აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აშშ უკრაინაში ომის დასასრულებლად იმუშავებს.
ამის შესახებ მარკო რუბიომ „ენბისი ნიუსის“ გადაცემა Today-ში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების შესახებ, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის 24 საათში დასრულებაზე, რუბიომ თქვა, რომ ეს საქმე უფრო რთულია და მოლაპარაკებები საჯაროდ არ გაიმართება.
„ეს არის რთული, ტრაგიკული კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინას და მე ვიტყოდი, რომ ასევე რუსეთს, მაგრამ აგრეთვე ევროპის სტაბილურობას. ასე რომ, ერთადერთი გზა ამ საკითხების გადასაჭრელად არის, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პრაგმატიზმს, მაგრამ ჩვენ ასევე დავუბრუნდეთ სერიოზულობას. და ეს არის დიპლომატიის მძიმე სამუშაო. აშშ-მა აქ თავისი როლი უნდა ითამაშოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა რუბიომ.