კვირა, იანვარი 18, 2026

76 წლის ჩინელი ბებია შვილიშვილის სკოლაში წასაყვანად დღეში 24 კილომეტრს ფეხით დადის

ჩინეთის პროვინცია გუანსში მცხოვრები 76 წლის ში იუიინგი ყოველდღე 24 კილომეტრს გადის, რათა ინვალიდის ეტლში მჯდომმა შვილიშვილმა სკოლაში გაკვეთილები არ გააცდინოს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

ბიჭს ცერებრალური დამბლა აქვს და მხოლოდ ბებიის თავდაუზოგავი ძალისხმევით შეუძლია მიიღოს სასკოლო განათლება. უკვე მეოთხე წელია, რაც ში იუიინგს შვილიშვილი სკოლაში დაყავს. ბავშვის მამა სხვა ქალაქში მუშაობს, დედა კი სხვაზე დაქორწინდა.

გამოცემის ცნობით, პირველი სამი წლის განმავლობაში ბებია ბავშვის გადასაადგილებლად ველოსიპედს იყენებდა, წინა წელს კი ჩინეთის ხელისუფლებამ ბავშვს ინვალიდის ეტლი აჩუქა.

“სადამდეც ძალა მეყოფა, ვატარებ”, – ამბობს ბებია.

ბებიას შვილიშვილი ექიმთან არაერთხელ ჰყავდა, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად დაავადებისა, ბავშვის ინტელექტი კარგ დონეზეა, მას კარგი მეხსიერება აქვს და საგნებიდან მათემატიკა ყველაზე მეტად უყვარს.

თუმცა ყოველწლიურად მისი სკოლამდე მიყვანა სულ უფრო რთულდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

„ის არის არაჩვეულებრივი შვილი, ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება“ – თიკა ფაცაციას დედის მიმართვა სცენაზე მყოფ შვილს

მუსიკალური ტელეპროექტი „ასე მღერიან საქართველოში“ თიკა ფაცაციას დედის, მანანა ფაცაციას ვიდეოს გვიზიარებს.მანანა ფაცაცია სიამაყით საუბრობს შვილზე, თიკა ფაცაციაზე, დედის საუბარს კი ტელეწამყვანი სცენიდან ისმენს.„მრცხვენია, რომ ვთქვა, ბევრს შურს ჩემი რომ მყავს ასეთი შვილი და ნამდვილად ასეთია, ფაქტია და ვერ გავექცევი, ის არის არაჩვეულებრივი შვილი. ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, მყავს არაჩვეულებრივი შვილები და 6 შვილიშვილი,“ – ამბობს თიკას დედა.

„მთელი ბოლნისი გლოვობს“ – ავარიაში დაღუპული გოგონა კარატისტი ნინი მამარდაშვილია

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბოლ­ნის­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც გუ­შინ მოხ­და, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. 17 წლის ნინი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და და­ი­ღუ­პა. ნინი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რა­ტის­ტი იყო."მთე­ლი ბოლ­ნი­სი გლო­ვობს, უკარ­გე­სი ნინი დავ­კარ­გეთ. დე­და­მისს რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში არ ვიცი" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

„ჩავიფიქრე, რომ თქვენთან ერთად ვიყო კიდევ დიდხანს…“ – როგორ აღნიშნა მზექალა შანიძემ 100 წლის იუბილე

16 იანვარი ფილოლოგის და პროფესორის, უდიდესი ქართველი ენათმეცნიერის მზექალა შანიძის დაბადების დღეა. დღეს მას 100 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი მან ოჯახთან ერთად აღნიშნა. კადრებს სოციალურ ქსელში ნანა შუღლაძე ავრცელებს:„ჩავიფიქრე, რომ თქვენთან ერთად ვიყო კიდევ დიდხანს... მათთან, ვინც მე მიყვარს და იქ, სადაც ყოფნა მინდა“, - ამბობს მზექალა შანიძე.https://www.facebook.com/reel/1164227725876122

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა