ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც, ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს, თუმცა ხანდაზმული მამაკაცი უკვე დაღუპული იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.