შაბათი, აგვისტო 15, 2026

ყველაზე მაღალანზღაურებადი თურქი მსახიობის უცნობი ამბები – მარტოხელა დედის გახმაურებული რომანები და სიყვარულის გამო არჩეული პროფესია

ნურგულ ეშილჩაი თურქული სერიალების მოყვარულების ერთ-ერთი რჩეული მსახიობია. თურქეთში ის მეგავარსკვლავია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.
ნურგულის გვარი ითარგმნება, როგორც “მწვანე ჩაი”. 1976 წლის 26 მარტს თურქეთში, ქალაქ აფიონში დაიბადა, თუმცა ქალაქ იზმირში იზრდებოდა. ბავშვობიდან ხატვით იყო გატაცებული, კონკურსებსა და გამოფენებშიც მონაწილეობდა და დღესაც აქტიურად ხატავს.

“ხატვით ვიყავი გატაცებული, 4 წელი დავდიოდი ხატვაზე და მხატვრობას ვგეგმავდი. მაგრამ უფრო კლასებში მსახიობი შემიყვარდა, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობდა. მეც იქ ჩავაბარე, რომ ხშირად მენახა.
მოგვიანებით სხვა ქალაქში გადავიდა და სკოლის შემდეგ არც მინახავს. თუმცასამსახიობო თავგადასავლები ასე დაიწყო. შემიყვარდამსახიობობა და საბოლოოდ მხატვრობას ეს საქმე ვარჩიე”, – იხსენებს ნურგული.
განათლება ქალაქ ანტალიაში, თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტში მიიღო. სამსახიობო კარიერა 1999 წელს დაიწყო და მას მერე არ გაჩერებულა. თეატრში მუშაობის პარალელურად მოხვდა კინოში და წარმატებული მსახიობიც გახდა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, 2004 წელს ცოლად გაჰყვა ჯემ იოზერს, მასზე 17 წლით უფროს მსახიობს, რომელთანაც ვაჟი – ოსმან ნეჟათი შეეძინა. წყვილმა რამდენიმე წელს იცხოვრა ერთად და 2010 წელს დაშორდნენ.

განქორწინების შემდეგ ნურგულს რამდენიმე რომანს მიაწერდნენ, მათ შორის მურატ ილდიმირთან. 2018 წლიდან კი სტაბილურად ხვდება რეჟისორ ნეჯატ კოჯაბაის, თუმცა ქორწინებას არ ჩქარობს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე რაქვიაშვილი – რუსოფობიას თვითონ რუსები უწყობენ ხელს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპირებით, პრობლემა არ არის, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მიმართ ბევრი ცუდი...

წესიერი მთავრობა რომ გვყავდეს მას არ მოუწევდა რაღაცა უაზრო ინიციატივების წამოყენება, რომ თავი გაიმართლოს ტურისტული სეზონის ჩავარდნით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელმაც თავად ამ ხალხს ბევრი ცუდი გაუკეთა.„რუსოფობიას ყველაზე მეტად თვითონ რუსები უწყობენ ხელს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით. არანაირი პრობლემა არ არის, რომ ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონდეს ის ქვეყანა თუ ხალხი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული. ტურისტებს ის უფრო აფრთხობს, რომ თბილისის ცენტრში გზა გადათხრილია. უამრავი ცუდი რაღაც შეიძლება იტალიაზე წაიკითხო, თუმცა ამის გამო ფლორენციას ტურისტები არ აკლდება. წესიერი მთავრობა რომ გვყავდეს, მას არ მოუწევდა რაღაცა უაზრო ინიციატივების წამოყენება, რომ თავი გაიმართლოს ტურისტული სეზონის ჩავარდნით.ჩვენს ხელისუფლებას იმდენად კარგი ინფორმაცია აქვს „დიფ სთეთის“ გეგმებსა და ნაბიჯებზე, რომ ალბათ პირდაპირ კონტაქტზე არიან და ყოველდღე ამ ინფორმაციის გაცვლა ხდება. უკეთესი იქნება, თვითონ მოგვიყვნენ, ვინ არის ეს „დიფ სთეითი“, ვინ გასცემს ბრძანებებს. ძალიან საინტერესოა, გავიგოთ, „დიფ სთეითის“ რომელმა წარმომადგენელმა უბრძანა ბარამიძეს, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, ვინ ჩაუშალა ქართულ სასტუმროებს ტურისტული სეზონი, უბრალოდ გვაცნობონ ჩვენც“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მედია – რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია

რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუმინულ საკურორტო ქალაქ სატურნის სანაპიროზე ხალხის ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილზე სამხედრო დრონის ნამსხვრევები იქნა აღმოჩენილი. დრონის ნამსხვრევები მაშველებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც დაუყოვნებლივ დარეკეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, ჟანდარმები და კონსტანტას ოლქის საგანგებო სიტუაციების ინსპექციის თანამშრომლები. შემოწმების დასრულებამდე ადგილიდან ტურისტების ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არაფერია ცნობილი დრონის ნამსხვრევების წარმოშობის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, შავი ზღვის ტალღებმა სანაპიროზე გამოიტანეს.

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება. ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები თბილისის და მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერენ, მათ შორის წყნეთში. დედაქალაქში დაახლოებით ერთი საათია გადაუღებლად წვიმს.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები – გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო – მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული.ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო“, – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმარში.ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა

ცნობილი ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.„უუფ, როგორ მეტკინა - ჩამწყდა გულის ძარღვი, იმედიანი კაცი, გულიანი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, დაუზარელი და ხალისიანი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა, ჩემი გურული ძამიკონა...“, - წერს სოციალურ ქსელში ნინო კვაჭანტირაძე.ქართველი ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი ბადრი ვადაჭკორია 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში დაიბადა.ჟურნალისტურ საქმიანობას 1971 წლიდან ეწევა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში და რამდენიმე გაზეთის სპეციალურ კორესპონდენტად. 1994-1998 წლებში დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობდა.ვადაჭკორია 25 ფოტოკრებულისა და 6 წიგნის ავტორია. მისი ნამუშევრები საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებას ასახავს.2003 წელს მას საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა, 2005 წელს კი „ოქროს ფრთის“ ლაურეატი გახდა. 2022 წელს ბადრი ვადაჭკორია თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

ბოლო სიახლეები