ხუთშაბათი, მარტი 27, 2025

47 წელი სიკვდილმისჯილთა კამერაში და გამართლების შემდეგ 1,45 მილიონი დოლარის კომპენსაცია – ივაო ჰაკამატა რომელიც 1968 წელს დააკავეს თავისუფალია

იაპონელმა კაცმა, რომელმაც თითქმის 50 წელი სიკვდილმისჯილთა კამერაში გაატარა და შემდეგ გაამართლეს, კომპენსაციის სახით 217 მილიონი იენი – 1,45 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი ადვოკატის განმარტებით, ეს უმსხვილესი კომპენსაციაა, რომელიც იაპონიას კრიმინალურ საქმეზე გადაუხდია.

89 წლის ივაო ჰაკამატა 1968 წელს, თავისი უფროსის, მისი ცოლისა და მათი ორი შვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მაგრამ გასულ წელს, ხელახალი სასამართლო პროცესის შემდეგ გაამართლეს.

ჰაკამატას ადვოკატებმა მაქსიმალური კომპენსაცია მოითხოვეს და ამტკიცებდნენ, რომ 47 წლიანმა თავისუფლების აღკვეთამ, რამაც ის მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დროით სიკვდილმისჯილ პატიმრად აქცია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა დააზარალა.

მოსამართლე კუნი კოშიმ, რომელმაც ორშაბათს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დათანხმდა იმ მოსაზრებას, რომ ივაო ჰაკამატამ “უკიდურესად მძიმე” ფსიქიკური და ფიზიკური ტკივილი განიცადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის შეფასება აუცილებლად უნდა მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მიერ

