ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა მოამზადა პეტიცია, რომლითაც მოითხოვს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სრულად დაფინანსდეს 0-დან 5 წლამდე ასაკის მოზარდების სამედიცინო კვლევა და მკურნალობის ხარჯი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
პეტიცია, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაზე 19 თებერვალს შეიქმნა. იმისათვის, რომ მთავრობამ განიხილოს, მან 10 000 ხელმოწერა უნდა დააგროვოს.
ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.