როლზე. პრემიერის შემდეგ ახალი წლის პერიოდი ახლოვდებოდა და ბატონი რობერტი იწყებდა სპექტაკლს „სალამურას“ და ასე მოვხვდი მასთან.
– პირველი სიყვარული თეატრალურ ინსტიტუტში მოვიდა?
– პირველი სიყვარული სტუდენტობის დროს არ ყოფილა. არადა მქონდა სურვილი მყოლოდა შეყვარებული მსახიობი გოგონა, მაგრამ იმის მიუხედავად რომ ლამაზი გოგოები სწავლობდნენ ასე არ მოხდა. პირველი სიყვარული იყო ბაღში, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს ის გოგო.
– ვიცი, რომ ნათესავები და ახლობლები ბევრს დარდობენ თქვენს დაოჯახებაზე?
– ხშირად მეკითხებიან დაოჯახებაზე, როცა ვხვდები რომ დაოჯახებაზე უნდა მკითხონ, ვამბობ 52 წლამდე მაქვს ვადა, რადგან ბაბუაჩემმა 52 წლის ასაკში შეირთო ევგენია ლაბაძე რომელთანაც 5 ვაჟი შეეძინა-მეთქი და მეუბნებიან გაჩერდი ახლა მაშინ სხვა დრო იყოო., მამიდაჩემი მეუბნება შენ მამიდა რამე ხო არ გჭირს ცოლი რო არ მოგყავსო. 39 წლის ასაკში ცოლი რომ არ მყავს ვერ ვხვდები რატომ არის დაგვიანებული.
– არასდროს გიფიქრიათ დაოჯახებაზე?
– მქონდა რაღაც ურთიერთობები, მაგრამ ქორწილამდე არ მივიდა არცერთი. რა იყო ამის მიზეზი არ ვიცი. ერთხელ დავასრულე ურთიერთობა ჩემი გადაწყვეტილებით და ახლა როცა ვფიქრობ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. ოჯახი რომ შემექნა მერე უფრო რთული იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება. ცხოვრება არის იმერელი ქალივით – ბებიაჩემივით. განცდებში ხარ, ხან მოწყენილი ხარ, ხან დასვენება გინდა, ხან ის და ხან ეს. ბებიაჩემს ას წელს მიღწეული ნათესავი გარდაეცვალა და იმის პანაშვიდზე მყავდა წაყვანილი, მეც იქვე ვიყავი და ტირის ბებიაჩემი, ვიცი, ვიცი ას წელს მიღწეული ხარ მაგრამ მენანებოდი მაინცო და ამ დროს ახალგაზრდა გოგო მოვიდა პანაშვიდზე. მესმის ბებიაჩემის ხმა – დედა, დედა, კახა ბებია გაახილე თვალები რა კაი გოგოაო. ვისი იყო ეს გოგო ხო არ იცითო იქვე იკითხა და უთხრეს ბუღალტერის გოგოაო და მეძახის ბებიაჩემი კახა ბებია ჩაეხუტე არ გაუშვა ეს გოგოო.
ვრცლად, ნახეთ, ვიდეო: