დღეს ცნობილი კომპოზიტორი, მარიკა კვალიაშვილი დაიბადა.
კომპოზიტორი და პედაგოგი მარიკა კვალიაშვილი დაიბადა 1937 წლის 7 მაისს თბილისში. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო).
1961-2006წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები); საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე; დააარსა პროექტი: „ქართული სიმღერის პროპაგანდა“, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას;
თხზულებებიდან გამოირჩევა: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: „იანვარიც მოირთვება“, ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები;
2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; იგი ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილია.
მარიკა კვალიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქეა, არის წლის საუკეთესო კომპოზიტორი საესტრადო სიმღერებისთვის; ღირსების ორდენის კავალერი; წლის საუკეთესო პედაგოგი.