კვირა, იანვარი 19, 2025

5 ქართველი ქალი, რომელთა სილამაზე აღარ განმეორდება

ქალის სილამაზე არც სახის ფორმაშია, არც ტანსაცმელში და არც ვარცხნილობაში. ნამდვილი ქალური სილამაზე სულში აისახება. ის მჟღავნდება მაშინ, როდესაც ქალი თავის სიყვარულს ჩუქნის… ქალის სილამაზე წლიდან-წლამდე იზრდება“ .

ადამიანისთვის  სილამაზე  შეიძლება იყოს  ლამაზი ბუნება, პიროვნების  როგორც ვიზუალი ასევე მისი თვისებები,   პატარა ლამაზი დეტალები, რომელიც  შეიძლება  რამის  შემადგენელი ნაწილი იყოს  და მთლიანობაში შენთვის  სილამაზეს ქმნიდეს. წარმოგიდგენთ ქართული კინოს ულამაზესი წარმომადგენლების სიას, რომელთა სილამაზე აღარ განმეორდება:

ლეილა ყიფიანი

leila

საკმარისია, ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან “მე ვხედავ მზეს”, ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება.ის ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კანდიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა.

კირა ანდრონიკაშვილი

kira

 

კირა ანდრონიკაშვილი გამორჩეულია არა მხოლოდ ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით, არამედ დაუვიწყარი სილამაზითაც, რომელმაც თაობების აღფრთოვანება გამოიწვია. მისი სილამაზის საიდუმლო არა მხოლოდ ფიზიკურ გარეგნობაში, არამედ შინაგან კულტურასა და ბუნებრივ შარმშია. მისი სილამაზე უფრო ბუნებრივზე დაფუძნებული ჩანდა და ხაზს უსვამს მის ნამდვილობას. ესაა ხასიათის და გარეგნობის ჰარმონიული შერწყმა.

 

მისი განათლება, დახვეწილი მანერები და ინტელექტი ბევრ ადამიანს დღემდე აჯადოებს. ეს მის გარეგნობას კიდევ უფრო ელეგანტურს ხდის. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში. მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”; ძაბული, ფილმიდან “მთვარის მოტაცება” და მრავალი სხვა.

თათული დოლიძე

tatuli

თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე, რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომლებშიც მეუღლესთან – ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე.

თათული დოლიძე, როგორც ქართული კულტურის გამორჩეული ფიგურა, ხშირად აღიარებულია თავისი ელეგანტური სილამაზითა და დახვეწილი ხასიათით. მისი გარეგნობა ყოველთვის გამოირჩეოდა ბუნებრიობით, რაც ავთენტურობას და სინაზეს აძლიერებდა.  თათულის შინაგანი კულტურა, სულიერება და გამორჩეული ხასიათი მის გარეგნობაში ასხივებდა და სილამაზეს ხაზს უსვამდა. თათული ყოველთვის გამოირჩეოდა კლასიკური და ელეგანტური ჩაცმის სტილით, რაც მის იერს კიდევ უფრო დამახსოვრებად ხდიდა. ადამიანები, რომლებიც მასთან კონტაქტში იყვნენ, ხშირად აღნიშნავდნენ მის შთამბეჭდავ ენერგიასა და აურას, რაც გარეგნობასთან ერთად ამძაფრებდა მის მიმზიდველობას.

ლიკა ქავჟარაძე

lika

რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ქა­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ლა­მა­ზე­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, უპირ­ვე­ლე­სად იხ­სე­ნე­ბენ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს… ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი რიტ­მით მი­დის, არა­ფერს გვი­თან­ხმებს… მა­რა­დი­ულ მა­რი­ტად ქცე­უ­ლი ლიკა უკვე წლე­ბია აღარ ამ­შვე­ნებს დე­და­მი­წას.

მაკა ასათიანი

maka

მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. მისი პერსონის გარშემო საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. პირადი ცხოვრების გარდა, დიდ ინტერესს მაკას სტილი იმსახურებს – დიზაინერის ჩაცმულობა წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო ლამაზდება და იხვეწება:

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორ ვაკურთხოთ სახლი ნაკურთხი წყლით

