ანსამბლი „რუსთავი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ანსამბლი რუსთავი ღრმა მწუხარებით იუწყება ანსამბლის წევრის მახო ქოიავას შვილის, ნატალიას გარდაცვალებას, ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ნატალია ქოიავა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის მეექვსე სართულის აივნიდან გადავარდა.