ლოს-ანჯელესში, მასშტაბური ხანძრის შედეგად უამრავი ვარსკვლავის სახლი განადგურდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მათგანი 75 წლის მერილ სტრიპი იყო. როგორც მისი ძმისშვილი, აბე სტრიპი იხსენებთ, 75 წლის მსახიობს ექსტრემალურ სიტუაციაში საგანგებო გეგმის შემუშავება მოუწია, რათა სახლიდან უსაფრთხოდ გაეღწია.
„როდესაც მერილმა სახლიდან გასვლა სცადა, წინ უზარმაზარი ხე დაინახა, რომელიც გასასვლელს კეტავდა, ამიტომ მან მეზობლისგან რკინის საჭრელი აიღო და ღობეზე მანქანის ზომის ხვრელი გაჭრა“, – ჰყვება მსახიობის ძმის შვილი.