პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება:

დამლოცე უფალო!

წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების..

უფალო შემიწყალე!

ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული.

დიდება უფალს!

ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ.

დამეხმარე, უფალო!

კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ.

მადლობა უფალო!

გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯეი დი ვენსი – ე.წ. შათდაუნი მადლიერების დღემდე თუ გაგრძელდება, ეს, შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფა იყოს

ე.წ. შათდაუნი მადლიერების დღემდე თუ გაგრძელდება, ეს, შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.„ეს, შეიძლება, კატასტროფა იყოს. მართლაც შეიძლება, იყოს, რადგან ამ ეტაპზე ადამიანები სამ ხელფასს გამოტოვებენ, ოთხ ხელფასს გამოტოვებენ. რამდენი მათგანი არ გამოცხადდება სამსახურში? ამ ადამიანების ნახევარი სამსახურში არ გამოცხადდება, არა იმიტომ, რომ ისინი არ არიან შრომისმოყვარეები ან კარგი ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა სამსახურის პოვნა მოუწევთ ოჯახების გამოსაკვებად. რა მოხდება, როდესაც უსაფრთხოების შემოწმებისთვის რიგები იქნება, რა მოხდება, როდესაც ხალხს ოთხი საათი მოუწევს რიგში დგომა, როდესაც პილოტები სამსახურში არ გამოცხადდებიან? ეს გამოიწვევს უზარმაზარ შეფერხებებს.ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა მადლიერების დღეს სახლში დაბრუნება შეძლოს. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა საქმიანი ვიზიტებით იმოგზაუროს. გვინდა, რომ ავიაციის ინდუსტრია ამოქმედდეს. ის ვერ იმუშავებს, თუ დემოკრატები მთავრობას ხელახლა არ გახსნიან. თუ ასე გაგრძელდა, შეფერხებები მიაღწევს იმ წერტილს, სადაც ამერიკელი ხალხისთვის ფრენა ძალიან, ძალიან გართულდება“, – განაცხადა ვენსმა.მისივე თქმით, ბევრი ამერიკელი დაიღალა პარტიული დაპირისპირებით.„ბევრ ამერიკელს ვაშინგტონში პარტიული დაპირისპირება ყელში ამოუვიდა. დამიჯერეთ, ცხრა თვეა, ამ თანამდებობაზე ვარ და მეც დავიღალე პარტიული დაპირისპირებით ვაშინგტონში, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან მარტივია. შეგვიძლია, ყველა პოლიტიკური უთანხმოებაზე ვისაუბროთ, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, შეგვიძლია, არ შევთანხმდეთ, შეგვიძლია, ხელი ჩამოვართვათ და კომპრომისზე წავიდეთ ზოგიერთ საკითხზე, იმედია. მაგრამ ეს არის ის, რაზეც ყველა ამერიკელი – დემოკრატი თუ რესპუბლიკელი უნდა შეთანხმდეს. გახსენით მთავრობა, შეაჩერეთ ეს სიგიჟე და გახსენით მთავრობა. ეს ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს“,- განაცხადა ვენსმა.ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს:,,ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება. სერვისი ხელმისაწვდომია შემდეგ დაწესებულებებში:https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128მაღალი აქტივობის გამო, მათთვის ვინც ვერ ახერხებს სამუშაო დღეებში ვაქცინაციას, შეგიძლიათ მიმართოთ შაბათობით შემდეგ დაწესებულებებს მითითებულ საათებში:https://ncdc.ge/#/pages/file/ff45f3ab-8155-426a-b3f3-1971512086e7დამატებითი ინფორმაციისათვუს დაგვიკავშირდით 116 006#NCDC"

აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7 500-მდე შეამცირებს

აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7500-მდე შეამცირებს.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრიორიტეტი სამხრეთ აფრიკელებს მიენიჭებათ.როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი ლიმიტია.განცხადებაში შემცირების მიზეზი არ არის დასახელებული, თუმცა ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „გამართლებულია ჰუმანიტარული მიზეზების ან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შეაჩერა თავშესაფრების მაძიებელთა მიღების პროგრამა (USRAP).

მოსალოდნელია ყინვა – ნოემბრის ამინდის პროგნოზი

კლიმატური მონაცემებით ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-8◦-ით ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში და 4-6◦-ით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. თვის საშუალო ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მერყეობს +10, +13◦, ქართლში, კახეთში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +5, +9◦, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +1, +6◦, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 2 გრადუს ყინვასა და 2 გრადუს სითბოს შორის.ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30◦, მთაში +21, +26◦, მაღალმთიან რაიონებში +15, +20◦-ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა ყველგან უარყოფითია. მისი მნიშვნელობა სუბტროპიკულ ზონაში -4, -9, შიდა ქართლში -18, -21, შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -20, -25, ქვემო ქართლსა და კახეთში -8, -12, მთიან ზონაში -10, -15 გრადუსია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ 3 დღეს აღინიშნება. ქართლსა და კახეთში ყინვიანია 8-13 დღე.ოქტომბერთან შედარებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მცირდება. ამ თვეშიც ყველაზე ნალექიანი აჭარის სანაპირო ზოლია, სადაც თვის განმავლობაში საშუალოდ 250-300 მმ ნალექი მოდის. ნოემბერში დასავლეთსაქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ზემო სვანეთი,  ზემო იმერეთი და რაჭა გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა 70-110 მმ-ს არ აღემატება. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ნოემბერში 130-230 მმ ნალექი მოდის.აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები 100 მმ-ის ფარგლებში მხოლოდ კავკასიონის მაღალმთიან  ნაწილში მოდის. სხვაგან მოსული ნალექების რაოდენობა 30-60 მმ-ს შეადგენს.ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში 140-190 მმ-ია, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში _ 140-190 მმ, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო რაიონებში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან და15-20 მმ-ს გვალვიან წლებში. ქართლის ვაკეზე წვიმიან წლებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-200, გვალვიან წლებში 1-5 მმ-ია.დასავლეთ საქართველოშავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +13◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +22, +25◦- მდე.ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +12◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +1, -2◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +25◦- მდე.ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +9◦(მაღალმთიან რაიონებში  +2, +4◦)რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3, -6◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში -9, -12◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +23◦- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +15, +18◦-მდე).ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.აღმოსავლეთ საქართველოქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +9◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -3, -6◦-მდე, ქვემო ქართლში  0, -3◦-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +19*, +22◦- მდე.ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +8◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  -1, -4◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +18, +21◦- მდე.ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +4, +6◦ (მაღალმთიან რაიონებში  +2, +3◦)  რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -6, -9◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -14, -17◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +15, +18◦- მდე (მაღალმთიან რაიონებში +12, +15◦-მდე).ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს:...

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.ციხიდან გავრცელებულ წერილში ჯაფარიძე წერს, რომ უშუალოდ "კოალიცია ცვლილების" აკრძალვით ერთობა აკრძალეს, ამით კი მისი თქმით, ხელისუფლებამ აჩვენა რისი ეშინიათ - ძალების კონსოლიდაციის.ჯაფარიძის განმარტებით, რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გაერთიანდნენ კოალიციის წევრები, იმ პარტიასაც აკრძალავენ.ჯაფარიძე, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს აქციებში ხედავს - ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება. რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!".“ვნახოთ, რა იქნება საკონსტიტუციოში” არის სისულელე. ამას ვინც ამბობთ, გამოდის, რომ უშვებთ საკონსტიტუციომ რუსების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ ვერ აცნობიერებთ ჯერ კიდევ სად ვცხოვრობთ, რა რეალობაში.აქვე ბარემ, რადგან საკონსტიტუციოზეა საუბარი, "ლელოს" სარჩელი და სამართლებრივი გზების ცდა და ამ მხრივ ყველა რესურსის ამოწურვა - სწორია, მაგრამ ეს არის ტექნიკური ამბავი და ამის წარმოჩენა ისე, თითქოს ახლა მანდ გადის ბრძოლის მთავარი ხაზი, არის ტყუილი. აღარ არის ასეთების დრო.“ვერ გაბედეს ინდივიდუალურად აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა, რადგან კონსტიტუცია არ იძლევა ამის შესაძლებლობას” - ასევე არის სისულელე.თუ კიდევ გჯერათ, რომ ამათ აღელვებთ რა წერია კონსტიტუციაში, ან რას იტყვის ვენეციის კომისია ან სტრასბურგი, ე.ი ვერ ხვდებით სად ხართ უკვე. ამ გზით არ წავიდნენ იმის გამო, რომ დაიტოვეს უფრო დისკრეცია და ეს გასაგებად ახსნა სულ, რომ აწყვეტილი აქვს ღილი იმ ზებრამ.ჩვენი კოალიციის აკრძალვაზე - სინამდვილეში აკრძალეს ჩვენი ერთობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ზუსტად რისი ეშინიათ რუსებს - ძალების კონსოლიდაციის.2024-ში "დროას", რომ ჰქონდა ნომერი - 1, ჩვენი კოალიცია დიდი ალბათობით "დროას" ბაზაზე გაკეთდებოდა.ამიტომ, მნიშვნელოვანი არ არის აკრძალული კოალიციის სახელწოდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობა აკრძალეს. რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გავერთიანდეთ, იმ პარტიასაც აკრძალავენ.ერთადერთი წინასაარჩევნო კოალიცია ვართ, რომელიც არ დავშლილვართ.რუსებმა გვითხრეს 2 რამე: ა. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას - ავკრძალავთ; ბ. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ არ აღიარებს ჩვენს მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგებს - ავკრძალავთ.თუ დავწურავთ, ეს ორი იყო მთავარი მესიჯი. ანუ ეშინიათ ძალების კონსოლიდაციის და კონსოლიდირებულად შიდა ლეგიტიმაციის ვერ მიღების. დაახლოებით იმის, რაც ახლა სჭირთ. ამის გააზრებაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვესმოდეს, რა არის გასაკეთებელი.ზედა ორი გზავნილით კრემლმა ასევე განსაზღვრა, რა შემთხვევაში დატოვებს პოლიტიკურ ძალას ლეგალურ თამაშში:ა. ისე უნდა მიიღო ცირკში მონაწილეობა, რომ საფრთხე არ შეუქმნა რუსულ ხელისუფლებას; ბ. არ უნდა თქვა, რომ ცირკია.თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებ, გექნება 10,000 ლარიანი ხელფასი, კაბინეტი, მივლინებები, მანქანა, პარტიული დაფინანსება და შენს ოჯახის წევრს რამდენიმე ტენდერსაც გადმოუგდებენ.ანუ უნდა იყო რუსების "ჩმორი" ... ყველა ასეთი გამოჩნდება. არაფერი დაიმალება.“დაკავშირებული პირების” ხსენება ნიშნავს, რომ სულ რომ პოლიტიკასთან არ ჩაუვლია ისეთმა ხალხმაც რომ შექმნან ახალი პარტია, ამ პარტიის სიაში თუ იპოვეს თუნდაც 1 ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რომელიმე ანტისამთავრობო აქციაში, ამ პარტიასაც აკრძალავენ (თუ საფრთხე დაინახეს). აი ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ისმის კაი ხანია, ჩემი აზრით, სასაცილო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი პარტიაა საჭირო. კრემლის გათვლაც ამაზეა, რომ ახლა ვიღაცებმა დაიწყონ ახალი პარტიების კეთება, იმის იმედად, რომ ძლიერი მოთამაშეები აკრძალეს, მერე მათ ხარჯზე ლეგიტიმაციის მიღება და მერე, თუ ვინმე მართლა მოძლიერდა (რისი შანსიც მიზერულია), იმათი აკრძალვაც. დროს მოიგებენ ასე. ჩვენ დროს დავკარგავთ.და ბოლოს - არაფერი მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არ ხდება. დიდი ხანია ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ.ქუჩა არის ერთადერთი ბრძოლის ხაზი, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის ამ რეჟიმს.ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!“, - წერს ჯაფარიძე წერილში.

ბოლო სიახლეები