ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025

ჯო უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს – მეთიუ ბრაიზა

საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა.

მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „რამდენად შეიძლება „ქართული ოცნების“ მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?“.

„ჩემი აზრით, ბევრით. ბაიდენი თავისი ადმინისტრაციის დასაწყისიდან მუდმივად საუბრობდა დემოკრატიაზე და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში სიტუაციას ადევნებდა თვალს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად გადაუხვევს დემოკრატიისგან და რომ ისინი არღვევენ თამაშის წესებს და უფრო მეტად აახლოვებენ ქვეყანას რუსეთთან. ბაიდენისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. თუმცა საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. მან მხოლოდ ახლა დააწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე ბაიდენს არაფერი გაუკეთებია „ქათული ოცნების“ წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ახლა არის ახალი სანქციები და მე მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ისინი ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მე მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება. თუ იქნება სერიოზული შეტაკებები ქუჩებში, შესაძლოა, იყოს სხვა მიდგომა“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

რაც შეეხება კითხვას, „არსებობს მოსაზრება, რომ დონალდ ტრამპი საკმაოდ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა მის გარემოცვაში რესპუბლიკელებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ოპოზიციას ოპტიმიზმს უნერგავენ, მათ შორის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორები. რამდენად შეიძლება, იმოქმედოს ამან ტრამპის მიდგომებზე იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება?“, – მეთიუ ბრაიზას შეფასებით, უილსონის მოსაზრებები არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს.

„ნაკლებად. ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. არის შესაძლებლობა, რომ უილსონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება. საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული „რესპუბლიკელია“, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და საერთოდ, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნას დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა, მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებს უილსონი და კონგრესის ზოგიერთი წევრი“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ცოტნე ანანიძე: აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, საქართველოში კი მიღებულ კანონს ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვაზე, ჰომოფობობა...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძე, ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ. ანანიძის განცხადებით, ტრამპის ეს გზავნილი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ნიშნავს, რასაც ოპოზიცია საქართველოში ხელოვნურად გამოგონილ თემას უწოდებდა და ჰომოფობიად მიიჩნევდა. "აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან სალომე ზურაბიშვილი და მამუკა ხაზარაძე. საქართველოში მიღებულ კანონს  ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვაზე, ჰომოფობობა  და ხელოვნურად გამოგონილი თემა უწოდეს, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციის მე-2 თავთან." - წერს  ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წაწევს – მარკო რუბიო

მე ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წაწევს და იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენი და მათი ეროვნული ინტერესები ემთხვევა, ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა გამოსვლაში ისაუბრა, რომ გლობალურ პოლიტიკაში მისი მიზანი არის მშვიდობის, კონფლიქტების თავიდან აცილების ხელშეწყობა. „ჩვენს რესპუბლიკაში ამომრჩევლები წყვეტენ ჩვენი ქვეყნის კურსს როგორც საშინაოს, ისე საგარეოს და მათ აირჩიეს დონალდ ტრამპი ჩვენს პრეზიდენტად, როდესაც საქმე ეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას ძალიან მკაფიო მისიით. ეს მისიაა იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს ფოკუსირებული ერთ რამეზე და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევა, რომელიც მათ მკაფიოდ განსაზღვრეს მისი საარჩევნო კამპანიის დროს როგორც ის, რაც ჩვენ უფრო ძლიერს, უსაფრთხოს და უფრო განვითარებულს გვხდის და ეს იქნება ჩვენი მისია. მთელ მსოფლიოში ჩვენი სამუშაო იქნება, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკა, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს წინ წევს. მე ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წაწევს. და იმ შემთხვევებში (და მე ვიმედოვნებ, რომ ასეთი ბევრი იქნება), როდესაც ჩვენი და მათი ეროვნული ინტერესები ემთხვევა, ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გუშინდელ გამოსვლაში ისაუბრა, რომ გლობალურ პოლიტიკაში მისი მიზანი არის მშვიდობის, კონფლიქტების თავიდან აცილების ხელშეწყობა და არცერთი უწყება არ იქნება ამ მხრივ იმაზე მნიშვნელოვანი, როგორც ეს დეპარტამენტი“, – განაცხადა რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრისას. რუბიოს თქმით, სწორედ ამის გაკეთებას აპირებს ტრამპის ადმინისტრაცია – მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობას, რადგან ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია.

ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი საამაყო კოლეგის, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქირურგის ვიტალი სავანელის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვიტალი სავანელი 30 წელზე მეტი ერთგულად ემსახურებოდა თავის პროფესიას. ამ ხნის განმავლობაში საქმისადმი თავდადებით, პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით გორელი ხალხის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მის სახელს უკავშირდება უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს. ვიტალი სავანელი ძალიან დააკლდება ჩვენს კლინიკას, მთელს სამედიცინო საზოგადოებას და ქალაქს“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი – საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას

ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე წერს და სტატიაში ეროვნული ბანკის საქმიანობას „ძლიერება სტაბილურობაშია“ სიტყვებით აფასებს. „საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. სებ-მა ეფექტური მონეტარული პოლიტიკა გაატარა და საპროცენტო განაკვეთების დროული კორექტირება უზრუნველყო, რითიც წარმატებით მართა ინფლაციური მოლოდინები და ხელი შეუწყო ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის ხელსაყრელი გარემოს შექმნას“, – ვკითხულობთ სტატიაში. ჟურნალისტი, გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, მისი შეფასებით, სებ-ის პროაქტიული მიდგომის შედეგია და აღნიშნავს, რომ სებ-ის „ძლიერება სტაბილურობაშია“. „გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის საშუალოდ 11.9 პროცენტიდან 2023 წელს – 2.5 პროცენტამდე, ხოლო 2024 წელს 1.1 პროცენტამდე შემცირდა. 2023 წლის მარტიდან ინფლაცია სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც სებ-ის პროაქტიული მიდგომის დასტურია“, – წერს სტატიის ავტორი. სტატიაში ასევე ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც ფინანსური სტაბილურობის განმტკიცება უზრუნველყო და ქვეყანაში მდგრადი, ლიკვიდური და კარგად კაპიტალიზებული საბანკო სექტორი ჩამოაყალიბა. Capital Finance International-ი ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებისას საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ. CFI.co ყოველკვარტალური ბეჭდური ჟურნალი და ონლაინ რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co-ის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს და გამოცდილი სარედაქციო გუნდითაა დაკომპლექტებული. ყოველკვარტალურად მის ბეჭდურ გამოცემას, საშუალოდ, 186 000 მკითხველი ეცნობა, ონლაინ კი ყოველთვიურად 410 000 ნახვა აქვს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს თუ არ მოისურვებს, ტრამპმა უნდა გამოიყენოს სანქციები და უკრაინას გადასცეს ყველა იარაღი, რასაც მოითხოვს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი თუ არ მოისურვებს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა გამოიყენოს სანქციები და უკრაინას გადასცეს ყველა იარაღი, რასაც მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დავოსში, საერთაშორისო მედიასაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის დაუსვეს კითხვა, „როგორი ზეწოლა უნდა განახორციელოს დონალდ ტრამპმა რუსეთზე, რათა ვლადიმერ პუტინი რეალურად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან?“. „ტრამპს შეუძლია, რეალურად გამოიყენოს სანქციები. მან იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს, ის ბიზნესმენია. ის ამაში ძალიან კარგად ერკვევა. ამოიღოს მაქსიმალური მოცულობა ენერგეტიკიდან, შეამციროს მსოფლიო ფასი (ენერგორესურსებზე) და ის ამას გააკეთებს ყოველგვარი შეთავაზების გარეშე. ის თვითონ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპმა უნდა უთხრას პუტინს, რომ „ის თუ არ შეწყვეტს ომს, გადასცემს უკრაინას ყველა იარაღს, რასაც უკრაინა მოითხოვს“. „რა თქმა უნდა, არა ბირთვულს“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები