ორშაბათი, იანვარი 20, 2025

ვინ იმღერებს და რა დაჯდება ცერემონია – ყველა დეტალი ტრამპის ინაუგურაციის შესახებ

დღეს,  ვაშინგტონის დროით შუადღისას, ხოლო საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ის  კიდევ ერთხელ წარმოთქვამს ინაუგურაციის დღეს კანონით დადგენილ სიტყვებს, რომელიც უცვლელია მას შემდეგ, რაც ის პირველად ჯორჯ ვაშინგტონმა 1789 წელს წარმოთქვა.

ფიცი კი, რომელსაც პრეზიდენტის  ქვეყნის წინაშე წარმოთქვამს,  ასე გამოიყურება:

„ღირსებით ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და შეძლებისდაგვარად გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავუფრთხილდე, შევინარჩუნო და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია”.

ინაუგურაციის დღეს ამერიკის  რიგით 47-ე პრეზიდენტი 15-20 წუთში და დაახლოებით 2 000-მდე სიტყვით შეეცდება, ქვეყანა საერთო სულისკვეთებით განაწყოს და ამის ფონზე მომავალი ოთხი წლის მანძილზე მოსალოდნელი გამოწვევების მიუხედავად, საკუთარი ხედვა და მიზნები დასახოს.

გამოცემა CNN-ის ცნობით, მოსალოდნელი უამინდობის გამო ინაუგურაციის ცერემონია  კაპიტოლიუმის შენობის შიგნით გაიმართება (აქამდე გარეთ იმართებოდა).  მეტეოროლოგების თქმით,  ვაშინგტონში 20 იანვარს ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაეცემა. ტელეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.  უცხოური მედიის ცნობით, ბოლო პრეზიდენტი, რომლის დროსაც ინაუგურაცია კონგრესის შენობაში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო.

საინაუგურაციო ცერემონიის გეგმები

ტრადიციულად, ინაუგურაციის დღე, დილით წმინდა იოანეს ეკლესიაში მსახურებით დაიწყება – შემდეგ კი თეთრ სახლში ჯო და ჯილ ბაიდენები – დონალდ და მელანია ტრამპებთან ერთად ჩაის სმის ცერემონიას გამართავენ.

ცერემონიის მთავარი მოვლენა – ტრამპის მიერ კაპიტოლიუმის როტონდაში ფიცის დადება – ვაშინგტონის დროით 12:00 საათზე (საქართველოს დროით 21:00 სთ) გაიმართება, რასაც დიდი ალბათობით აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი გაუძღვება. ტრამპამდე ფიცს მისი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, მარჯვენა ხელის აწევით, ხოლო მარცხენა ხელის ბიბლიაზე დადებით.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, დონალდ ტრამპი,  ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს და საკუთარ ხედვას წარუდგენს.

ტრამპის სიტყვის შემდეგ – ის და მისი ვიცე პრეზიდენტი- ჯეი დი ვენსი –  სამხედროების აღლუმს კაპილოლიუმის კიბეებიდან დააკვირდებიან – ამ ცერემონიის პარალელურად კი ჯო და ჯილ ბაიდენები თეთრ სახლს, ტრადიციულად, ვერტფრენის საშუალებით დატოვებენ.

ფიცის დადებისა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრამპი მთელი საღამოს განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაზე, საინაუგურაციო ბალსა და წვეულებებზე გამოჩნდება, რის შემდეგაც იგი თეთრ სახლში კუთვნილ ადგილს დაიკავებს.

რა სიტყვით მიმართავს ტრამპი ამერიკელ ხალხს

საინაუგურაციო გეგმებზე საუბრისას დეკემბერში NBC News-სთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილი “ერთიანობა” იქნება.

„ვფიქრობ, წარმატება ხალხს აერთიანებს, და მე ეს გამოცდილი მაქვს”. – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ინაუგურაცია “ქვეყნის გამთლიანების შესახებ იქნება”.

ვის სამოსს მოირგებს მელანია ტრამპი

დონალდ ტრამპის გარდა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში  კიდევ ერთხელ აღმოჩნდება მელანია ტრამპი. მოდის სფეროს წარმომადგენლები ინტერესით ელოდებიან, თუ ვის სამოსს მოირგებს ამჯერად აშშ-ს მომავალი პირველი ლედი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ინაუგურაციის ცერემონიალზე მელანიამ რალფ ლაურენის ცისფერი კოსტიუმი მოირგო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ წარდგენა მელანია ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე, თუმცა მოდის სფეროს ექსპერტები ელოებიან, რომ მისი ჩაცმულობა შთამბეჭდავი იქნება.

ვინ დაესწრება ინაუგურაციას
უცხოური მედიის ცნობით, ადგილობრივი და ფედერალური მაღალჩინოსნები მოელიან, რომ ინაუგურაციის სანახავად ვაშინგტონში 200 000-ზე მეტი ადამიანი მივა. ღონისძიებას ასევე აშშ-ს სენატორები, წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები და მომავალი ადმინისტრაციის სტუმრებიც დაესწრებიან.

ტრამპის, მისი ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსისა და მათი ოჯახების შემდეგ, ინაუგურაციაზე ყველაზე მნიშვნელოვანი დამსწრეები – ჯო ბაიდენი და მისი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნებიან.

