ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025

9 აპრილის ტრაგედიას შეწირული 21 გმირი! – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სისხლიანი დღე

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 36 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გმირული და ტრაგიკული დღეა. 9 აპრილს ქართული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობას და საბჭოთა იმპერიის რეჟიმიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიისა და ამასთან ერთად დიდი გამარჯვების დღეა. ამ დღეს საზოგადოებრივი ერთიანობის შეგრძნება ყველაზე მეტად იგრძნობოდა, როდესაც ათასობით ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი ადამიანები სასტიკად დაარბიეს და დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით რუსთაველის გამზირზე- საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი ძერჟინსკის დივიზიის, დესანტისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, რასაც უდანაშაულო და თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი კი სხვადასხვა სახის ტრამვით საავადმყოფოში მოათავსეს. საბჭოთა ჯარისკაცები მშვიდობიან მომიტინგეებს ორლესული ნიჩბებითა და მხუთავი აირით უსწორდებოდნენ. კრემლის მითითებით მიტინგის დარბევა მოხდა ამავე ღამეს ტელევიზიასთან, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. 9 აპრილის ღამეს დარბევის წინა წითებში ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად მომიტინგეებთან იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოკოლის-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ საშიშორება იყო რეალური და სთხოვა ქაშუეთის ეკლესიაში გადასულიყვნენ და ელოცათ.

21 გმირი, საბჭოთა რეჟიმის, დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირენ. ეს ადამიანები თავისუფლებასა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.

ეს გმირები არიან: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაია კალასი – საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს – ნაჩქარევად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება

დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.“ნაჩქარევად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება.ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებს”, – წერს კალასი.ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე შეეწირნენ აგენტურის დავალების შესრულებას, იმას, რომ ჯაშუშებმა საქართველოში მიიღეს დაკვეთა ომის დაწყებაზე, რომელიც ორ დღეში...

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყოთ აგენტურა, დაგვავალოს „დიფ სთეითმა“ ომის დაწყება, არტილერიით შტურმის მიტანა ცხინვალზე და სოხუმზე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში საქართველოს ეყოლება რამდენიმე ასეული გმირი და ჩვენი ავანტიურა, თუ ჩვენი ღალატი არცერთი ამ გმირის გმირობას არ დააკნინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია არა გმირის გმირობის დაკნინებაზე, არამედ საუბარია იმაზე, თუ რას შეეწირნენ ადამიანები.„წარმოვიდგინოთ, ხვალ რომ მოხდეს ასეთი რაღაც, ლეგიტიმური უფლება ამის ხელისუფლებას აქვს, ზოგადად ვამბობ. თუ სამართლებრივ მხარეზეა საუბარი, შენი ტერიტორიაა და ა.შ. თან მაშინ სხვა სიტუაცია იყო იმიტომ, რომ სამშვიდობო ძალები იდგა საქართველოს თანხმობით ცხინვალში. როცა არტილერიამ დაიწყო შტურმი, შეტევა ცხინვალზე, მაშინ იქ იდგა სამშვიდობო ძალები და ჩვენ ხელი გვქონდა მოწერილი შესაბამის შეთანხმებაზე, რაც გვიკრძალავდა კონკრეტული ოპერაციის დაწყებას და ჩატარებას. წარმოიდგინეთ თეორიული სცენარი, რომ ჩვენ გავგიჟდით და გავაკეთეთ ის, რასაც ითხოვდნენ ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, რომ მიუშვირეთ არტილერია ცხინვალს ან სოხუმს, წარმოვიდგინოთ ასეთი თეორიული ვარიანტი, სხვათა შორის იმის გაგრძელებაა, რაც იკითხეთ თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით. მე PR-ს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყოთ აგენტურა, დაგვავალოს „დიფ სთეითმა“ ომის დაწყება, არტილერიით შტურმის მიტანა ცხინვალზე და სოხუმზე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში საქართველოს ეყოლება რამდენიმე ასეული გმირი და ჩვენი ავანტიურა, თუ ჩვენი ღალატი არცერთი ამ გმირის გმირობას არ დააკნინებს, მაგრამ აქ საუბარი რაზეა, არა გმირის გმირობის დაკნინებაზე, არამედ საუბარია იმაზე, თუ რას შეეწირნენ ადამიანები. ეს ადამიანები შეეწირნენ იმას, რომ აგენტურამ, ჯაშუშებმა საქართველოში მიიღეს დაკვეთა ომის დაწყების თაობაზე, რომელიც ორ დღეში წააგეს. 7-ში ღამე დაიწყო არტილერიით შეტევა, გახსოვთ თქვენ 8 აგვისტო, ყველა არქივი წაშლილია, „იმედი“, „რუსთავი 2“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინდელი ყველა არქივი, უწყვეტი არქივი არ არსებობს. რატომ, რა ჰქონდათ დასამალი, მათ ხელში იყო ყველა ტელევიზია. უწყვეტი არქივი არსად არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ სხვა დღეები, უწყვეტი არქივი აბსოლუტურად ყველა დღის, რაც შეეხება 7-8 აგვისტოს, პირველ რიგში, უწყვეტი არქივი არის ყველგან წაშლილი. რატომ დამალეს, იმიტომ, რომ 7-ში გამოგვიცხადეს დიდის ამბით, რომ კონსტიტუციური წყობილების აღდგენას აპირებდნენ და 8-ში იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ გვიტევენ და თავს ვიცავთ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უცბად შემოვიდა უცხო ჯარი, რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე და შენ ამ დროს განცხადებებს აკეთებ, რომ მე ეს სოფელი ავიღე, მე ის სოფელი ავიღე, როკის გვირაბისკენ მივდივარ. ამას აკეთებ? შენ ხომ ამბობ, რომ მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავ. აქ საუბარი რაზე იყო, 7-ში გამოგვიცხადეს კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და 8-ში მთელი დღე, სანამ მერე გამოვიდოდა მედვედევი და დააანონსებდა ოპერაციის დაწყებას, მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ეს სოფელი ავიღეთ, ის სოფელი ავიღეთ,ცხინვალში შევედით, როკის გვირაბისკენ მივდივართ. ეს ხომ ხელის გულზე დევს. რა თქმა უნდა, ამ ღალატს მოჰყვა ძალიან დიდი მსხვერპლი“, – განაცხადა პრემიერმა.

კაია კალასი – საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს – ნაჩქარევად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება

დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე წერს."ნაჩქარევად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება.ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებს", - წერს კალასი.ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

ირაკლი კობახიძე – ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, შანტაჟი საბჭოთა მეთოდია და საბჭოური მენტალიტეტი ფართოდაა ბრიუსელის ბიუროკრატიაში

ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ თანაბრად ეხება 61 ქვეყანას და ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა აქაც მოახერხეს სპეკულირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო დღეს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, ხოლო მუდმივი შანტაჟი საბჭოთა მეთოდია.„მუდმივი შანტაჟი არის სწორედ საბჭოთა მეთოდი. როგორც თავის დროზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას აშანტაჟებდნენ მოსკოვიდან, ასევე ჰგონიათ ზუსტად. დღესაც ჩვენ ისინი გვიყურებენ, როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახალ მოდიფიკაციას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ ვართ არც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და არც არასაბჭოთა არასოციალისტური რესპუბლიკა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ ვიღაცებს აქვთ ეს საბჭოური მენტალიტეტი და ეს მენტალიტეტი დღეს სამწუხაროდ ძალიან ფართოდ არის გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიაში. რეალურად, არაფრით განსხვავდება დღვანდელი მიდგომები იმ მიდგომებისგან, რასაც ჩვენ გავურბოდით 1980-იანი წლებიდან მთელი შემართებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის დასი – დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ, მასთან ერთად ვდგავართ და ვიდგებით გამარჯვებამდე

არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ, – ამის შესახებ აღნიშნულია ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის დასის ერთობლივ განცხადებაში.როგორც დასის წევრები განცხადებაში აღნიშნავენ, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ხედავენ.„დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს. ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე“, – ნათქვამია დასის საერთო განცხადებაში, რომელიც მსახიობმა, კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.

ბოლო სიახლეები