ჩვენ როგორც დავპირდით საზოგადოებას, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის შეფასება უნდა მომხდარიყო აუცილებლად საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მიერ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„იმიტომ, რომ საქართველოში ის პოლიტიკური პარტია, რომლის დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში ეჭვი არათუ მხოლოდ ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულებასაც არ ეპარება, რადგან გადაწყვეტილებები არსებობს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში იყო შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა, არა ერთ საქმეზე და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს; უნდა დასრულდეს ამ პოლიტიკური ძალის გაუქმებით და შესაბამისად, თუ არა საგამოძიებო კომისია, ბუნებრივია, სხვა შემთხვევაში შესაბამისი უწყება ვერ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ეს პოლიტიკური ძალა ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ და საზოგადოება ყოველდღიურად რწმუნდება, რომ მტკიცებულებები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე საკმარისია შესაბამისი უწყებისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.გადაცემის წამყვანს შეკითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში აგვისტოს ომის თემის გამოძიების საკითხი, რადგან როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, ჰააგის სასამართლოში მოგებულია ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით, მოგებულია სტრასბურგის სასამართლოშიც და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში რუსული ინტერესების გატარებას ცდილობს, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას მეთოდები დაუძველდა.„ეს მეთოდები აღარ ჭრის უკვე. ჩვენ არ ვიძიებთ ამ შემთხვევაში იმას, რაც გამოიძია და დაადგინა ჰააგის სასამართლომ. გასაგებია, რომ შეიძლება, იურისტი არ იყო და ვერ ერკვეოდე, მაგრამ ელემენტარულად, ის მაინც უნდა იცოდე, რომ ჰააგის სასამართლოში იძიებენ ომის დანაშაულს და სტრასბურგის სასამართლოში იძიებენ, რამდენად ადამიანის უფლებები იყო დარღვეული ამ ომის დროს. სხვათა შორის, ეს ორივე საერთაშორისო სასამართლო ჩვენ მოვიგეთ სწორედ მათ მიერ დაკარგული მტკიცებულებების მოპოვების საფუძველზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.მისი თქმით, საგამოძიებო კომისია მოიძიებს მტკიცებულებებს, აქ საუბარია იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ხელმძღვანელ პირებზე, რომელთა მიმართაც ზოგადად არსებობდა პრეტენზიები საზოგადოებაში, ომის დაწყების დროიდან და დღეს საზოგადოებამ ნახა, რომ მათ შორის, ბევრმა მაშინდელმა თანამდებობის პირმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც ეს გამოიძია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, აღიარეს, რომ საზოგადოება იქ მიატოვეს და როდესაც ჯარები ტოვებდა იქაურობას, ადგილზე ხალხს არავინ არაფერი უთხრა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი გამოძიების მიმართ და აცხადებენ, სად იყო ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში და მაგალითად, დღეს ანა დოლიძემ განაცხადა, რომ 2013 წელს მან მოითხოვა სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნა, რომლის შექმნაც „ქართული ოცნების“ უარის გამო ვერ მოხერხდა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ როგორც „ხალხის ძალა“ არა ერთხელ ამბობდა, ეს პროცესები ცოტა უნდა დაჩქარებულიყო, რომ მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პროცესი დაწყებულიყო, თუმცა ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას იცოდნენ ისიც, რომ მიდიოდა საერთაშორისო პროცესები ჰააგაში, სტრასბურგში და ბუნებრივია, ეს ხელს უშლიდა ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნას.„ჩვენ ვუფრთხილდებოდით იმას, რომ როდესაც შენ საკუთარ ქვეყანაში საგამოძიებო კომისია გაქვს შექმნილი იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის შესაფასებლად და მის წინააღმდეგ, საერთაშორისო სასამართლოში ამას შეიძლებოდა, პრობლემები შეექმნა. ბუნებრივია, ჩვენ, მათგან განსხვავებით, სახელმწიფო ინტერესები დავაყენეთ პირველ ადგილზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა განცხადებებს, თუ რა უშლიდა ხელს მაგალითად, ბიზნესების ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას და მაშინ შეიძლება, დადგეს იმ მოსამართლეების მოსმენის საკითხიც, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ სხვებისგან განსხვავებით, ანა დოლიძე იურისტია და მან იცის საგამოძიებო კომისიის ფუნქციები.„ჩვენ არც პროკურატურა ვართ, არც სასამართლო და არც გამომძიებლები არ ვართ. ჩვენი ფუნქციები არის ის, რომ პარლამენტმა დადგენილება მიიღო და დაგვავალა, შევისწავლოთ, შევაფასოთ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის მოქმედება. ჩვენ გვევალება ის, რომ ფაქტები მოწმეთა გამოკითხვებით, ან დოკუმენტების გამოთხოვით შევაგროვოთ კომისიაზე და მერე დასკვნა დავუდოთ საქართველოს პარლამენტს. ჩვენ ვმუშაობთ. ყოველდღე არის ნიუსი იმასთან დაკავშირებით, მეორე დღეს ვის გამოვკითხვათ. ეს გამომდინარეობს საქმეების რაოდენობიდან. თქვენი იცით, რომ ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ ავირჩიეთ რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელთან დაკავშირებითაც მტკიცებულებებს ვაგროვებთ. ასე რომ, აქ საუბარი არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ მაგალითზე ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ საქმეს აღვძრავთ. თუ ასეთი რამ შევამჩნიეთ, უფლებამოსილება გვაქვს იმის, რომ პროკურატურაში გადავაგზავნოთ შემდგომი რეაგირებისთვის, მაგრამ ჩვენი ფუნქცია არის ის, რომ მტკიცებულებები შევაგროვოთ რეჟიმის შესაფასებლად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მიხეილ ლომთაძემ თურქულ სავაჭრო აპის ,,ჰეფსიბურადას“ მმართველ რგოლში ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა

თურქული სავაჭრო აპლიკაცია ,,ჰეპსიბურადას’’ მმართველი ორგანოს გამგეობის თავმჯდომარედ მიხეილ ლომთაძე დაინიშნა. მმართველი ორგანოს წევრები აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე აირჩიეს. კრება 2025 წლის 31 იანვარს გაიმართა. ,,ჰეპსიბურადას’’ წილი Kaspi.kz-მა 2025 წლის იანვარში შეიძინა. მიხეილ ლომთაძე კი ამ ყაზახური ფინტექიდან ,,ჰეპსიბურადას’’ თანააქციონერი გახლავთ.მიხეილ ლომთაძესთან ერთად მმართველი ორგანოს Kaspi.kz-ის სხვა ტოპ-მენეჯერებიც შეუერთდნენ. ,,ჰეფსიბურადას’’ გამგეობის წევრები იური დიდენკო, თენგიზ მოსიძე და პაველ მირონოვი გახდნენ. იური დიდენკო ასევე არის ხელმძღვანელის მოადგილე და ორი კომიტეტის - ადრეული რისკის იდენტიფიკაციისა და კორპორატიული მმართველობის წევრი. დიდენკო პასუხისმგებელია საბაზრო კაპიტალზე, მოსიძე ფინანსებზე. მირონოვი კი საოპერაციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, ჰეფსიბურადას გამგეობას შეუერთდა Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელი სანდრო ბერძენიშვილი.,,ჰეფსიბურადას’’ მმართველ ორგანოში სულ ცხრა ადამიანი აირჩიეს, რითაც შემადგენლობა 11 წევრიდან 2-ით შემცირდა.Kaspi.kz-მა Hepsiburada-ს აქციების 65.41%-ის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი 2024 წელს მოაწერა. გარიგების ოდენობა მაშინვე გამოცხადდა - 1,127 მილიარდი დოლარი. ტრანზაქცია 2025 წლის 29 იანვარს დასრულდა. Kaspi.kz-მა განმარტა, რომ Kaspi.kz და Hepsiburada „შეინარჩუნებენ სხვადასხვა ბრენდს და ოპერაციულ სტრუქტურებს“.გარიგების შედეგად, Kaspi.kz Hepsiburada-ს მაკონტროლებელი აქციონერი გახდა. ფინტექმა თანხის ნაწილი, 600 მილიონი დოლარი გარიგების დახურვის დღეს ნაღდი ფულით გადაიხადა. დარჩენილი 526,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაირიცხოს არა უგვიანეს ექვსი თვისა.კომპანიები დაჯგუფებულია შემოსავლების მიხედვით. რეიტინგში დომინირებენ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან.სიაში არ არის შესული საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანიები და ფინანსური სექტორი (ბანკები), რომელთა ანგარიშს Forbes Georgia განცალკევებული სახით ამზადებს.2022 წლის მონაცემებით, საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის საერთო შემოსავალი 36.3 მილიარდი ლარია. 2021  წელთან შედარებით მაჩვენებელი 5.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.(დადასტურებულია GRANT THORNTON-ის მიერ).1. სოკარ ენერჯი ჯორჯიაშემოსავალი: ₾ 2,350 მლნ.სოკარ ენერჯი ჯორჯია წელსაც საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა – ასეთ მაღალ შემოსავალს მისი შვილობილი კომპანიების, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და სოკარ ჯორჯია გაზისგაყიდვები განაპირობებს.მფლობელი: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა.2. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიშემოსავალი: ₾ 1,204 მლნ.საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ქვეყნის უმსხვილესი ჯანდაცვის ჰოლდინგია, რომელიც ევექსისჰოსპიტლებს, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებს აერთიანებს.მფლობელი: საქართველოს კაპიტალი.3. ტოიოტა კავკასიაშემოსავალი: ₾ 1,130 მლნ.