აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თანაპარტიელ დემოკრატებს მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ. ამის შესახებ ბაიდენმა ჩარლსტონში, საერთაშორისო აფრიკულ-ამერიკულ მუზეუმში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ბოლო სამუშაო დღის ფარგლებში იმყოფებოდა.
„ჩვენ თანამდებობა დავიკავეთ ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. თუმცა ჩვენ ამ მდგომარეობიდან სწრაფად გამოვედით – დავამარცხეთ პანდემია, შევქმენით მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკა, ამერიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციებით. ჩვენ აღვადგინეთ ამერიკის ლიდერობა მსოფლიოში, რაც მოიცავდა ინტენსიურ ძალისხმევას და რომელმაც გამოიწვია მძევლების გათავისუფლება, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულება“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ დაღლილა და არსად აპირებს წასვლას.
„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ, ჩვენი ისტორიის გახსენებით, შეგვიძლია, ისტორიის შექმნა. ვიცით, რომ ბრძოლა ამერიკის სულისთვის ამ მომენტშიც გრძელდება, როდესაც გვჭირდება ჩვენი ინსტიტუტებისა და დემოკრატიის სიძლიერე – პრეზიდენტის, კონგრესის, სასამართლოების, თავისუფალი და დამოუკიდებელი…“ – აღნიშნა ბაიდენმა.