ორშაბათი, მაისი 5, 2025

5 მაისი მამა ვიტალის დაბადების დღეა!

მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. ასეა დღემდე. მონაზონთა გადმოცემით, მას უთქვამს “მოდით ჩემს საფლაზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”. მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში. მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.
***
საჭიროა გავცეთ, ჩვენ კი მოვიხვეჭთ, საჭიროა მოვუსმინოთ, ჩვენ კი ვლაქლაქებთ. “ადამიანისთვის უპირველესი სულის ცხონება უნდა იყოს”.
ცხონების ყველაზე მარტივი გზაა – არავინ განიკითხო – და ღმერთიც არ განგიკითხავს.
ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში, ყოველთვის უნდა იმეოროთ: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. ზიხარ, ჭამ, საუბრობ, თუ რაიმე საქმეს აკეთებ. მუდამ იესოს ლოცვას უნდა ამბობდე; ამ ლოცვით უფალსაც ვახარებთ, ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც, საკუთარ სულსაც ვამდიდრებთ და უფალ იესო ქრისტესთან სასუფეველსაც დავიმკვიდრებთ. როგორც სუნთქვისას არ ეკითხები შენ თავს, როგორ აკეთებ ამას, ასევე განუწყვეტლივ ილოცე და ცხონდები. იკითხე იესოს ლოცვა ყოველგვარი გასაჭირისა და მწუხარების ჟამს, მაშინ თავის დროზე მოვა ის რასაც ითხოვ. ეს ლოცვა გიხსნის ანტიქრისტეს ბეჭდისგან, მიგიტევებს ცოდვებს, სათნოებით შეგამკობს და ღმერთთან შეგაერთებს.
მოთმინება, მადლიერება, ლოცვითი შრომა – ყოველგვარ გაუგებრობას, წინააღმდეგობას და მწუხარებს გადალახავენ და წყნარ თავშესაფარში მოგიყვანენ… თუ გეყვარებით, არც მწუხარება გექნებათ, არც გულგატეხილობა არასოდეს დაეცეთ სულით და ყოველთვის იქონიეთ ღვთის დახმარების და წყალობის იმედი.
სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ევროპული ორგანიზაცია EYE-ის 55-ე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ორგანიზაციის - „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) – რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენციას (ასამბლეა) მიმდინარე წლის 18-21 სექტემბერს უმასპინძლებს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება EYE-ის აღმასრულებელმა კომისიამ აპრილის ბოლოს, ორგანიზაციის ეგიდით მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე კენჭისყრის საფუძველზე მიიღო და ასამბლეის დახურვის ცერემონიაზე გაასაჯაროვა.„ორგანიზაციაში - „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) - საქართველოს 2024 წლიდან წარმოადგენს „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი“ (GYEC), რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა სპეციალისტთა ორგანიზაციაა, ხოლო მისი მუშაობა ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და GSCE-ის მხრიდან.აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ დელეგაცია, ორგანიზაციის პრეზიდენტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) და სტუ-ის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ გიორგი მოლოდინისა და გენერალური მდივნის, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრის, ანნა გოგალაძის სახით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და GSCE-ის მხარდაჭერით, პირველად მონაწილეობდა EYE-ის საერთაშორისო კონფერენციაში. საგულისხმოა, რომ მალტის კონფერენციაზე ასევე შედგა „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ახალი ხელმძღვანელობის არჩევნები, რომლის ფარგლებშიც, გიორგი მოლოდინი EYE-ის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად წარადგინეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.როგორც „ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტი აღნიშნავს, EYE-ის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, გააძლიერებს საერთაშორისო სივრცეში ქართველი ახალგაზრდების პოზიციონირების შესაძლებლობებს, გაუხსნის მათ ახალ კავშირებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, საინჟინრო მიმართულების ორგანიზაციებსა და ინჟინერიის სხვადასხვა დარგებში მოქმედ პროფესიონალებთან.გიორგი მოლოდინის თქმით, მალტის ასამბლეაზე „ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის” დელეგაციამ წარმატებით წარმოაჩინა ის მნიშვნელოვანი მისია, მიზნები და საქმიანობა, რასაც ახორციელებს, ერთი მხრივ, საქართველოს სამოქალაქო იჟინერთა საზოგადოება (GSCE), რომელიც ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (ECCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ოფიციალური წევრია, და მეორე მხრივ, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ფლაგმანი უმაღლესი სკოლა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.მისივე განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ, თავისი გამოსვლებით, პროცესებში აქტიური ჩართულობით და საინჟინრო მიმართულებებში ინფორმირებულობით, EYE-ის წევრთა დიდი უმრავლესობის დაინტერესება და მხარდაჭერა მოიპოვა.„EYE-ის ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი დელეგაციისთვის - ახალი კავშირებით, ახალი შესაძლებლობებით, თუნდაც იმით, რომ წარმატებით შევძელით წარმოგვედგინა ჩვენი ქვეყანა, საქართველოში განვითარებული საინჟინრო მიმართულებები; შევძელით სრულყოფილად გადმოგვეცა GSCE-ის მიზნები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო კადრების მომზადებას გულისხმობს. დაინტერესება EYE-ის წევრებისა და დელეგატების მხრიდან დიდი იყო და ეს ძალიან გავახარებს. ვფიქრობთ, სწორედ ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი, რომ „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ აღმასრულებელმა კომისიამ, კენჭისყრის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგი კონფერენცია ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაატაროს. პირველად საქართველოში, უნივერსიტეტი EYE-ის ასამბლეას წელს, 18-დან 21 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის 100-მდე ახალგაზრდა დელეგატი. საგულისხმოა ისიც, რომ მალტის ასამბლეაზე, ერთი წლის ვადით, EYE-ის ახალი ხელმძღვანელობა აირჩიეს - პრეზიდენტი, ასევე, ხუთი ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ის ფაქტი, როცა საფინანსო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტად ჩემი კანდიდატურა წარადგინეს”, - განაცხადა გიორგი მოლოდინმა.სტუ-ის ინფორმაციით, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ეგიდით, მორიგი საერთაშორისო კონფერენციის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართვის გადაწყვეტილებას რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ეხმიანება და მას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს.„სასიხარულო და ამავდროულად, დიდი პატივია, რომ „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების” 55-ე საერთაშორისო კონფერენცია პირველად გაიმართება საქართველოში, კერძოდ კი ჩვენს უნივერსიტეტში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. EYE-ის გადაწყვეტილება ნათელი დადასტურებაა იმ საერთაშორისო აღიარებისა, რაც ქართულ საინჟინრო განათლებას, მეცნიერებას და ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადებას მოიცავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიორიტეტი, საერთაშორისო სტანდარტების განათლების მიღებასთან ერთად, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო კავშირების, გამოცდილებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. EYE-ის ასამბლეის მასპინძლობა სწორედ ამ მისიის ლოგიკური გაგრძელება იქნება.დარწმუნებული ვართ, ეს საერთაშორისო კონფერენცია გახდება პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს ახალგაზრდა ინჟინრებს, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს მეტად წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და უნარები, მეტად გაეცნონ თანამედროვე საინჟინრო ტენდენციებს. მჯერა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ამავდროულად, აამაღლებს საინჟინრო განათლების ხარისხს.მნიშვნელოვანი წარმატება განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორს - საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას და მის ახალგაზრდულ ორგანიზაციას - „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინრთა კომიტეტს”. მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის, თავიანთი ორგანიზაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენა საერთაშორისო სივრცეში. ასევე, ვულოცავ კომიტეტის პრეზიდენტს, ახალგაზრდა ინჟინერ გიორგი მოლოდინს EYE-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. ვიმედოვნებთ, კომიტეტი გააფართოებს საქმიანობას, დაამყარებს ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ქართულ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ ორგანიზაციებთან, ასევე, ევროპულ უმაღლეს სკოლებთან თუ საინჟინრო წრეებთან და მათი სამომავლო წარმატება გახდება ძლიერი, თანამედროვე და ღია საინჟინრო თაობის ჩამოყალიბების მძლავრი წინაპირობა საქართველოში“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) არასამთავრობო ორგანიზაციაა 500 000-ზე მეტი წევრით ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ფართოვდება, მიზნად ისახავს წარმომადგენლობის დაფუძნებას ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრია.

