წესის სრულფასოვნად აღსრულებისგან თავს იკავებენ.

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილოგზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის დაახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ბოლო სიახლეები