საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ვადით გაპრეზიდენტებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
“გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას. მისმა ხელმძღვანელობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. წარმატებებს გისურვებთ ამ გადამწყვეტ მოგზაურობაში,”- წერს ირაკლი კობახიძე.