სამშაბათი, მარტი 3, 2026

70 წლის მასწავლებელს მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგს, 70 წლის კაცს ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

როგორც სპორტსკოლის ხელმძღვანელი რამაზ კოხია imedinews-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით, მისთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. რაც შეეხება პედაგოგს, მან პოსტი გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო.

საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, ჟან-ნოელ ბარომ ჩინელ კოლეგასთან ირანში მიმდინარე ომზე ისაუბრა, მხარეები დეესკალაციის მიმართულებით მუშაობაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ სატელეფონო საუბარი გამართა ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან, ირანში მიმდინარე ომის საკითხზე.საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა დეესკალაციის მიმართულებით მუშაობაზე.განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები შეთანხმდნენ პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებაზე, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიურ უსაფრთხოებას და გაითვალისწინებს ირანელი ხალხის მისწრაფებებს.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანი პასუხისმგებელია მიმდინარე ესკალაციაზე, მას შემდეგ, რაც „თეირანმა რეგიონში რამდენიმე ქვეყანას უსამართლოდ შეუტია“.ბარომ ასევე გააკრიტიკა ირანი იმის გამო, რომ თეირანმა არ დაიცვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. კერძოდ, ბირთვულ პროგრამასთან, ბალისტიკურ აქტივობებთან და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ასევე კეთილსინდისიერი მრავალმხრივი მოლაპარაკებების უარყოფისთვის.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ იყო ჩართული შეერთებული შტატებისა და ისრაელის ქმედებებში და მათ შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონია.მისივე თქმით, ქვეყნებმა „პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ საერთაშორისო ინსტიტუტებს დავების მოსაგვარებლად და საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენების დროსაც“.ორი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დიალოგს გააგრძელებენ.

„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია” – ანრი ჯოხაძის ემოციური მიმართვა

რუსთაველის თეატრის სცენაზე ანრი ჯოხაძის შემოქმედებითი საღამო შედგა, რომელიც მომღერალმა დედის ხსოვნას მიუძღვნა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ანრი ჯოხაძემ „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა. შესრულებამდე მან ემოციური სიტყვები წარმოთქვა.„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში, პირველ სკამზე. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია… ეს მისი ადგილი იყო. მე მინდა შევასრულო სიმღერა, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური ბმა მაქვს. როდესაც მამა ციხიდან გამოვიდა და სახლში 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა, დედა გამოვიდა და მას „ყვავილების ქვეყანა“ უმღერა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოჯახში სიყვარულის ასეთი ახსნა დავინახე და გავიგე. დღეს ამ გენიალურ სიმღერას კონკრეტულად დედას ვუძღვნი," - თქვა ანრიმ.

ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა, რომელიც ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელმა საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურა ირანის მთავარი პოლიტიკური შენობა, სადაც „ექსპერტთა ასამბლეის“ წევრები იკრიბებოდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.„ექსპერტთა ასამბლეა“ ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი.მედიის ცნობით, თავდასხმას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის სამინისტროც.ირანის ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შედგება და მას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება. უცხოური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენი მათგანი იმყოფებოდა შენობაში დარტყმის დროს.

სერგეი ლავროვი – ირანის წინააღმდეგ ომს შეუძლია, ბირთვული იარაღის შემუშავების წახალისება არა მხოლოდ ირანში, ასეთი მოძრაობა მაშინვე გაჩნდება მეზობელ არაბულ ქვეყნებში

ირანის მიერ ურანის გამდიდრების სურვილმა აგრესია თუ გამოიწვია, მაშინ ეს კითხვებს ბადებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სტივენ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშალა ირანის მიერ ურანის გამდიდრების განზრახვის გამო, თუმცა, ლავროვის მტკიცებით, „ეს უფლება ხელშეუხებელია“.„შესაძლოა, სტივენ უიტკოფმა ცუდად გამოხატა საკუთარი თავი, მაგრამ ეს თუ იყო აგრესიის დაწყების მიზეზი, მაშინ ბევრ კითხვას ბადებს“, – აღნიშნა ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ გაჩაღებულმა აგრესიამ შესაძლოა, სტიმული მისცეს ბირთვული იარაღის შექმნის სასარგებლოდ მოძრაობის ჩამოყალიბებას.ლავროვის თქმით, არავის უნახავს იმის მტკიცებულება, რომ თეირანი ბირთვულ ბომბს ქმნის.„ამ ქმედებას, ამ ომს, რომელიც ახლა ირანის წინააღმდეგ დაიწყო, შეუძლია, პირველ რიგში, ბირთვული იარაღის შემუშავების სასარგებლოდ მოძრაობის წახალისება გამოიწვიოს და არა მხოლოდ ირანში. ასეთი მოძრაობა მაშინვე გაჩნდება ირანის ისლამური რესპუბლიკის მეზობელ არაბულ ქვეყნებში. ატომური იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ომის დაწყების, ერთი შეხედვით, პარადოქსულმა, გამოცხადებულმა კეთილშობილურმა მიზანმა, შეიძლება, სრულიად საპირისპირო ტენდენციები წაახალისოს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ილია წულაია აცხადებს, რომ ​ომანიდან კერძო თვითმფრინავით 122 მოქალაქე საქართველოსკენ უკვე გამოემგზავრა

ბიზნესმენი, კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამო გამომგზავრებას ვერ ახერხებდნენ, კერძო რეისით საქართველოსკენ უკვე გამოემგზავრნენ. ამის შესახებ წულაია სოციალურ ქსელში წერს.„60-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ!მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს, ლაშა კვაჭაძეს, ლევან ფხაკაძეს, კახა დევაძეს, კახა კობაივანოვს, ბაჩო საბანაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილს და უტა მაზიაშვილს, ვისთან ერთადაც შევუკვეთეთ კერძო რეისი და ვბრუნდებით ჩვენს საყვარელ სამშობლოში.ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღმოჩენილი დახმარებისთვის, რის გარეშეც ომანში კერძო თვითმფრინავის მიღებას ვერ მოვახერხებდით.მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა რეგიონს და მშვიდობა ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც ამ რეგიონშია ჩარჩენილი! მალე ყველას საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ!“, – წერს ილია წულაია.

ბოლო სიახლეები