ბაიდენმა ჯერ კიდევ დეკემბერში თქვა, რომ იგი ტრამპის ინაუგურაციას “რა თქმა უნდა” დაესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ტრამპმა ბაიდენის ინაუგურაცია გამოტოვა.

ტრადიციულად, პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ს ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი ესწრება – გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება. უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ბაიდენის გარდა, ღონისძიებას ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი დაესწრებიან.

ამასთანავე, ტრამპის ინაუგურაციაზე ჩამოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი ან მათი წარმომადგენელი აპირებს.

პოლიტიკოსების გარდა, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე  ვიხილავთ: Tesla-ს და SpaceX-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, მარკ ცუკერნბერგსა და ჯეფ ბეზოსს.

ვინ იმღერებს ცერემონიაზე
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმღერებს ქანთრის ჟანრის მომღერალი, ქერი ანდერვუდი, რომელიც სიმღერას, სახელწოდებით „ამერიკა მშვენიერია“  (“America the Beautiful”-ს) შეასრულებს.

ღონისძიებაზე  ასევე ლი გრინვუდი და საოპერო მომღერალი კრისტოფერ მაჩიო იმღერებენ.

ტრამპის თქმით, ინაუგურაციაზე ვიხილავთ, მუსიკალურ დისკო ჯგუფს, The Village People, რომელთა სიმღერებსაც ის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარ ყრილობებზე ხშირად იყენებდა.

ვინ დაფარავს ღონისძიების ხარჯებს
ოფიციალურს ღონისძიებებს ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტი აფინანსებს.

კომიტეტი კაპიტოლიუმში ფიცის ცერემონიის გარდა, ყევლანაირ ხარჯზე იქნება პასუხისმგებელი. რაც შეეხება ფიცის დადების ცერემონიას – მის ხარჯს მთლიანად გადასახადების გადამხდელები დაფარავენ.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსმა და  ცუკერნბერგმა ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტს $1 მილიონი შესწირეს.

CNN-ის ცნობით, ტრამპის კომიტეტმა წელს ინაუგურაციისთვის $170 მილიონი ააგროვა, რაც 2017 წლის ღონისძიებებისთვის აგროვებულ $106.7 მილიონს ბევრად აღემატება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან დავითაშვილი: გამართლდა ჩვენი პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან დაკავშირებით – დაფიქსირდა შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი

'2024 წელს ტურიზმის სექტორიდან რეკორდული რაოდენობის შემოსავლები დაფიქსირდა~ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.3%-ით მეტია. „ეს მნიშვნელოვანი მატებაა წინა წელთან შედარებით. ასევე 2024 წლის მეოთხე კვარტალი, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, საკმაოდ შედეგიანი იყო,  ტურიზმის სექტორიდან 963.7 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ, რაც კვარტლის ჭრილში 10.3%-ით იყო გაზრდილი“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული სტატისტიკის თანახმად, ფაქტობრივად, გამართლდა მთავრობის პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სექტორიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე იქნებოდა შემოსავალი. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, საიდანაც ტურიზმის შემოსავლების ზრდა მოხდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მათი გეოგრაფიული არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია. „მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან - დაახლოებით 41%-ით, რაც 128 მლნ დოლარს შეადგენს. შემოსავლები გაიზარდა აზერბაიჯანიდან 18%-ით, ირანიდან, ასევე ევროკავშირიდან 21 მლნ დოლარით, საუდის არაბეთიდან - ეს არის ქვეყნები, საიდანაც გვაქვს ტურიზმის შემოსავლების ზრდა. ამასთან, გარკვეულწილად შემცირდა რუსეთიდან 9.4%-ით, რაც ჯამში 88 მლნ დოლარია, უკრაინიდან 18.9%-ით - ეს არის 148 მლნ დოლარი, თურქეთიდანაც გარკვეული, 3%-იანი შემცირება გვაქვს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თანხებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - მოცულობამ 5.1 მლნ ვიზიტს მიაღწია. მისი შეფასებით, ეს ძალიან დამაიმედებელი სურათია. ამ შემთხვევაშიც სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნებს მოიცავს. „პრინციპში, ესეც სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად - ჩვენი მთავარი ტურისტული ბაზრებია თურქეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, აშშ, საბერძნეთი, საფრანგეთი, ქუვეითი, ლატვია და არაბეთის გაერთიანებული საამიროები“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილი აპირებს, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ, ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით –...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის. ადვოკატი ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-თან დავის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ „Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები“. მისი თქმით, Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. „როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა). აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა, თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული. დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს;  ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღო ინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება“-აცხადებს კალანდაძე. ადვოკატი აღნიშნავს, რომ  რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში. „ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით,  ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer-ი არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული, მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ. ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო  არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის  საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარე მათი საბანკო ანგარიშები.  ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“-აღნიშნულია

21 წლის გიორგი მინდაძე მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 21 წლის გიორგი მინდაძე ოლიგარქის მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიების მტკიცებით, 29 ნოემბერს მინდაძემ პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის გამოც პოლიციელმა, მათივე თქმით, დაზიანება მიიღო.

ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის

ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ავრცელებს. „როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა). აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა, თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული. დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს; ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღოინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება. ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer-ი არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული, მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ. ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება. შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარე მათი საბანკო ანგარიშები. ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შეზღუდვები მოქმედებს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე. „საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილებაზე მოხსნილია. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები