ოთხშაბათი, დეკემბერი 31, 2025

“5 დეკემბრიდან იწყება! ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს” – მიხეილ ცაგარელი

დედამიწა 5 რიცხვიდან გადადის პოზიტიურ ენერგოველში, რაც გაზრდის ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის, გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება იგი.

ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ითხოვს ყურადღებას, ორშაბათს, 4 დეკემბერს, სიყვარულის მმართველი პლანეტა გადადის მორიელის ნიშანში, რაც გააძლიერებს ურთიერთობებში ვნებას. ასევე გააძლიერებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ინტუიცია. ასევე გაღვივდება სარკასტული დამოკიდებულებები და პირდაპირობა, ასევე ეჭვიანობა.

6 რიცხვი – პლანეტა ნეპტუნი ასწორებს თავის მოძრაობას, რაც ძალიან კარგია. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენი სურვილები განვახორციელოთ და შესაძლებელი იქნება ახალი სულიერი მოძღვრების პოვნა. გაძლევთ საშუალებას, რომ შემოქმედებითად წარმოაჩინოთ თავი.

კვირის პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი – ეს კვირა კარგია ვერძებისთვის. ჯანმრთელობის მხრივ და ასევე ფსიქოლოგიურად სტაბილურდება ეს ნიშანი, ამიტომ განწყობა და ოპტიმიზმი უმჯობესდება. საქმიანი საშუალებები კარგად შეუძლია წარმოადგინოს. ახალი იდეების, ახალი გეგმების დასახვისთვის კარგი პერიოდია. შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი იდეები პარტნიორებთან, კოლეგებთან.კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, იქნება ეს სტაჟირება უცხოეთში ან რაიმე სხვა საქმიანობა. ყველაზე კარგი თქვენთვის იქნება 7 დეკემბერი, არ ვარგა 4 და 9 დეკემბერი.

კურო – ეს ნიშანი ცოტა მოდუნებულია. პერიოდი არ არის ცუდი, გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობები მაინც არის, კვირის მეორე ნახევრიდან უკეთესია. მეტი შანსებია, უფრო მშვიდად იგრძნობს ეს ნიშანი თავს. ცოტა ცდუნებები მოიმატებს. ზოგჯერ კარგად მოუფიქრებელი მოქმედებებიც შეიძლება წამოიწიოს წინა პლანზე, რაც შეიძლება გახდეს შეცდომების საწინდარი. კურომ შეიძლება არამიზნობრივად დახარჯოს ფული, ამიტომ მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანებს. კარგი იქნება, თუ ენას კბილს დააჭერთ თქვენი გეგმების შესახებ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 5 და 10 დეკემბერი. არ ვარგა 7 დეკემბერი.

ტყუპები – თქვენ შეგიძლიათ ამ კვირაში კარგად წარმოაჩინოთ მონაცემები. კომუნიკაბელური ხართ. ინიციატივის გამოვლენის უნარი, საქმიანობა – ეს ყველაფერი თვალშისაცემი გახდება, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ აქტიური თანამშრომლობა თქვენს პარტნიორებთან. მართალია ზოგჯერ შეიძლება პარტნიორთან მოქმედება არ მოგეწონოთ, მაგრამ შეიძლება საერთო ენაც ვიპოვოთ. საუკეთესო დროა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. ყველაზე კარგია თქვენთვის 8 დეკემბერი, არ ვარგა 5 და 10 დეკემბერი.

კირჩხიბი – ჯანმრთელობის და საქმიანობის კუთხით არ არის ეს პერიოდი სტაბილური. ზოგიერთი გეგმა შეიძლება ისე არ განხორციელდეს, როგორც გსურდათ. შეიძლება იმედგაცრუებაც გამოიწვიოს ამან თქვენში. მოიმატებს ფინანსური ხარჯები. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და დელიკატური იყავით მეტად კოლეგებთან. ყველაზე კარგია თქვენთვის 4 და 9 დეკემბერი, არ ვარგა 7 დეკემბერი

ლომი – ლომისთვის ეს პერიოდი მთლიანობაში კარგია. ეს ის პერიოდია, როცა ურთიერთობებს დაალაგებთ. აღსავსეა ლომი ინიციატივით. გეძლევათ საშუალება ზოგიერთი პრობლემა გადაწყვიტოთ. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა თქვენი სურვილი არ იქნება გათვალისწინებული. შეიძლება ჩაერთოთ ახალ რომანტიულ თავგადასავლებში. კარგია თქვენთვის 8 დეკემბერი და არ ვარგა 6 და 10 დეკემბერი.

