7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.
პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლისას ჟურნალისტებს უთხრა: „პირობას გაძლევთ, ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ დღესაც, ხვალაც… პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, ისეთი საინტერესო პერიოდი არ გქონიათ, რაც წინ გელოდებათ“.