ტოიოტა კავკასიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობა Toyota Tsusho Corporation-სა და Toyota Motor Europe-სგან ტოიოტასა და ლუქსის ბრენდების ავტომანქანების, სათადარიგო ნაწილების შესყიდვა და კავკასიაში ავტორიზებული დილერებისთვის საბითუმოდ მიყიდვაა.მფლობელი: Toyota Tsusho Corporation4. ნიკორაშემოსავალი: ₾ 1,013 მლნ.ნიკორა კვების პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად სუპერმარკეტების მზარდ ქსელს – ნიკორასა და ლიბრეს აერთიანებს და ბაზარზე 500-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.მფლობელი: ვასილ სუხიაშვილი – 23%, Greenmoon LTD – 13.3%, დავით დუმბაძე – 10.5%, ოლეგ გუბანოვი – 10%, თალიკო ცირეკიძე – 9%, სს ნიკორა – 6.5%, მაკა სალუქვაძე – 6%, გურამ ცერცვაძე – 5%, ირაკლი ნიკოლაიშვილი – 2.8%, ეკატერინა გუბანოვა – 2%, კსენია გუბანოვა – 2%, ოლგა გუბანოვა – 2%, ტარადინ დემენტი – 2%, თამარ ჯერენიშვილი – 2%, ნიკა სუხიაშვილი – 1.1%, სოფო სუხიაშვილი – 1.1%, ანტონ ნიკოლაიშვილი – 0.9%, რუსუდან ჯერენაშვილი – 0.9%.5. რომპეტროლ საქართველოშემოსავალი: ₾ 979 მლნ.რომპეტროლი წარმოადგენს ჯგუფ KMG International-ის მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია KazMunayGaz-ის მფლობელობაშია. „რომპეტროლის“ მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა.მფლობელი: სუვერენული კეთილდღეობის ფონდი Samruk-Kazyna (ყაზახეთის მთავრობის საკუთრება).6. თეგეტა მოტორსი (ჯგუფი)შემოსავალი: ₾ 950 მლნ.თეგეტა მოტორსი საქართველოში ავტომობილების ერთ-ერთ უმსხვილეს დილერსა და ავტონაწილების ბაზრის მთავარ მოთამაშეს წარმოადგენს.მფლობელი: თემურ კოხოძე.7. ორი ნაბიჯიშემოსავალი: ₾ 879 მლნ.ორი ნაბიჯი საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერია. 2022 წლის ბოლოს თბილისსა და სხვა რეგიონებში კომპანია 400 მაღაზიას ფლობდა.მფლობელი: გოჩა ცქიტიშვილი – 33.34%, გიორგი ჩხეიძე – 33.33%, კახი ბექაური – 33.33%.8. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)შემოსავალი: ₾ 775 მლნ.მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომპანია 6 ჰიპერმარკეტს, 18 სუპერმარკეტსა და 71 პატარა ფორმატის სუპერმარკეტს ფლობს.მფლობელი: შპს Majid Al Futtaim Capital.9. პსპ ფარმაშემოსავალი: ₾ 745 მლნ.პსპ ჯგუფი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლებს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.მფლობელი: 95% – კახაბერ ოქრიაშვილი, 5% – თენგიზ ჯამელაშვილი.10. ავერსი ფარმაშემოსავალი: ₾ 738 მლნ.ავერსი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლების ქსელს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.მფლობელი:  67% – პაატა კურტანიძე, 33% – ნიკოლოზ კურტანიძე.ვრცლად: forbes.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი -აშშ-ზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ს საკმარისი ძალა ექნება რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ აშშ-ს ექნება საკმარისი ძალა, რათა პუტინზე ზეწოლით მიაღწიოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას“, – თქვა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დარჩეს ძალაში იქამდე, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს უკანონო ოკუპაციას. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არავის სურს გარკვეული ქვეყნის ომში ჩათრევა, თუმცა სამხედრო კონტინგენტის განლაგება უკრაინაში მნიშვნელოვანია სიტუაციის კონტროლისთვის და მონიტორინგისთვის.