მართმადიდებელ ქრისტიანებში სახლის კურთხევის წესი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად. ის განასახიერებს ეკლესიათან კავშირს, ღვთის კურთხევას, ბოროტი ძალებისგან დაცვას. უმეტესად სახლის კურთხევა ხდება მასში საცხოვრებლად გადასვლის დროს, ასევე რემონტის შემდეგ. მღვდელმა ან მოსულმა სტუმრებმა შეიძლება გირჩიოთ სახლის კურთხევა, თუ ოჯახში გყავთ მძიმედ დაავადებული ადამიანი, ოჯახი გაყრის პირასაა, გყავთ პატარა ბავშვები. საჭიროა: ნაკურთხი წყალი, ახალი თასი, ბიბლია, ხატი, კანდელი, სანთლები მართლმადიდებლური ეკლესია მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სახლი ვაკურთხებინოთ მღვდელს. თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მოიწვიეთ მღვდელი ეკლესიიდან. როგორც წესი, ამ წესის შესასრულებლად მამაოები მოდიან საკუთარი კანდელით, ზეთით, სანთლებითა და ნაკურთხი წყლით. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, უკეთესი იქნება თუ მღვდლის მოსვლამდე მოიმარაგებთ სანთლებსა და ნაკურთხ წყალს. სანთლების შეძენა ყოველთვის შეგიძლიათ საეკლესიო მაღაზიაში. წყლის კურთხევა ხდება წელიწადში ერთხელ, ნათლისღების დღესასწაულზე. როგორც წესი, ნაკურთხი წყლის მარაგი სახლში აქვთ ეკლესიურ მორწმუნეებს, დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ. თუ თქვენ არ გაქვთ სახლის კურთხევაზე მოძღვრის მოწვევის საშუალება, ეკლესია უშვებს იმას, რომ ერისკაცმა თავად ჩაატაროს ეს წესი. მის შესრულებამდე სასურველია კურთხევა აიღოთ საკუთარი სულიერი მოძღვრისგან, მისი არ ყოლის შემთხვევაში ეკლესიის მღვდლისგან. შეავსეთ თასი (სასურველია ახალი) ნაკურთხი წყლით, შეაერთეთ 3 თითი ისე, თითქოს აპირებდეთ პირჯვარის გადაწერას და ჩაჰყავით ისინი თასში. შემდეგ თითების საშუალებით მიასხით წყალი ოთახს, დაიწყეთ ხატების კუთხით და განაგრძეთ საათის ისრის მიმართულებით. საცხოვრებელი აკურთხეთ ლოცვით: " სახელითა მაისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ". თუ თქვენ ზეპირად იცით 90 ფსალმუნი ან მისი ამონარიდები, შეგიძლიათ მისი წარმოთქმაც.

ანტონიუ გუტერეში – ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების გაყვანა აუცილებელია. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ლიბანში ვიზიტის დასასრულს ისაუბრა. „ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგება სამხრეთ ნაწილში შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა გუტერეშმა. ამასთან, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიუ გუტერეშს კითხვა დაუსვეს ღაზაში ზავის შესახებ, რაზეც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია. „პირველი დღიდან ვითხოვდი ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების ღია წვდომას ღაზის მოსახლეობისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ხვალ დავიწყებთ ამ სამი მიზნით – აღარ იქნება ბრძოლები, ჰუმანიტარულ დახმარებას ექნება გაადვილებული წვდომა და დაიწყება მძევლების გათავისუფლება. ნათელია, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია და ეფექტური განაწილებისთვის ბევრი სირთულე რჩება“, – დასძინა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი იტოვებს უფლებას, აშშ-ის მხარდაჭერით განაახლოს ომი ღაზაში, თუ ზავის მეორე ეტაპი უშედეგო აღმოჩნდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი იტოვებს უფლებას, აშშ-ის მხარდაჭერით განაახლოს ომი ღაზაში, თუ ზავის მეორე ეტაპი უშედეგო აღმოჩნდება. ნეთანიაჰუს თქმით, როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისე არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელს საბრძოლო მოქმედებების განახლებაში, შეთანხმების მეორე ფაზის შედეგებიდან გამომდინარე. „შეთანხმება არის ისრაელის თანამშრომლობის შედეგი ბაიდენის ადმინისტრაციასთან და ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან. მისი არჩევისთანავე, პრეზიდენტმა ტრამპი მძევლების გათავისუფლების ვალდებულებას აიღებს. მან დამირეკა, მიესალმა შეთანხმებას და ხაზი გაუსვა, რომ გარიგების პირველი ეტაპი არის დროებითი ზავი. სწორედ ასე თქვა მან: დროებითი ზავი. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ისე პრეზიდენტმა ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელის უფლებას, დაბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებზე, თუ ისრაელი მივა დასკვნამდე, რომ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები უშედეგოა. მე ამას ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება ბრძოლის განახლება, ისრაელი ამას გააკეთებს ახალი მეთოდებითა და ძალით. ცნობისთვის, ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. შეთანხმების შესრულება 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე დაიწყება. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ეს ფაზა ექვს კვირას გაგრძელდება. ისრაელის ძალები ასევე დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება და ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად; მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი მშვიდობის აღდგენას“. ეს ფაზა დაიწყება მე-16 დღეს; მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზას რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს და დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას. ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს სამი მძევალი გათავისუფლდება, შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში კი რეგულარული ინტერვალებით გათავისუფლდება მძევლების მცირე ჯგუფები.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, „ტიკ ტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადაავადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, დიდი ალბათობით, „ტიკ ტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადაავადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა NBC News-თანსატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯერჯერობით „ტიკ ტოკის“ დაბლოკვის შესახებ კანონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. „ვფიქრობ, ეს იქნებოდა ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც განვიხილავთ. 90-დღიანი გადავადება, სავარაუდოდ, განხორციელდება, რადგან ეს მართებულია. ჩვენ ყურადღებით უნდა განვიხილოთ. ეს ძალიან დიდი საკითხია. ამის გაკეთებას თუ გადავწყვეტ, ალბათ ორშაბათს გამოვაცხადებ“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში. ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, ან გაყიდოს იგი, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას. მანამდე, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა, არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ „ტიკ ტოკის“ გენერალური დირექტორი შოუ ზი ჩიუ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. ტრამპმა 17 იანვარს განაცხადა, რომ მან „ტიკ ტოკის“ საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.​​​​​​​​​​​​​​​​

შსს-ს ინფორმაციით, მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.  

ბოლო სიახლეები