ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული,
ეს არის დღე ერთგულებისა და სიყვარულისა.
ეს არის დღე დედათა სიმტკიცისა.
ეს არის დღე ქალთა ბუნების სიმტკიცისა.
შეგეწიოთ მარიამ მაგდალინელი, მარაიმ კლეოპასი, სალომე, იოანა, მართა, მარიამი, სუსანა და სხვათა დედათა მადლი

მენელსაცხებლე დედები არიან შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ
როგორი ერთგულება უნდა გამოიჩინოს ქალმა, დედამ, ღვთის მიმართ.
მაცხოვრის სიყვარულითა და ჭეშმარიტების მსახურებით ისინი არაფერს შეუშინდნენ. წამებისთვისაც
კი მზად იყვნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, ოღონდ არ დაშორებოდნენ მაცხოვარს და უფალმაც დააფასა მათი ერთგულება: იგი პირველად გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს – თავის
დედას და მერე – მენელსაცხებლე დედებს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია კიდევ იმით, არის ხსენება წმიდისა თამარ მეფისა. ჩვენ არ უნდა
წარმოვიდგინოთ, რომ თამარ მეფე იყო მხოლოდ ისტორიული პიროვნება, დიდებული მეფე.
თამარ მეფე დღესაც მეფობს და ეხმარება საქართველოს.
შევთხოვთ უფალს, რომ მენელსაცხებლე დედათა ლოცვით, წმიდა თამარ მეფის,
ნიკოდიმოსისა და იოსებ არიმათიელის ლოცვით ღმერთმა განამტკიცოს რწმენა, სიყვარული
და იმედი, სასოება, რადგან სადაც რწმენა, სიყვარული და იმედია, იქ აუცილებლად იქნება სიხარულიც.
შეგეწიოთ მათი ლოცვა-ვედრება, დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ მათმა მადლმა
