ბათუმში, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში”დავით და მარიამ გოგოლიშვილები 15 მარტს დაიბადნენ. ინფორმაციას, კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დავითის წონა დაბადებისას 2,340 კგ-ს და 45 სმ-ს შეადგენდა, ხოლო მარიამის 2,445 კგ-ს და 45 სმ-ს.
ახალშობილები საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდნენ. ქირურგიული ოპერაცია მეან-გინეკოლოგებმა, ჯუმბერ უნგიაძემ და ირინა ნიკურაძემ ჩაატარეს.
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ულოცავს მშობლებს დავითის და მარიამის დაბადებას და ბედნიერ თანაცხოვრებას უსურვებს შვილებთან ერთად“,-აცხადებენ „მედინაში“.