კარგი სიახუმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება, ცვლილება კი 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულებს შეეხებათ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება, ცვლილება კი 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულებს შეეხებათ.„უმაღლესი განათლების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს.როგორც საკითხის მომხსენებელმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს სასწავლებლებს სილაბუსების მოსამზადებლად ორ თვეზე მეტი ექნებათ.„საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ შედის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს საბაკალავრო საფეხურზე ყველა ქართულენოვან სექტორზე, ყველა უმაღლეს სასწავლებელში საქართველოში, ქართული ენის სავალდებულო წესით სწავლების შემოღებას.გვაქვს რამდენიმე დათქმა: 1. ეს საკითხი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში 2025 წლის პირველი აგვისტოს შემდეგ. 1-ელ აგვისტომდე ჩარიცხულებზე ეს არ გავრცელდება, ანუ წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხულებიდან დაიწყება ამ სისტემის დანერგვა და 2. ძალაში გვინდა რომ შევიდეს პირველ სექტემბერს.ვფიქრობთ, რომ 2 თვეზე მეტი საკმარისია იმისთვის, რომ განათლების სამინისტრომ ამ სპეციალური კურსის გავლის წესი დაამტკიცოს, რითაც შემდეგში იხელმძღვანელებენ უმაღლესი სასწავლებლები და ისინი შესაბამის სილაბუსებს მოამზადებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამაში მოხდეს მისი ასახვა. ასევე, რა თქმა უნდა, იზრუნებენ იმაზე, რომ შესაბამისი პედაგოგების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნას ამ სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით.აღნიშნული ცვლილებები ასევე ეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზური ენის სწავლებას. ამით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ძალიან ღირებულია ჩვენთვის აფხაზური ენა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა

დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების და ირანის "პერსეპოილისის" ფეხბურთელი 34 წლის გახდა

ლაშა ხუციშვილი – ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში

ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრის შემდეგ.როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ყველა პროექტს, რომელსაც საქართველო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს ქვეყანაში.მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ხაზგასმულ იქნა ქვეყანაში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია დაფინანსების მიღებისთვის.„აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. ბანკს, დაახლოებით, 5.1 მილიარდი აშშ დოლარის პორტფელი აქვს საქართველოში და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები ამბიციურია იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტად შეეწყოს ხელი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ბანკის ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ანა ბუჩუკური – ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის, პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს

ჩვენი პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს თქვენი და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს.„ჩვენი გუნდის პოზიცია ძალიან გულწრფელია ამ და სხვა შემთხვევებზეც. პარტია იმისთვის არის პარტია, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის. დღეს ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჩვენი გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ცოტა მიკვირს ხოლმე, ერთი მხრივ რადიკალურ განცხადებას აკეთებენ, არ ეხება ყველას, მაგრამ მეორე მხრივ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ემზადებიან მუნიციპალური არჩევნებისთვის. ეს ჰგავს რაღაცნაირად არჩევნებზე მიპარვის მცდელობას“,- განაცხადა ბუჩკურმა.

ბოლო სიახლეები