ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

რომელი სესხის აღების შემთხვევაში შეგიძლიათ ხელშეკრულებაზე უარის თქმა და რა შემთხვევაში არა

2024 წლის 1-ლი ივლისიდან მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შევიდა.

რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ ფინანსურ ორგანიზაციებთან – ამის შესახებ სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„უკანასკნელი ყველაზე მხსვილი ცვლილება, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, ევროდირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მომხმარებლებისთვის ამ უფლების მინიჭება, მათ შორის საფინანსო სექტორში. დაზუსტდა და გაიწერა, რა ტიპის ხელშეკრულებებზე შეუძლია მომხმარებელს უარის თქმა.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ხელშეკრულება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ამისთვის საჭიროა სპეციალური შეტყობინება გაუგზავნოს ფინანსურ დაწესებულებას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის ვადაში მომხმარებელი აგზავნის შეტყობინებას და 30 დღე აქვს მომხარებელს /ფინანსურ ორგანიზაციას, რომ თანხები, რომლებიც აიღეს მომსახურებისთვის, უკან დააბრუნონ.

აქ მომხმარებლისთვის შესაძლოა, გარკვეული ხარჯიც დაეკისროს: მაგალითად, თუ მომხმარებელი გააუქმებს ხელშეკრულებას, 30 დღის განმავლობაში მან უნდა მოიტანოს ნასესხები თანხა და ხელშეკრულების გაფორმებიდან თანხის დაბრუნებამდე პროცენტი. მას არ მოუწევს გაცემის საკომისიოს გადახდა,“ – განაცხადა გზირიშვილმა.

მან ასევე დააკონკრეტა, რომ აღნიშნული ცვლილება შეეხება ისეთ სესხებს, რომლის აღების გადაწყვეტილებასაც ადამიანი შედარებით სწრაფად იღებს, ანუ სალომბარდე, ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებზე და იშვიათ შემთხვევაში, იპოთეკურ სესხებზე.

კითხვაზე, შეამცირებს თუ არა საჩივრებს აღნიშნული ცვლილებები, გზირიშვილმა უპასუხა, რომ ზოგადად საჩივრების რაოდენობის ზრდა ტენდენციურია და ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსური დაწესებულებები რამეს არასორად აკეთებენ.

„ფინანსური ინსტიტუციების მიმართ პრეტენზიების ზრდა ნიშნავს, რომ ცნობიერება გაიზარდა და ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლეს. ამიტომ შესაძლოა, პრეტენზიების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამასთან, საჩივრების 20%, მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მათ დაწერას აზრი არ აქვს,“ – აცხადებს ლაშა გზირიშვილი.

წყარო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პატრიარქის მილოცვა დონალდ ტრამპს: ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას.  ულოცავს. "აშშ-ს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ დონალდ ტრამპს ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას. ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ, დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. ,,ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფს. 39:5). ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო. ღრმა პატივისცემით ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა ნათელაშვილი – სალომე ზურაბიშვილს ვცნობთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მაგრამ დიდი პოლიტიკური პოსტის დაკავება ჩვენი დახმარებით არ ეღირსება, ეგღა გვაკლია, ჩვენი ლიდერი იყოს

„სალომე ზურაბიშვილიც პირადი ერთგულების მოტივით ჩამოიყვანა ივანიშვილმა, რომელსაც შეუქმნა პირობები და დანიშნა პრეზიდენტად. ვაღიაროთ, რომ დასვა პირდაპირ, მაგრამ დღეს ამ ქალბატონის პირადი ოჯახური ინტერესები დაემთხვა ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ არ ვუშლით ხელს მას ამაში და ვცნობთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ის აღარ დანიშნა მეორე ვადით ივანიშვილმა, გადაგდებული გამოვიდა და ბუნებრივია, გამწარდა, როგორც მეოჯახე ქალბატონი. პრინციპში, ახლა აქტიურობს და ჩვენ მას ვცნობთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, გარდამავალ ეტაპზე გამოსაყენებელია. აქ საუბარია ლეგიტიმურობის ხარისხზე, ვინ უფრო ლეგიტიმურია და შესაბამისად, მსოფლიოც აღიარებს, რომ ეს უფრო ლეგიტიმურია. გარდამავალ ეტაპზე ეს ქალბატონი იყოს, ჩვენ ხელს არ ვუშვებთ, მაგრამ რამე მეორე ვადით პრეზიდენტობა ან დიდი პოლიტიკური პოსტის დაკავება ჩვენი დახმარებით მას არ ეღირსება“, – განაცხადა ნათელაშვილმა. შეკითხვაზე, ჩართულია თუ არა „ლეიბორისტული პარტია“ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის მიმდინარე კონსულტაციებში, ნათელაშვილმა განაცხადა, რომ არა. „ეგღა გვაკლია ჩვენ ახლა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს ჩვენი ლიდერი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი – საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცებმაც“, ხაზარაძემაც, გახარიამაც აიღეს დაფინანსება და ეს ნიშნავს, რომ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგს

„ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის 90% არა მარტო ქართული პოლიტიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე უკვე 30 წელია და სანქცირების პროცესი, რაც ახლა დაიწყო ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, ჩვენ მიერ არის საძირკველ ჩაყრილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ამაზე ახლა არავინ დავობს, კონგრესის ოქმებშია შეტანილი ჯო უილსონის მიერ 4 ივნისს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ დაწყებულია ეს სანქცირება. ანუ, ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით თავის დროზე და არავის სერიოზულად არ მიაჩნდა, დღეს გახდა მსოფლიო გეოპოლიტიკის საფუძველი. ამ ფონზე, ჩვენი საქმიანობის 10% რომ შუქდება საზოგადოებრივ არხზე, რომელიც ვალდებულია, აშუქებდეს წამყვანი პოლიტიკური სუბიექტების 50%-ს, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს“, – განაცხადა ნათელაშვილმა. „ასეა მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკაში. პარტია თუ აცხადებს ბოიკოტს რაღაც საკითხზე ან თემაზე გარკვეული ვადით, მას ერიცხება ხელფასი. ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკის მოგონილია, მაგრამ „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია საქართველოში და მსოფლიოში, რომელმაც თავი დაისანქცირა, არ შევიდა პარლამენტში, რის გამოც ივანიშვილმა მიიღო სპეციალური კანონი, პარტიას წაართვა დაფინანსება, წაგვართვა ხელფასებიც, საარჩევნო კომისაში წევრებიც, სატელევიზიო უფასო სარეკლამო დრო და დაგვტოვა გაკულაკებული ოთხი წელია, მაგრამ პარტია არ დაიშალა. პარტიამ გააგრძელა ბრძოლა და დაწყებული ბრძოლა მისი დასანქცირების და პოლიტიკური მოგუდვის, მიიყვანა ბოლომდე. დღეს მთელი ამერიკის კონგრესი და მთელი ევროპა დაკავშირებულია სწორედ მისი მოგუდვით, იმ მახრჩობლური პოლიტიკური მეთოდებით, რისი სპეციალისტიც თავისი თავი ეგონა. ახლა ნახოს, ვინ უფრო მეტი მახრჩობელა გამოდგა მისთვის, „ლეიბორისტული პარტია“, თუ თვითონ“, – განაცხადა ნათელაშვილმა. მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ დაფინანსების გარეშე დარჩა და დაკარგა ის, რის გარეშეც პარტიები ვერ არსებობენ, თუმცა პარტია ბრძოლას განაგრძობს. „აგერ, მილიარდერი ხაზარაძის პარტიამ ვერ გაძლო დაფინანსების გარეშე და მისცა თანხმობა. ოთხი წელია, ჩვენ დაფინანსების გარეშე ვართ. ნებისმიერ პარტიას, „ქართული ოცნებიდან“ დაწყებული, „ნაცმოძრაობით“ გაგრძელებული და დაგვირგვინებული გახარიას პარტიით, შეუწყვიტე  დაფინანსება, თანამშრომლებს არ მისცენ ფული და მომენტალურად, 24 საათში დაიშლება ყველა. არც ერთი არ არის შექმნილი იდეის გამო, პატრიოტიზმის საფუძველზე და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას თავისი ვიწრო ინტერესები აქვს, ზოგს ბანკი უნდა, გადაარჩინოს, ზოგს, მილიარდები შეინარჩუნოს და ზოგს, ხელისუფლება დაიბრუნოს. ასეთი პატარ-პატარა მიზნები აქვთ და ეს მერე ქვეყნის ნგრევას იწვევენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ზურაბ აბაშიძე: ტრამპის დღის წესრიგი  ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა, აშშ-ში მოხდება ძირეული ცვლილებები და ეს მსოფლიოზე მოახდენს ძალიან დიდ გავლენას

