კვირა, მაისი 4, 2025

4 მაისის მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

საქართველოს უმეტეს ქალაქში 4 მაისს მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +18 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +17 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +19 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +14 – უმეტესად ღრუბლიანი

ფოთი +15 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +16 – უმეტესად ღრუბლიანი

ოზურგეთი +17 – უმეტესად ღრუბლიანი

ქუთაისი +21 – წვიმა

ამბროლაური +17 – უმეტესად ღრუბლიანი

ახალციხე +20 – წვიმა

ბორჯომი +16 – წვიმა

ბაკურიანი +14 – წვიმა

გორი +18 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +17 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +10 – წვიმა

გუდაური +5 – წვიმა

თელავი +16 – წვიმა

რუსთავი +18 – წვიმა

თბილისი +17 – წვიმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რუსეთისა და უკრაინის შერიგება „გარდაუვალია“ და „ეს დროის საკითხია“-ვლადიმერ პუტინი

რუსეთისა და უკრაინის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„მე მგონია, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, რომელსაც ჩვენ ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, – აღნიშნა პუტინმა რუსეთ-უკრაინის შერიგების საკითხზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი აღნიშნულ პოსტზე. პუტინის თქმით, ის მუდმივად ფიქრობს, ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე, თუმცა ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.„საბოლოო ჯამში, არჩევანი ადამიანებზეა, რუს ხალხზე, მოქალაქეებზე, ამომრჩევლებზე. რაიმეს სერიოზულად გაკეთების შანსი ნაკლებად ექნება ადამიანს, რომლის უკანაც არ დგას ხალხის ნდობა. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია. ამიტომ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, და მე ამაზე მუდმივად ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, და უმჯობესია რამდენიმე ადამიანი, რათა ხალხს ჰქონდეს არჩევანი, რომელსაც შეუძლია, მოიპოვოს ეს ნდობა ქვეყნის მოქალაქეებისგან“, – აღნიშნა პუტინმა.

თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩამოინგრა კორპუსში იატაკი, საცხოვრებელი სახლიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

თურქეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა

თურქეთში, ქალაქ დიარბაქირში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სეტყვა ნიგვზის სიდიდის იყო და ფოტოკადრებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ავტომობილები დააზიანა. მედიის ინფორმაციით, რეგიონში უამინდობა და ძლიერი წვიმა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.ძლიერი სეტყვის ამსახველი ვიდეოკადრებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ჯეი დი ვენსი – როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ

როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ, რამაც ათასობით ჩემი თანამემამულე იმსხვერპლა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის მიმართ არსებულ კრიტიკას რომის პაპის ფოტოსთან დაკავშირებით.ნეოკონსერვატორმა ბილ კრისტოლმა სოციალურ ქსელში ჯეი დი ვენსი მონიშნა და ჰკითხა, რას ფიქრობდა წმინდა მამის ასეთი უპატივცემულობით და დაცინვით.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. ამის გამო დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ.

დონალდ ტრამპს რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. სურათზე გამოსახულია ტრამპი, რომელიც რომის პაპის სკამზე ზის, შემოსილია პაპის სამოსით და თავსაბურავით, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი ზემოთ აქვს მიმართული.პოსტი იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც მთელ მსოფლიოში კათოლიკეები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ და შემდეგი პაპის არჩევნებისთვის ემზადებიან.მანამდე ტრამპმა ამ საკითხზე ხუმრობით თქვა, რომ მას „თავად სურს, იყოს პაპი“.ტრამპის ამ სურათს ნიუ იორკის კათოლიკური კონფერენცია გამოეხმაურა, რომელშიც ამ შტატის ეპისკოპოსები შედიან.„ამ ფოტოში სასაცილო არაფერია, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ახლახან დავკრძალეთ ჩვენი საყვარელი პაპი ფრანცისკე და კარდინალები მალე დაიწყებენ საზეიმო კონკლავს წმინდა პეტრეს ახალი მემკვიდრის ასარჩევად. ჩვენი დაცინვა საჭირო არ არის“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.ტრამპის პოსტი იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მატეო რენციმაც გააკრიტიკა.

ბოლო სიახლეები