📽️მიშას, რომ ქვეყანა და თბილისი არ ადარდებდა ეს თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, მაგრამ საკუთარი თავი უყვარს და ადარდებდა – ჯონდი ბაღათურია

„მიშა სააკაშვილს რომ ქვეყანა და თბილისი არ ადარდებდა ეს თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, მაგრამ საკუთარი თავი უყვარს და ადარდებდა...“ - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არცერთმა ინსტიტუტმა არ იმუშავა. მე პარლამენტის წევრი ვიყავი მაშინ. ჩვენ გვაქვს სპეცტელეფონები ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ვრეკავდი პრეზიდენტთან და პრეზიდენტი კი არა აპარატში არავინ იყო...არავინ არ იყო, მთავრობა არ იყო... ყველა გაქცეული იყო“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურია. 

სანდრო რაქვიაშვილი – ოპოზიციამ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოაჩინა, როგორც გამაერთიანებელი

არ მჯერა, რომ ის, რაც ხდება, სანქციები და ა.შ, ჩვენი ოპოზიციის დამსახურებაა, – განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.„უბრალოდ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები უფრო განიცდიან ჩვენ რეალობაზე, ვიდრე ჩვენივე კოლეგა ოპოზიციონერები. რადგან ისინი ასეთი წარმატებული რომ ყოფილიყვნენ, ზოგადად, მაშინ არ მოხდებოდა, ის, რაც ხდება ქვეყანაში. მე ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანებს, რომლებიც სრულიად არაადეკვატური განცხადებებით და ქმედებებით არიან დაკავებული ქვეყნის შიგნით, საზღვარს რომ გადაკვეთენ, უცებ ჭკვიანები ხდებიან და სხვანაირი უნარები უჩნდებათ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.მისი თქმით, ამისთვის არის მარტივი ტესტი, დანიშნულია არჩევნები, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნები მთავარი ამბავია, პარტიები არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობენ, ფაქტობრივად და რაც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შინაარსი, თუ კონტექსტი, ცესკო-ში განაცხადის შეტანამდე ფაქტობრივად, სამი თვეა დარჩენილი და არ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას ასეთ სიტუაციაში არ ჰქონდეს პოზიცია, იღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა.„არავის არ აქვს ეს გაცხადებული. ყველას აქვს გაცხადებული, რომ აი, ამ ვითარებაში არ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რა არის ეს ვითარება? ზოგს აქვს გაცხადებული, რომ საერთოდ ამის დრო არ არის, განხილვის. ვიღაც ამბობს, თუ გაუარესდა მდგომარეობა, მაშინ არ მიიღებენ მონაწილეობას და რას ნიშნავს ეს? ხომ შეიძლება, მაგალითად, ეთქვათ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თუ არ შეიცვლება, არ მივიღებთ მონაწილეობასო? გასაგები კრიტერიუმია, 15 ივლისი რომ დადგება, თუ დავინახავთ, რომ კალანდარიშვილია თავმჯდომარე, გვეცოდინება, რომ ეს პარტია არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვინმეს აქვს ასეთი მკაფიო განცხადება გაკეთებული? წარმოიდგინეთ პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე უბრალოდ, ვერც კი ყალიბდება, არჩევნებში იღებს თუ არა მონაწილეობას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოლოდინი აქვს 31 მარტთან დაკავშირებით, რადგან დაანონსებულია, რომ შეკრებაზე იქნება ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, ოპოზიციაც და მაგალითად, ლევან სანიკიძემ ისიც არ გამორიცხა, რომ ოპოზიციის გაერთიანების, ან კოორდინაციის შესახებ რამე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც იყოს გამოცხადებული, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ მას არაფრის არ სჯერა, სადაც სალომე ზურაბიშვილი იღებს მონაწილეობას.„უკვე იმდენჯერ გვაქვს ნანახი მისი ნებისმიერი ინიციატივის ჩავარდნა, მათ შორის, როცა ჩვენ გულწრფელად ვცდილობდით დახმარებას და ჩართული ვიყავით. გახსოვთ ალბათ, პირველი ინიციატივა ჰქონდა შერიგების, სადაც მე და იაგო ვიყავით პრეზიდენტის სასახლეში, მათ შორის, ირაკლი კობახიძეც იყო და მთელი ოპოზიცია ჩვენ გვლანძღავდა, როგორ მიდით პრეზიდენტთან, ის ხომ „ქოციაო“. უამრავი სხვა ასეთი წამოწყება ჰქონდა პრეზიდენტს და სანამ ჩვენ გვეგონა, რომ ის გულწრფელია ამ საქმიანობაში, ვცდილობდით, ჩვენც კონსტრუქციული პოზიცია გვქონოდა. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ არაფერი ამისგან არ გამოვა, რაც არ უნდა იყოს მიზეზი. გინდ ასე იფიქრეთ, გინდ ისე, არაფერი არ გამოვა და იმის შემდეგ მართლა არაფერი არ გამოსულა. „ქარტია“ ახსოვს ვინმეს? წინასაარჩევნოდ იყო საკოორდინაციო შტაბი არჩევნების გაყალბებისგან დასაცავად და გახსოვთ ეს შტაბი, იყო ვინმე, რომელიმე თქვენგანი იმ შტაბში, მაგრამ ხომ გამოაცხადეს? ასეთი შეიძლება, გაიხსენო მისი უამრავი ინიციატივა და ჩემი აზრით, უბრალოდ, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ოპოზიციამ დაუშვა, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოაჩინეს, როგორც გამაერთიანებელი. უბრალოდ, ცოტა სასაცილოც არის, რომ ახლა 31 მარტს სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხს გააერთიანებს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის და გახარიას გაერთიანება თუ გახსოვთ, მექსიკური სერიალის რაღაც ნაირსახეობა იყო. მივიდნენ, მოვიდნენ, ასე მოხდა, ისე მოხდა და მთელი ქვეყანა აკვირდებოდა, შედგება ეს გარიგება, თუ არ შედგება და რა მივიღეთ, რამე ხეირი იყო ამისგან? ის ორი ადამიანი ვერ გააერთიანა ქალბატონმა სალომემ და წარმოიდგინეთ „ნაციონალური მოძრაობა“, გვარამიას პარტია, ახალი პარტია შეიქმნა „თავისუფლების მოედანი“, რომელიც გამოეყო „ლელოსთან“ გაერთიანებას და ეს ხალხი როგორ უნდა გააერთიანო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა. 

ბოლო სიახლეები