ტრამპის კვლავ გაპრეზიდენტებით აშშ-ში მოხდება ძირეული ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ამერიკული რევოლუცია. იმ ამერიკასთან შედარებით, რაც იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ შეიცვლება ძირეულად და ეს მსოფლიოზე მოახდენს ძალიან დიდ გავლენას“, - განაცხადა დიპლომატმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედი Live“. მისი თქმით, წინა პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპის მოღვაწეობა იყო ფრაგმენტული. თუმცა ამჯერად ის წარმოდგენილია მწყობრი იდეოლოგიით. „თუ კი საპრეზიდენტო პერიოდის განმავლობაში 2017-2021 წლები მაქვს მხედველობაში, ტრამპის პოლიტიკა და ზოგადად ტრამპიზმის, როგორც იდეოლოგიის წარმოჩინება სრულყოფილად ვერ მოხერხდა, უფრო ფრაგმენტული შთაბეჭდილება შეიქმნა მის შესახებ, ახლა შეიძლება ითქვას უკვე, რომ ეს არის მწყობრი იდეოლოგია თავისი ფილოსოფიური საფუძვლით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ტრამპიზმის იდეოლოგია დაფუძნებულია ნეოლიბერალიზმის და „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. „ეს ნეოლიბერალიზმი აშკარად იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. აღმოჩნდა, რომ პლურალიზმს გამორიცხავს. შეუწყნარებელია აბსოლუტურად. ეს გახლავთ იდეოლოგია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოიშვა. რა გახლავთ მახასიათებლები ნეოლიბერალიზმისა? უპირველეს ყოვლისა აბსურდამდე მიყვანილი გენდერული თანასწორობის, სექსიზმის და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის თემა. ეკოლოგიის საკითხები. ეს გახლავთ ზოგადაც უარყოფის კულტურის დანერგვა. ამიტომ ტრამპიზმი და ტრამპის ბრძოლა გახლავთ სწორედ ამ გლობალიზმის წინააღმდეგაა და ამ ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ. აქ ამ იდეოლოგიის გამტარებელი გახლავთ „დიფ სთეითი“, ეს გახლავთ ბიუროკრატია, რომელიც შეზრდილია ფინანსურ წრეებთან, შეზრდილია ეკონომიკურ წრეებთან, შეზრდილია იდეოლოგიურ ცენტრებთან სხვადასხვა სახით და ფაქტობრივად არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს ჩრდილოვანი სახელმწიფო აკონტროლებს მედიას, მეინსტრიმს, რომელიც ფაქტობრივად ახდენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და ა.შ. დღის წესრიგი ტრამპის ეს არის: „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, დონალდ ტრამპის იდეებს ექნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ეს მოსალოდნელიც იყო.

“რაც გაგიცანი მას შემდეგ ” – როგორ და რა ვიდეოთი ეხმაურება ნინა მერაბის გამარჯვებას

ცნობილი ბლოგერი ნინა დრამა მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვიდეოს უძღვნის. “რაც გაგიცანი მას შემდეგ შენში ეჭვი წამით არ შემპარვია! გილოცავ მერაბ, შევხვდებით საქართველოში”,

ბოლო სიახლეები