ქალწული – ქალწულთან ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ შრომისუნარიანობაც დაბალია. უმჯობესია ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ. ბევრი საქმე გამოიწვევს გადაღლას და თქვენს გაღიზიანებას. უმჯობესია მემკვიდრეობითი საკითხები არ გადაწყვიტოთ. ჯობს გამოავლინოთ დიპლომატიურობა. პოზიტიურია თქვენთვის 4 და 9 დეკემბერი, არ ვარგა 7 დეკემბერი.

სასწორი – არასტაბილურია ეს პერიოდი. ჯანმრთელობა მდგრადია. კვირის პირველ ნახევარში წინა კვირის ნეგატივს ჯერ კიდევ იგრძნობთ, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა ურთიერთობებში. უსამართლობის გამოვლენა ან თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვევს თქვენი მხრიდან პროტესტს, რაც შეიძლება გახდეს კონფლიქტის მიზეზი. პოზიტიურია თქვენთვის 8 დეკემბერი, არ ვარგა 6 და 10 დეკემბერი.

მორიელი – ენერგოტონუსი მცირდება, ეს შეამცირებს თქვენს საქმიანობას. ეს პერიოდი საინტერესოა რომანტიკული თავგადასავლებისა და შეხვედრებისათვის. ეს პერიოდი ხელს უწყობს ძველი საქმეებიდან ფინანსების მიღებას. შეიძლება თქვენვე აღმოაჩინოთ ახალი ფინანსური წყარო. კარგია თქვენთვის 5 და 10 დეკემბერი, არ ვარგა 8 დეკემბერი

მშვილდოსანი – ახლა თქვენი დროა. ეს ნიშანი ყველაზე აქტიური, იღბლიანია. ეს არის თქვენი სულიერი განვითარების პერიოდი. შეგიძლიათ გრანდიოზული გეგმები დასახოთ და როგორც ლიდერმა, კარგად წარმოაჩინოთ მონაცემები, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც, კარგია თქვენთვის 7 დეკემბერი, არ ვარგა 5 და 9 დეკემბერი.

თხის რქა – იყავით ფრთხილად და ყურადღებით წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გეწყებათ, არავითარი კონფლიქტები და საქმეების გარჩევა, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით. კარგია თქვენთვის 6 და 10 დეკემბერი, არ ვარგა 8 დეკემბერი.

მერწყული – აი, ვინ გაიხარებს, ის რაც ყველაზე მეტად გიყვართ – თავისუფლება, სწორედ ეს პერიოდი იწყება ახლა. თქვენი იდეები იქნება არნახულად საინტერესო. ყველაზე კარგია თქვენთვის 7 დეკემბერი, არ ვარგა 4 და 9 დეკემბერი.

თევზები – ორი ვარიანტი აქვთ – პირველი – ჯანმრთელობა სუსტდება, ზოგიერთი მათგანი შეიძლება მელანქოლიური მდგომარეობაში გადავარდეს, ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. თუმცა საქმიან სფეროში გაქვთ წარმატების შანსი, შესაძლოა, ახალი სამსახურის პერსპექტივის წინაშე დადგეთ. კარგია თქვენთვის 6 და 10 დეკემბერი, არ ვარგა 8 დეკემბრის დღე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი წლის დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.„თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო პირველი იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5,-7, დღისით 0,-2 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8,-10, დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, შიდა ქართლში -7,-9, ხოლო დღისით  +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5 დღისით  +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით  0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13 ,-15 დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბლოკავს ცხიმის წარმოქმნას სადღესასწაულო სეზონზე“ – 6 ყველაზე ჯანსაღი სადღესასწაულო სუნელი

