სამშაბათი, მაისი 6, 2025

“6 წლის წინ იმავე ადგილას მოხდა ავარია, სადაც ვატო გარდაიცვალა… დღეს გარდაცვლილი ბიჭი მისი მეგობარია” – რას წერენ ხობის ავარიაზე

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ლა­დიდ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად ერთი პირი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი და­შავ­და.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერ­თმა­ნეთს დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი შე­ე­ჯა­ხა.შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, დის­ტრი­ბუ­ცი­ის მან­ქა­ნის მძღო­ლი, 22 წლის ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მისი 10 წლის ძმა და­შავ­და.

და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ფო­თის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა და მას ახლა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნია. ის ქუ­თა­ი­სი­დან იყო. მას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ ავა­რი­ას შე­ეს­წრო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“დღეს დი­ლის სა­ა­თებ­ში გავ­ხდი შემ­სწრე ჭა­ლა­დიდ­ში სა­ში­ნე­ლი ავა­რი­ის, რამ­დე­ნი­მე წუ­თის მომ­ხდა­რი იყო რომ მი­ვე­დი, სა­დაც დამ­ხვდა მან­ქა­ნა­ში 23 წლის ბიჭი გარ­დაც­ვლი­ლი რა თქმა უნდა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე და ვი­კი­თხე რაგ­ვა­რია იყო სა­და­უ­რი მი­თხრეს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიო მერე ავა­რი­დე თავი ამ სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ას და წა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე.

რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვხე­დავ პოსტს სა­დაც ჩემი მე­გო­ბა­რი აზი­ა­რებს გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდა ბიჭ­ზე და ვი­დე­ო­ში ვი­ცა­ნი, რომ ეგ ბიჭი იყო ის ვინც ამ დი­ლით ჭა­ლა­დი­დის გზა­ზე და­ი­ღუ­პა. და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის წინ იმა­ვე ად­გი­ლას მოხ­და ავა­რია სა­დაც ვატო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და რამ­დე­ნი­მე თვე­ში მის­მა სა­ცო­ლემ ჩემ­მა მე­გობ­რის დამ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე, თურ­მე ეს ბიჭი ვინც დღეს გარ­და­იც­ვა­ლა ამა­თი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო, ამათ­თან ერ­თად გაზ­რდი­ლი.

ვა­ტოს მოგ­ვა­რე აღ­მოჩ­ნდა, რომ ახლა სა­მი­ვე ვინც ამ ვი­დე­ო­ში ერ­თად ცეკ­ვა­ვენ, არი­ან სა­სუ­ფე­ველ­ში. უფალ­მა გამ­ძლე­ო­ბა მის­ცეს მის მშობ­ლებს და მის ოჯახს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის ეს სა­ში­ნე­ლი კად­რი რაც დღეს ვნა­ხე. სოფო გი­სამ­ძიმ­რებ ჩემო კარ­გო გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებ” – წერს დღე­ვან­დე­ლი ავა­რი­ის შემ­სწრე ჯაბა თო­ლორ­და­ვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ვიღაცამ შექმნა ჩემი სურათი პაპის სამოსში და ინტერნეტში გაავრცელა, მე არაფერი მქონდა ამასთან საერთო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არაფერი აქვს საერთო რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებულ ფოტოსთან. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოს შესახებ გასულ საღამოს შეიტყო.„მე არაფერი მქონდა ამასთან საერთო. ვიღაცამ შექმნა ჩემი სურათი პაპის სამოსში და ეს ინტერნეტში გაავრცელა. ეს არ გამიკეთებია მე. არ ვიცი, საიდან წამოვიდა. შესაძლოა, ეს იყო ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. უბრალოდ, გუშინ საღამოს ვნახე. სინამდვილეში, ჩემს მეუღლეს ეს სასაცილოდ მოეჩვენა. მან თქვა, რა ლამაზია, არა?“ – განაცხადა ტრამპმა.ამერიკის ლიდერმა ასევე ხუმრობით უთხრა ჟურნალისტებს, რომ პაპად ყოფნის შემთხვევაში ვერ შექმნიდა ოჯახს.„ეს ძალიან ბევრი იქნებოდა. რამდენადაც ვიცი, პაპები არ არიან დაოჯახებული, არა? არა – იმის მიხედვით, რაც ვიცით. არა“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.შეგახსენებთ, რომ „თრუს სოშიალზე“ პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტო თავად ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ანგარიშზე დაიდო. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ტრამპი კათოლიკეების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა. მოგვიანებით ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკას რომის პაპის ფოტოსთან დაკავშირებით. „როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ, რამაც ათასობით ჩემი თანამემამულე იმსხვერპლა“, – დაწერა ვენსმა.

გიორგი ვაშაძე – „მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე, ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს

„მეგობარი აქტი“ არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე, ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.მისი თქმით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან.„მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის!მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს „მეგობარი აქტი”.ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი. საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას.წარმოუდგენელი რამ მოხდა – 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს.ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა და დღეს ასეთი საკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება.ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება „ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს.ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში. უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად, რათა ეს წარმატება გადაიქცეს საერთო დიდ გამარჯვებად.ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ყველაზე მთავარი წინ არის!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 100-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა ან გაუვნებელყო, მუშაობა შეაფერხეს მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 100-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა ან გაუვნებელყო. მანამდე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 19 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი აპარატის ნამტვრევები რუსეთის დედაქალაქში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.რუსეთის რეგიონებზე დრონებით იერიშის გამო დროებით მუშაობა შეაფერხეს მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებმა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 32 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდეს ბრიანსკის ოლქის თავზე, 22 – ვორონეჟის, ათი – პენზის. ასევე, დრონები გაანადგურეს კალუგის, ბელგოროდის, ლიპეცკის, სამარის, კურსკის, როსტოვისა და ვლადიმირის ოლქებში.

დირიჟორი და პიანისტი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა

დირიჟორი, ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა - სამწუხარო ინფორმაციას თამარ ივერი ავრცელებს."ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა.დაგვტოვა ჩვენმა საყვარელმა ვატომ.ჩემი პირველი,წარმატებული გამოსვლა ჯ.ვერდის “ოტელო”ში პაატა ბურჭულაძის “ბრავო”ს ფესტივალზე მას უკავშირდება და მას მერე ის მუდამ ჩემს დიდ მეგობრად და გულშემატკივრად დარჩა.მას შემდეგ კვლავაც ბევრჯერ ვითანამშრომლეთ კონცერტებზე და მისი უზადო ერუდიცია,გარეგნული და შინაგანი სილამაზე,არისტოკრატულობა და დახვეწილობა მართლაც განუმეორებელი იყო.ძალიან დამაკლდები მაესტრო.ვერც ვიჯერებ რომ თქვენზე უკვე წარსულში უნდა ვისაუბრო.მუდამ გსნსაკუთრებული დითბოთი მემახსოვრებით.გენიოსი მამის ღირსეული შვილი"-წერს თამარ ივერი.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.კანონპროექტის მომხრე 349 კონგრესმენი იყო, მათგან 168 რესპუბლიკელი, ხოლო 181 დემოკრატი. წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, ხოლო 42-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:„დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ;მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას;გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით;გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში;მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.„მეგობარი აქტის“ განხილვაზე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი, დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან ჯონი ოშესკი, დემოკრატი კონგრესმენი ტენესიდან სტივ კოენი, რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი და რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოდან უორენ დევიდსონი.მანამდე, მიმდინარე წლის 27 მარტს დოკუმენტს მხარი დაუჭირა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. აქტი გასულ წელს კონგრესმენმა, ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან, კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან და კონგრესმენ მარკ უიზისთან ერთად.წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტი სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ორივე პალატაში მხარდაჭერის შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად.

ბოლო სიახლეები