აფხაზეთის ომის ვეტერანი ნუნუ ჯეირანაშვილი აფხაზეთის ომის დროს მომხდარ მძიმე ისტორიას იხსენებს.
„ძალიან მძიმე ცხოვრება მაქვს გავლილი. პირველი ალბათ 9 აპრილი იყო ჩემთვის. 3 თვე ვიწექი. მე უკვე თავდაცვაში ვმსახურობდი ოფიცერი ვიყავი. დღეს პოლკოვნიკი ვარ. 1993 წელი იყო, აფხაზეთის ომი. სნაიპერი ქალბატონი იყო. პრიბალტიკელი, რომელიც აი არ ვიცი გაწყვიტა ყველა. ჩავუსაფრდი, ხეზე ვიჯექი ორი დღე და ღამე. მესამე დღეს მანაც დამინახა. მეც დავინახე. ვაჯობე იმით, რომ ქამრით მივები ტოტს. ვერ დამინახა და გასროლა მოხდა ამით. დანაღმული იყო ყველაფერი, ნაღმზე, რომ ფეხი დაადგა ნაკუწებად გაქცევს. არ ვიცი რა მოხდა, ეს ნაღმი აფეთქდა და ჩამიტანა, ჩავიტანე მე. დაზვერვის ბიჭები ამბობენ, რომ 45 წუთი იყავიო დამარხული სანამ ამომთხარეს და ამომიყვანეს. მორგში დამდეს, იქ ვიყავი 3 დღე და ღამე. ცხედრები, რომ გამოჰქონდათ დასამარხად მაშინ ავამოძრავე თითი. ამით გადავრჩი…“ – იხსენებს ნუნუ ჯეირანაშვილი.

