2026 წლის ივლისში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს წიწაკა, საზამთრო და გაზეთი.
წიწაკა -58.5%;საზამთრო – 56.2%;გაზეთი – 41%;დიზელის საწვავი – 36.4%;ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 36%;მსხალი – 35%;კიტრი – 35%;

