ორშაბათი, ივლისი 13, 2026

5 არასწორი მოსაზრება, რომელიც დაბერების შესახებ არსებობს

დღეს 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის იმაზე მეტ პროცენტს შეადგენს, ვიდრე ოდესმე. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ფონზე, დაბერების პროცესის შესახებ წარმოდგენები, ხშირად მცდარია. 5 ყველაზე გავრცელებულ არასწორ შეხედულებაზე დაბერების შესახებ სტატიას ავსტრალიური გამოცემა The Conversation-ი აქვეყნებს.

სექსუალური აქტივობა მცირდება

ასაკის მატებასთან ერთად ჰორმონალური დონე იცვლება, მაგრამ ეს აუცილებლად არ აისახება ლიბიდოზე. სინამდვილეში მენოპაუზის შემდეგ ქალებში ლიბიდოს მატებაც შეიმჩნევა. მისი დაქვეითება ასაკში შეიძლება გამოიწვიოს დაავადებებმა, როგორებიცაა დიაბეტი და გულის პრობლემები, ასევე წამლების უკუჩვენებებმა, უიღბლო ცოლქმრულმა ურთიერთობამ და მოწყენილობამ.

როგორც წესი, ასაკში სექსის სიხშირეს სექსუალური პარტნიორის არსებობა განსაზღვრავს. რადგან ბევრი ქალი ცოლად ასაკით უფროსს კაცს მიჰყვება, ხოლო კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი ნაკლებია, ასაკოვანი ქალები არ ცხოვრობენ სექსუალური ცხოვრებით უფრო იმიტომ, რომ ქვრივები ხდებიან. ანუ ლიბიდოზე და სექსუალურ აქტოვობაზე არა ასაკი, არამედ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი გარემოებები მოქმედებს და სექსუალური სურვილის დაქვეითება ხშირად დაკავშირებულია ამ გარემოებებთან და არა ორგანიზმში ფიზიკურ ცვლილებებთან.

ასაკის გამო ტვინი ცუდად ფუნქციონირებს

როდესაც ადამიანი ბერდება ნეირონები სხვაგვარად მუშაობს და შეიძლება რაღაცის დამახსოვრება უფრო უჭირდეს. მაგრამ, როგორც სექსის შემთხვევაშია, ეს უნარები ძალიან არის დამოკიდებული სოციალურ გარემოებებზე. მაგალითად, გონებრივი შესაძლებლობები მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ ურთიერთობებთან, ასევე ფიზიკურ და გონებრივ აქტივობასთან. რადგან ადამიანს სოციალური გარემოებების შეცვლა შეუძლია, მას შეუძლია ასევე გონებაზე დაბერებით გამოწვეული ფიზიკური ეფექტების კომპენსირებაც.

ზოგადად, ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანების გონებრივი შესაძლებლობები. ამ მოსაზრებას ხშირად არასწორი დასკვნები მოსდევს. დაბერებასთან ერთად, ადამიანს შეუძლია სხვაგვარად და სხვა სიჩქარით იფიქროს, მაგრამ ამის გამო მისი ფიქრი არ ხდება ნაკლებად ღრმა, შემოქმედებითი და გააზრებული.

ადამიანი უფრო კონსერვატიული ხდება

60 წლის ადამიანი შეიძლება უფრო ლიბეალური იყოს, ვიდრე 80-ის, მაგრამ უფრო კონსერვატიული, ვიდრე 40 წლის. ამის გამო ადამიანებმა შეიძლება დაასკვნან, რომ რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო კონსერვატიულია ის. მაგრამ ის შეცდება თუ ივარაუდებს, რომ დასაწყისში ყველას ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა.

100 წლის ქალს, რომელიც 1918 წელს დაიბადა, თავისი პოლიტიკური შეხედულებები აბსოლუტურად განსხვავებულ დროს ჩამოუყალიბდა. ის რაც ლიბერალური იყო 1940 წელს, დღეს კონსერვატიულად მიიჩნევა (შეიცვალა რასობრივი ურთიერთობები, ფემინიზმი, სექსუალური ნორმები). ამიტომ ჩანს, რომ 100 წლის ქალის პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება ნაკლებად კონსერვატიული იყოს თავის წინამორბედებთან შედარებით, მაგრამ უფრო კონსერვატიული ვიდრე მის შვილებს და შვილიშვილებს აქვთ, რომლებიც სხვა ეპოქებში დაიბადნენ.

აშშ-ში შეისწავლეს 30 წელზე უფროსი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები და აღმოჩნდა, რომ ასაკოვან ადამიანებს შორის შეხედულებების შეცვლა ისეთივე გავრცელებულია, როგორც ახალგაზრებში.

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ნაკლებად ბედნიერია

ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციოლოგებმა გაარკვიეს, რომ ბედნიერების განცდა უფრო ღრმაა ადამიანებში 30 და 40 წლებს შორის, და ზოგადად, ბედნიერების დონე ასაკთან ერთად სულ უფრო იზრდება, თუ სხვა ფაქტორებს არ გავითვალისწინებთ. მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდები მუდმივად სტრესულ სიტუაციებში ხვდებიან, მაგალითად სამსახურის დაკარგვა, ხელფასის შემცირება. პენსიონრები კი ამისგან დაცულები არიან. მეორეც, ადამიანს ასაკი რაც უფრო ემატება, ის მით უფრო კონცენტრირდება კარგ მოგონებებზე და უკეთ აკონტროლებს თავის ემოციებს.

იმუნური სისტემა სუსტდება

ზოგადად ასეა, მაგრამ მოხუცების იმუნური სისტემა შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. 100 წლის ქალი, რომელიც 11 წლისა დიდი დეპრესიის დროს ცხოვრობდა და ბავშვობის წლები ფინანსური და ეკონომიკური არასტაბილურობის ეპოქაში გაატარა, სავარაუდოდ ცუდად იკვებებოდა, რაც დიდი ალბათობით მის იმუნურ სისტემაზე აისახა. არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ცუდი კვება იმუნიტეტს ასუსტებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების და მოხუცების შემთხვევაში. ამიტომ ამ 100 წლის ქალს, ზრდასრულ ასაკშიც რომ ცუდი კვება ჰქონოდა, მის იმუნურ სისტემას ორმაგი ზიანი მიდგებოდა.

იმავდროულად, მას გაციების ნაკლები შანსი აქვს, რადგან ორგანიზმი იმუნიტეტს ზოგიერთი ვისურისის მიმართ, წლობით გამოიმუშავებს, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების განმავლობაშიც. დროსთან ერთად ადამიანი უფრო ძლიერი ხდება ვირუსების დიდი ნაწილის წინააღმდეგ, ანუ რაც უფრო დიდია ის, მით ნაკლები ვირუსი უქმნის მას საფრთხეს. თუმცა გასათვალისწინებელია ახალი ვირუსების გაჩენის ფაქტიც. მოკლედ, ყველაფერი ადამიანის გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს აყალიბებს მის სიბერეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემაში "კოტcast" საუბრობს, რატომ შეიძლება, ყინული ეპიდაფეთქების წყარო გახდეს და რატომ ჯობს, ზაფხულში დიდი ხნით ადრე მომზადებულ სალათებს მოვერიდოთ:- ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ, ჯობია ყინულს მოვერიდოთ. მაგალითად, როდესაც სასმელს ვუკვეთთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია, მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ, რადგან არავინ იცის, თუ რა წყლისგან არის ეს ყინული დამზადებული. ყინულთან ასოცირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები კი ძალიან ბევრი და ხშირია. ​გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევეხოთ სალათებს და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში, რესტორნებშიც კი, აჯობებს, ჯანსაღი კვება დროებით გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა ახლად მომზადებულ კერძებს მივანიჭოთ. აჯობებს, საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია.

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის – სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან – მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ცნობილი გახდა, რა ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებენ ქართველი მოჭიდავეები, რომლებმაც RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს.ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული გამარჯვებული სპორტსმენი 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულებს 200 000 გადაეცემათ.ტურნირზე გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს.რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, ვლადიმერ გამყრელიძე საჩემპიონო შეხვედრაში ამერიკელ კაილ დეიკთან 0:2 დამარცხდა.

„სრულიად საქართველოს ეხება!“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 6 ივლისით თარიღდება.„იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არამარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წყლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ. სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში,“ - წერს ეზოტერიკოსი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის­ როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება.მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები