უკვე ორმოცდაათ დღეზე მეტია, ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში უპრეცედენტო საპროტესტო აქციებს მართავენ, იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, როგორ ევროპული ოჯახის წევრის, დემოკრატიული მომავლისთვის. მათი პასუხობენ ძალადობრივი რეპრესიებითა და დაშინებით, ასევე დაკავებებით, საქართველოს პროგრესირებადი დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაგნუს ბრანერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას გააცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება აამოქმედა რამდენიმე საკანონმდებელო ცვლილება, რაც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას.
„ძალადობა და სიძულვილის ენის გამოყენება დემონსტრანტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ და მედიის წარმომადგენელთა მიმართ; ასევე გავრცელებულია ინფორმაცია საჯარო მოხელეთა სამსახურებიდან პოლიტიკურ მოტივით გათავისუფლებისა და ასევე სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარები, სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნა ბრანერმა.
მისი თქმით, ბევრი დაკავებული დემონსტრანტს პოტენციურად ემუქრებათ პატიმრობა და ამავე დროს, დღემდე არცერთი სამართალდამცველის წინააღმდეგ ბრალი არ წარუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და არსებობს დაკავებული მომიტინგეები წამების ბრალდებებიც, რაც წარმოადგინა საქართველოს ომბუდსმენმა.
„ასეთი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რომელიც საქართველოს აქვს, ევროკავშირი კვლავაც სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწრაფი ნაბიჯები გადადგან დაძაბულობის განმუხტვისთვის. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ძალადობის შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული და ამ უკანონო ქმედებებში ჩართული სამართალდამცავი სტრუქტურების ოფიციალური პირების მიმართ შედეგები უნდა დადგეს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს ეუთო-ს საბოლოო დასკვნაში ხაზგასმული რეკომენდაციები და შეისწავლონ ყველა გზა, რომ აღდგეს ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი, რაც უნდა მოხდეს ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქოს სექტორთან დიალოგით, რაც, მისი თქმით, მოიცავს ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნის გათვალისწინების შესაძლებლობის განხილავს.
როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, შარშან ევროკომისიამ მიიღო ზომები საქართველო ხელისუფლების მთავრობის განგრძობადი დემოკრატიული დაღმასვლის საპასუხოდ. მათ შორის მოხდა პოლიტიკური კონტაქტების შემცირება და შეჩერდა დახმარება მთავრობისადმი, საუბარია 30 მილიონზე, რომელიც გამოყოფილი იყო სამშვიდობო ფონდიდან და 121 მილიონზე, რომელიც გამოყოფილი იყო მთავრობის მხარდაჭერის პროგრამებით.
„ამავედ დროს, ჩვენ კვლავაც ვდგავართ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის გვერდით, 8,5 მილიონი ევრო უკვე გადავამისამართეთ მათი მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, დამატებითი თანხები გადავამისამართოთ საკომუნიკაციო აქტივობებისკენ, რომლებიც მიმართული იქნება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, დე ფაქტო შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. 2024 წლის დეკემბერში ევროპელმა ლიდერებმა გაიმეორეს ევროკავშირის სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსისადმი და მათი გადაწყვეტილებისადმი, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლიდა კურსს. სამწუხაროდ, ხელისუფლება ნახსენები კურსი არ შეცვალა. დეკემბერში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე მხარი დაუჭირეს საქართველო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება, კომისიამ სწრაფად მოამზადა შესაბამისი წინადადება და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული იანვრის ბოლომდე. ეს გადაწყვეტილება იქნება მკაფიო პოლიტიკური გზავნილი, რომ ხელისუფლებას პასუხს ვაგებინებთ. შარშან საგარეო საქმეთა საბჭომ ასევე გამართა პირველი დისკუსია სანქციების მიღებასთან დაკავშირებით იმ ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევენო საბჭოს სხდომაზე, 27 იანვარს დისკუსიები საქართველოს საკითხზე გაგრძელდება. ჩვენ ასევე თვალყურს ვადევნებთ ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიებს და ვხედავთ, რომ რეზოლუციები იყო მიღებული ხმათა დიდი უმრავლესობით. ჩვენ ღია ვრჩებით, განვიხილოთ შემდგომი ზომები საქართველოს სიტუაციის განვითარების შესაბამისად“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.