ხუთშაბათი, იანვარი 30, 2025

2033 წელი – პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით,  კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,– წერს New York Post .

მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.

ვანგას პროგნოზები – კაცობრიობის დასასრულის ვადები

ნათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობა სხვადასხვა წლებში ელის:

2025 წელი – ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;

2028 – ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;

2033 წელი – პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;

2076 წელი – კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;

2130 – ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;

2170 – გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;

3005 წელი – დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;

3797 – ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;

5079 – სამყარო დასრულდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა გარიგებას მოაწერა ხელი Kaspi.kz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ

Kaspi.kz-სა და Hepsiburada-ს შორის შეთანხმება შედგა. Kaspi.kz თურქულ ელექტრონული კომერციის პლატფორმას Hepsiburada-ს შეიძენს. ინფორმაცია კომპანიამ AIX-ის ვებგვერდზე 29 იანვარს გამოაქვეყნა. „Kaspi.kz აცხადებს, რომ დასრულებულია D-Market Electronic Services & Trading-ის (Hepsiburada) 40,000,000 A კლასის აქციისა და 173,246,220 B კლასის აქციის შეძენის პროცესი. შესყიდვა განხორციელდა 2024 წლის 17 ოქტომბერს დადებული აქციების შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც Kaspi.kz-სა და Hepsiburada-ს დამფუძნებელს ჰანზადე დოგანს შორის გაფორმდა. აქციების გამყიდველ მხარეს ასევე წარმოადგენენ მაკონტროლებელი აქციონერი, Vuslat Dogan Sabanci, Begum Dogan Faralali, Arzuhan Dogan Yalçındag და Isil Dogan.“ - ნათქვამია fintech ჰოლდინგის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-მა 2024 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ Hepsiburada-ს 65,41%-იან წილს 1,13 მილიარდ დოლარად შეისყიდიდა. თურქეთის მარეგულირებლების თანხმობის შემთხვევაში გარიგება 2025 წლის პირველი კვარტალის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გადახდა განხორციელდება ორ ტრანშად: $600 მილიონი დახურვისთანავე და დარჩენილი $526.9 მილიონი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში თურქეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ დაამტკიცა Kaspi.kz-ის მიერ ელექტრონული კომერციის პლატფორმის Hepsiburada-ს შეძენა. Kaspi.kz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ ადრე აღნიშნა, რომ Hepsiburada -ში წილის შეძენა სამიზნე ბაზარს 100 მილიონ ადამიანამდე გაზრდიდა. მოსალოდნელია, რომ ორივე კომპანია შეინარჩუნებს ბრენდებს და საოპერაციო სტრუქტურებს.

სახალხო დამცველის აპარატი მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვისა და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს. დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი. სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 27 იანვარს, რა დროსაც გაესაუბრა როგორც მზია ამაღლობელს, ისე დაწესებულების სამედიცინო პერსონალს და გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას. იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელი იყო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში. სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს. ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია). გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას. სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს. აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს. სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებენ აქტიურ მონიტორინგს მზია ამაღლობელის უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით; გაგრძელდება მასთან ვიზიტები და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში.

დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის„ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მედიასთან აფასებს. „ყველა არგუმენტი იმისა თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმურად ცნობილი და ჩატარდეს ხელახლა, პრაქტიკულად არის მხოლოდ განაცხადი, რომ მათ ეს შედეგი არ მოსწონთ და ამიტომ სურთ არჩევნები თავიდან ჩატარდეს, იქნებ მათთვის სასურველმა ძალამ გაიმარჯვოს-“ განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერების ქმედებებითა და განცხადებებით ჩანს, რომ მათი სურვილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაა. მისი თქმით, ევროსაბჭოს ასამბლეამ ქართული დელეგაციის ლეგიტიმაცია აღიარა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას დრო დაუთქვა ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად, რის გამოც საქართველოს დელეგაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მსგავს ურთიერთობებზე უარი თქვა. დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოში მსჯელობა საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით იყო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ირჩევს ქართველი ხალხი და ეს გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება. „ის გადაწყვეტილება, რაც ევროსაბჭოს ასამბლეაში რეზოლუციის სახით იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უარგუმენტო და უსაფუძვლოა. ვფიქრობ, ესეც არის საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი და სწორედ ამიტომ, ყველა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმურად ცნობილი და ჩატარდეს ხელახლა, პრაქტიკულად არის მხოლოდ განაცხადი, რომ მათ ეს შედეგი არ მოსწონთ და ამიტომ სურთ არჩევნები თავიდან ჩატარდეს, იქნებ მათთვის სასურველმა ძალამ გაიმარჯვოს. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს პროცესებიდან, მათი ინტერესი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებისკენაა მიმართული და ცდილობენ, რომ ეს ძალა ისევ მოიყვანონ ხელისუფლებაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ მოვლენები ისე, როგორც მოხდა. ევროსაბჭოდან საქართველო არ გამოსულა, ქვეყანა ისევ ევროსაბჭოს წევრია და ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტი რამდენიმე ხნის წინ სტუმრობდა საქართველოს. მან გაბედა ეს სტუმრობა. ვგულისხმობ, რომ ამ პროცესების პარალელურად, მისი საქართველოში სტუმრობა ბევრ ლიდერს, ამ პროცესების ავტორებსა და შემოქმედებს არ მოეწონათ, მაგრამ მან გაბედა საქართველოში მოსვლა. ესეც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის ერთ-ერთი დასტური იყო. პროცესები ისე წარიმართა, რომ საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვა. აქაც, პრაქტიკულად, ასამბლეამ აღიარა ქართული საპარლამენტო ჯგუფის ლეგიტიმაცია, მაგრამ შემდეგ, დრო დაუთქვა ხელისუფლებას - თუ რამდენიმე თვეში არჩევნები არ ჩატარდება, ასამბლეა მხარს აღარ დაუჭერს საქართველოს წარმომადგენლებს. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი დელეგაციის ლეგიტიმაცია იქნა ცნობილი, საქართველოს დელეგაციამ თავად თქვა უარი - ასეთ პირობადადებულ ურთიერთობაზე, ის თავად ამბობს უარს. რამეთუ, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მშრალ ქაღალდზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, არამედ ქართველი ხალხის, სახელმწიფოსა და უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეურაცხყოფაა. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო, ამ შემთხვევაში, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აუცილებელი პირობა - საქართველოში ვინ იქნება ხელისუფლება ამას ქართული საზოგადოება წყვეტს. ეს გადაწყვეტილება მიიღება საქართველოში და არა სადღაც გარეთ, რა კავშირიც და რა სართულიც არ უნდა იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ახალი აქ არაფერი არ მომხდარა,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შვედური მედიის ცნობით, შვედეთში ერაყელი ლტოლვილი სალვან მომიკა მოკლეს, რომელიც ყურანის დაწვის აქციებს აწყობდა

შვედეთში ერაყელი ლტოლვილი სალვან მომიკა მოკლეს, რომელიც აქციებს აწყობდა, სადაც დემონსტრაციულად წვავდნენ მუსლიმთა წმინდა წიგნს – ყურანს. 38 წლის სალვან მომიკა ქალაქ სოდერტალიეში მოკლეს. მკვლელობა რამდენიმე საათით ადრე მოხდა, ვიდრე მას გამოუტანდნენ განაჩენს სისხლის სამართლის საქმეზე ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების ბრალდებით. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სალვან მომიკას გარდა, ამ საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი უნდა გაესამართლებინათ. განაჩენის გამოცხადება გადაიდო. სალმან მომიკას მკვლელობის შემდეგ, მეორე ბრალდებულმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მე ვარ შემდეგი“. შვედური მედიის ცნობით, სალმან მომიკა საკუთარ სახლში მოკლეს, როდესაც ის „ტიკტოკის“ პირდაპირ ეთერში იყო. მკვლელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. სალვან მომიკა საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევდა და მკვეთრი ანტიისლამური განცხადებებით გამოდიოდა. 2023 წელს მან ჩაატარა რამდენიმე აქცია, რომელზეც ყურანი დაწვეს, რამაც მუსლიმური ქვეყნების მხრიდან აღშფოთება გამოიწვია. რადიკალი ისლამისტების მხრიდან კი ტერორისტული აქტების მუქარა გაისმა. შვედეთის ხელისუფლებამ 2023 წელს სალმან მომიკას დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობამ დაადგინა, რომ მან თავშესაფრის მიღებისას არასწორი ინფორმაცია წარადგინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ აღასრულეს, რადგან აღიარეს, რომ სამშობლოში სალმან მომიკას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა.

“ჩამო, გეყო ამერიკაო. 48 წელი ერთად თეატრში, პა-სეანსი, “იუმორინა”… საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ…” – რას იხსენებს ცუცა კაპანაძე

დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მოულოდნელად გარდაიცვალა პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი. პირველად ამის შესახებ ფეისბუქზე დათო არჩვაძემ დაწერა... არტისტის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულია. ცუცა კაპანაძე კი ამერიკიდან ემოციურ პოსტს აქვეყნებს... ცუცა კაპანაძე: ალეკო, როგორ გვატკინე ყველას გული; როგორ ვანუგეშო შენი ლამაზი ოჯახი, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ისე მიჭირს შენზე წარსულში საუბარი. 48 წელი ერთად თეატრში, პა-სეანსი, იუმორინა... საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე ჩამოსული რომ ვიყავი, ტელევიზიაში ვერ შეძელი მოსვლა და მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო. გითხარი, ამაღამ მივფრინავ და ბოდიში, მაგრამ მალე ვბრუნდები და მერე ხშირად გნახავ მეთქი...  ჩამო, ჩამო, ჯიგარო, დავუბრუნდეთ თეატრს და ტელევიზიას, გეყო ამერიკაო. რამდენი კარგი ამბავი და კურიოზი მახსენდება ახლა ჩვენზე, ჩემო უნიჭიერესო და კეთილო მეგობარო. მშვიდობით ჩემო კარგო. სასუფეველი შენს სულს. შევხვდებით იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

ბოლო სიახლეები