ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

აქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასმართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ტკივილით, რომელიც ქვეყანამ გადაიტანა, „ჩვენ ამითაც გავძლიერდით“.

„ჩვენ თითქოს გენეტიკურად მზად ვართ ასეთი ტრაგედიებისთვის. დღეს, როდესაც ტატუნაშვილზე იყო საუბარი, სულ მახსენდებოდა „სტუმარ-მასპინძელი“. ზვიადაური არის სიმბოლო გაუტეხელი ქართველის, რომელიც იქ უნდა მოკლან მტრის ტერიტორიაზე და ამისთვის გენეტიკურად თითქოს მზად ვართ და ასეთ ქმედებები თითქოს გვაძლიერებს. მთელი საზოგადოება შეიკრა. აქ არ იყოს განსხვავება ჩვენში. არ იყო ცალკე ხელისუფლება, ცალკე ოპოზიცია, ცალკე მთავრობა. ყველანი ვიყავით გაერთიანებულები ამ ტკივილით. ოჯახი, რომელსაც ამხელა ტკივილი მიადგა და ეს ტკივილი გრძელდებოდა ამ დღეების განმავლობაში, მარტო არ იყოს დატოვებული არა მარტო თავისი თემის მიერ, არამედ მთელი საზოგადოების მიერ და ჩვენ ამ ერთიანობაში გავძლიერდით. ვფიქრობ, რომ ის მიზანი, რომელიც იყო დასახული ჩვენი მტრის მიერ – რომ ნეშტის არ გადმოცემით მოეყენებინა ჩვენთვის მეტი ტკივილი, გარკვეულწილად მცდელობა იყო იმისა, რომ შეურაცხმყოფელი ყოფილიყო ეს ყველაფერი, მცდელობა იყო იმისა, რომ ამას რაღაც ძვრები გამოეწვია საზოგადოებაში – ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად არ გამოუვიდათ. ჩვენ ყველა ერთად ვიყავით და დღესაც ერთად ვგლოვობთ, ჩვენს საერთო ქვეყნის ტკივილს განვიცდით. ვფიქრობ, აქაც მოვიგეთ და წინ წავიწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ტკივილი მოგვაყენეს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა იმ ერთსულოვნებას, რომელიც პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუზიასთან მიმართებაში გამოიჩინა.

„სრულიად მივესალმები და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანი იყოს სწორედ ის, რომ აქ არ ყოფილიყო ერთპარტიული პოზიცია, არამედ ყოფილიყო მრავალპარტიული ერთობა. ეს ერთობა ასეთ საკითხებში მისაღწევია და მივესალმები, რომ ეს იქნა მიღწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი ამასთან მიმართებით. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და მიმაჩნია, რომ საქართველომ ეს მექანიზმი უნდა გამოიყენოს. ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სწორედაც რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ამ საკითხის წამოწევა და სარჩელის შეტანა. ასეთი თვალსაზრისით ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო ბერკეტს იმისთვის, რომ რუსეთი, როგორც ეფექტური ხელისუფლების განმახორციელებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იყოს ამ თემაში მოპასუხის როლში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტატა ხვედელიანი – დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“

პარლამენტის და არჩევნების ბოიკოტირება რომ შეცდომა იყო, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ბევრჯერ გაგიგიათ. საპარლამენტო მუშაობა დავიწყეთ და ნებისმიერ მშვიდობიან გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნების“ ამომრჩევლები შევამციროთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.მისი თქმით, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს.„დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა -„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს ეს ორი ძალა აქრობს და ანგრევს თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.მისი თქმით, ქვეყანაში რადიკალიზმის ხარისხი უნდა შემცირდეს და ის უდანაშაულო ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც ქართულ ციხეებში იმის გამო არიან გამოკეტილები, რომ „ოცნებას“ დისკომფორტს უქმნიდნენ.„სწორედ ამიტომ ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რადიკალიზმის ეს მაღალი ხარისხი შემცირდეს და ქვეყნის განვითარება გადატვირთვით დავიწყოთ. სწორედ აქ გამოჩნდება „ოცნების“ მზაობა, სურს თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა და სურს თუ არა, რომ ქვეყანაში რადიკალიზმი შემცირდეს. თუ სურს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე თავისი რიტორიკით გავიდეს, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზიანებს ქვეყანას და მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული“. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ასევე ნათქვამია: „საქართველოში პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ“. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და არ შეიძლება, ბოიკოტი იყოს დიალოგის, პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“.

ირანში აცხადებენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნება

ირანში აცხადებენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე რეგიონში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნება. განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობაზე დაყრდნობით „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მუქარა უკავშირდება ირანში მდებარე ერთ-ერთ ბანკზე განხორციელებულ თავდასხმას.„მათი წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, აშშ-ის ტერორისტულმა არმიამ და სასტიკმა სიონისტურმა რეჟიმმა ერთ-ერთ ირანულ ბანკზე მიიტანეს იერიში. ამ უკანონო ქმედებით, მტერი გვაიძულებს, მიზანში ამოვიღოთ რეგიონში მდებარე ეკონომიკური ცენტრები და ბანკები, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-თან და სიონისტურ რეჟიმთან. ამერიკელები ჩვენგან მტკივნეულ საპასუხო ქმედებას უნდა ელოდონ~, – აღნიშნულია განცხადებაში.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანმა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საბანკო დაწესებულებებთან ახლოს ყოფნისგან თავი შეიკავონ.

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.„მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ყველაზე ინტენსიური ოპერაცია დავიწყეთ, დარტყმებს გავაგრძელებთ, ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე ინტენსიური და ძლიერი ოპერაცია“ დაიწყეს.„ჩვენ მუდმივ, მიზანმიმართულ და ძლიერ დარტყმებს გავაგრძელებთ. ომის გაგრძელებისას მხოლოდ მტრის სრულ დანებებაზე ვფიქრობთ. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება“, – აცხადებენ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“.ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ ღამით ისრაელისა და რეგიონში მდებარე აშშ-ის ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმების დროს შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ხორამშაჰრი“ გამოიყენეს.

ირანის პოლიციის უფროსი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს – „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“

ირანის პოლიციის უფროსი აჰმადრეზა რადანი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს, რომ „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“.ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.მისივე თქმით, აქციის თითოეული მონაწილე არა როგორც დემონსტრანტად, არამედ როგორც „მტრად“ იქნება აღქმული.აღსანიშნავია, რომ ირანში აშშ-ისრაელის კოორდინირებული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყნის ლიდერი ირანელ ხალხს ღიად მოუწოდებს, ირანული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.მსგავსი მოწოდება ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ირანელო ხალხო, ჩვენ ვაწარმოებთ ისტორიულ ომს თავისუფლებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაამხოთ აიათოლას რეჟიმი და მოიპოვოთ თავისუფლება. როდესაც დრო დადგება და ეს დრო ახლოვდება, ჩვენ ჩირაღდანს გადმოგაბარებთ. მზად იყავით ამ მომენტით სარგებლობისთვის“.

ბოლო სიახლეები