არაფერს მოაქვს სადღესასწაულო განწყობა ისე სწრაფად, როგორც დარიჩინის, ჯავზის კაკლისა და სხვა სეზონური სანელებლების სუნს, რომელიც თქვენს სახლში ტრიალებს.გარდა დამამშვიდებელი არომატისა და გემრიელი გემოსი, ტრადიციულ საახალწლო სანელებლებს თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაც შეუძლიათ. ათასობით წლის განმავლობაში, კულინარიული სანელებლები იყო სამკურნალო საშუალება. ახლა მათი წარმოუდგენელი ჯანმრთელობის სარგებელი თანამედროვე მეცნიერებითაც დადასტურდა.Womans World-მა გააზიარა 6 სადღესასწაულო სანელებლის სარგებელი, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.ვარსკვლავური ანისი იცავს მიკრობებისგანვარსკვლავური ანისი (ბადიანის ვარსკვლავი) დაგეხმარებათ გაციებისა და გრიპის სეზონის გადალახვაში ცხვირიდან გამონადენის გარეშე. ეს ძირტკბილას არომატული სანელებელი პოპულარული ინგრედიენტია ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში მისი ანტივირუსული, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ვარსკვლავურ ანისს აქვს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ის ყველაზე ცნობილია იმუნური სისტემის მხარდაჭერით.კვლევა აჩვენებს, რომ ვარსკვლავური ანისი შეიძლება ეფექტური იყოს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ინფექციების მოსაკლავად. ჩაშუშულს ან სუპს დაუმატეთ ვარსკვლავური ანისი.ვარსკვლავური ანისი ასევე ხსნის PMS-სის სიმპტომებს. თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება შებერილობისკენ, გაღიზიანებისკენ, მკერდის მგრძნობელობისკენ და სხვა სიმპტომებისკენ მენსტრუაციის წინა დღეებში, ვარსკვლავური ანისი დაგეხმარებათ. Complementary and Integrative Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც ღებულობდნენ 110 მგ ვარსკვლავიანი ანისის შემცველ კაფსულებს დღეში სამჯერ მენსტრუაციის დაწყებამდე კვირაში, მნიშვნელოვნად ნაკლები ჰქონდათ PMS სიმპტომები.კარდამონი (ილი) ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის აშლილობას თუ გემრიელი სადღესასწაულო კვება ყოველთვის არ შეესაბამება თქვენს კუჭს, სცადეთ ეს რბილად ცხარე სუნელი მეორე ჭამის ან ჭიქა ღვინის შემდეგ. ილი არის უძველესი წამალი საჭმლის მონელების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიიღება ფინჯანი ჩაის დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ მას ასევე შეუძლია საჭმლის მომნელებელი დამატებითი სარგებელი მოახდინოს, როგორიცაა საკვებით გამოწვეული დაავადებების პრევენცია და კუჭის წყლულების რისკის შემცირება. კარდამონმა შეიძლება გააუმჯობესოს ნაწლავების ჯანმრთელობა საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფის სტიმულირებით და უკეთ მონელების ხელშეწყობით, ამბობს დიეტოლოგი კრისი არსენო.ილი ასევე გეხმარებათ სუნთქვაში. Journal of Health and Allied Sciences-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიშამდე 15 წუთით ადრე კარდამონის ეთერზეთის ჩასუნთქვა ეხმარება ადამიანებს ჟანგბადის უფრო ეფექტურად გამოყენებაში. როდესაც თქვენი სხეული უკეთ იყენებს ჟანგბადს, ვარჯიში ნაკლებად დამღლელია. ეს სადღესასწაულო სუნელი ასევე ხელს უწყობს ცხვირის შეშუპებას ჰაერის მიმოქცევის გაუმჯობესებით.მიხაკი ბლოკავს ცხიმის წარმოქმნას და კურნავს ნაწლავებსგლინტვეინში მიხაკის დამატებით, ან ლორის შესუნელებით ხელს შეუწყობთ წონის მატების შეფერხებას სადღესასწაულო სეზონზე. ექსპერიმენტულ და თერაპიულ მედიცინაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ანტიოქსიდანტებით მდიდარი სანელებელი თრგუნავს ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას და ხელს უწყობს წონის მატებას. ევგენოლი - მიხაკის ზეთში საკვანძო ნაერთი - შეიძლება დაეხმაროს ნაწლავის მიკრობიომის დაბალანსებას, სხეულის ცხიმის შემცირებას და სისხლში გლუკოზის დონის შემცირებას, რაც ხელს უწყობს არასასურველი კილოგრამების მოშორებას.მიხაკი ასევე ამშვიდებს კბილის ტკივილს. მას აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად და პირის ღრუს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. სინამდვილეში, Journal of Dentistry-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიხაკის ზეთი კბილის ტკივილს უკეთესად ხსნის, ვიდრე ზოგიერთი საანესთეზიო საშუალება.დარიჩინი ამაღლებს განწყობასდარიჩინის ცხარე და თბილი არომატი ხელს უწყობს რელაქსაციას და სტრესის შემცირებას. ტოლედოს უნივერსიტეტის მიმოხილვა აჩვენებს, რომ მყუდრო სადღესასწაულო სუნელი თქვენს სხეულს აიძულებს გამოიმუშაოს უფრო სიხარულის გამომწვევი ბეტა ტვინის ტალღები.დარიჩინი ასევე აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას. დარიჩინი არა მხოლოდ შესანიშნავი სანელებელია თქვენი კერძების გემოს გასაუმჯობესებლად, არამედ მას ასევე აქვს სერიოზული სარგებელი გულის ჯანმრთელობაზე, ამბობს დიეტოლოგი ალისა პაჩეკო. ნაჩვენებია, რომ დარიჩინი ამცირებს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს, რამაც შეიძლება შეამციროს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ დარიჩინი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. დამსახურებაა სანელებლების ცინამალდეჰიდი, რომელიც ბლოკავს სისხლში შაქრის მწვერვალს, რაც იწვევს "ცუდი" LDL ქოლესტერინის მატებას.ჯანჯაფილი ხსნის სახსრების ტკივილსსანელებელი, რომელიც ჯანჯაფილს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს, ასევე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ჯანჯაფილი ასევე აღიარებულია მისი ბიოაქტიური ნაერთების ანთების საწინააღმდეგო სარგებლობისთვის, ამბობს კრისტი რუთი, RD, RD, RDN.კერძოდ, ჯანჯაფილში აღმოჩენილმა სამმა ბიოაქტიურმა ნაერთმა შეიძლება შეამციროს ანთებითი დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა ართრიტი. სინამდვილეში, ჯანჯაფილის ექსტრაქტი ხელს უწყობს მუხლის ოსტეოართრიტის გაუმჯობესებას, სახსრების ტკივილის საერთო მიზეზს. ოსტეოართროზისა და ხრტილის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სანელებელში შემავალი ჯინჯეროლი ამცირებს სახსრების შეშუპებას და სიმტკიცეს 36%-ით.მაშინაც კი, თუ ჯანჯაფილის გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ დატკბეთ მისი სასარგებლო თვისებებით. გააკეთეთ ჯანჯაფილის თბილი კომპრესა, დაასველეთ ქსოვილი მოხარშულ ჯანჯაფილის ჩაიში და შემდეგ წაისვით დაზიანებულ ადგილებში. კვლევამ აჩვენა, რომ მას შეუძლია ტკივილის შემცირება 57%-ით.ჯანჯაფილი ასევე ამშვიდებს კუჭს. ისტორიის მანძილზე ჯანჯაფილი გამოიყენებოდა მცენარეულ მედიცინაში საჭმლის მომნელებელი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა და შებერილობა. ჟურნალში Complementary Therapeutics in Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პიკანტური არომატის უბრალოდ ჩასუნთქვა ამშვიდებს გულისრევას ადამიანთა 65%-ში.

„მინდა ვთხოვო მშობლებს…“ – ივანე ჩხაიძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

მინდა ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს: ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს. პირველივე დღიდან, როდესაც ტემპერატურა მაღალია, ბავშვს ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ყელის ტკივილი, სახსრების და საკვებზე უარს ამბობს, პირველივე დღიდან საქმის კურსში ჩააყენეთ ოჯახის ექიმი და მან გადაწყვიტოს, რამდენად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ანტივირუსული პრეპარატის დაწყებას, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.მისი თქმით, თვეზე მეტია გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელიც მიმართავენ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს.„გრიპი გახლავთ ვირუსი, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური ანტივირუსული საშუალება არსებობს რისკის ჯგუფებისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ანტივირუსული საშუალებით მკურნალობა. პირველი 48 საათის განმავლობაში აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობა“,- აცხადებს ჩხაიძე.

ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან შედის ძალაში

დღეიდან ძალაში შედის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მექანიზმი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე წინა ვერსია.მექანიზმი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას: შეჩერების ამოქმედებისთვის საჭირო ზღვარის შემცირებას. ევროკომისიის განცხადებით, ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება პრობლემებზე.როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, მექანიზმი მუშაობს ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, ხოლო მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, შეჩერება გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე.ამასთან, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ახალი მექანიზმის მიზანია, ევროკავშირმა უკეთ გაართვას თავი უვიზო რეჟიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.ევროკომისიის მიერ მომზადებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ განათლების რეფორმის განხორციელებაზე, ვინაიდან განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი

სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, გვაქვს დაგეგმილი რეფორმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კობახიძის თქმით, სრული კონცენტრაციით მუშაობაა საჭირო განათლების სისტემის რეფორმის განსახორციელებლად, ვინაიდან განათლების გარეშე ვერცერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი.„ყველაზე მეტად გამოვყოფდი განათლების რეფორმას. საუბარია როგორც უმაღლესი განათლების, ისე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე. შევიმუშავეთ კონცეფციები და ამ კონცეფციების განხორციელებას აქვს მნიშვნელობა უკლებლივ ყველა დარგისა და, ზოგადად, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. განათლების გარეშე ვერცერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი. შესაბამისად, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით განათლების რეფორმის განხორციელებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები