ორშაბათი, ივნისი 2, 2025

33 წლის ბიჭი-ამიკო გოგიტიძე, რომელიც თავდადებულად შრომობს ამირან გამყრელიძესთან, პაატა იმნაძესთან და თენგიზ ცერცვაძესთან ერთად, ფაქტიურად 2 თვე არ უძინიათ

ეს 33 წლის ბიჭი-ამიკო გოგიტიძე, რომელიც თავდადებულად შრომობს ამირან გამყრელიძესთან, პაატა იმნაძესთან და თენგიზ ცერცვაძესთან ერთად და რომელსაც ფაქტიურად არ უძინია 2 თვე, წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას.

იგი, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის საბჭოს წევრი, ყველაფერს აკეთებს მთელი ქვეყნის მაშტაბით კორონა-ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციისთვის, კარანტინის და თვითიზოლაციაში მყოფი ხალხისათვის და პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის.

სწორედ ამიტომ მინდოდა საჯაროდ გადამეხადა მადლობა ამ პიროვნებისთვის!

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ღიაა სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად

აშშ-ის პრეზიდენტი ღიაა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სტამბოლში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ღიაა შესახვედრად, თუ ეს საჭირო იქნება, მაგრამ მას სურს, რომ ორივე ლიდერი და ორივე მხარე ერთად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს ვნახეთ, როგორ შეძლო ორივემ მხარემ ამის გაკეთება“, – თქვა ლევიტმა.შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს. აღნიშნულზე, მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმაც.

ზელენსკი აცხადებს, რომ 24-25 ივნისს NATO-ს სამიტზე უკრაინაცაა მიწვეული

24-25 ივნისს ჰააგაში NATO-ს სამიტზე უკრაინაცაა მიწვეული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.Zoom-ში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.„ჩვენ მიგვიწვიეს NATO-ს სამიტზე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.თუმცა ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა სახით იქნება უკრაინა წარდგენილი სამიტზე.შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუტესთან სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ საუბრა. რუტემ და ზელენსკიმ ასევე განიხილეს უკრაინის შემდგომი დახმარების ნაბიჯები.

ასაკით უფროსი ულამაზესი ცოლი, ჰოლივუდის ფილმში შესრულებული მთავარი როლი და უნიჭიერესი მსახიობი გერი- თორნიკე გოგრიჭიანისა და ნინო ქორიძის ოჯახი

 თორნიკე გოგრიჭიანს ქართული თეატრისა და კინოს მაყურებელი კარგად იცნობს. ბევრი აღიარებს მის ნიჭიერებას და პროფესიონალიზმს.თორნიკე ფართო საზოგადოებამ სერიალით "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო. მოგვიანებით, მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ასევე პოპულარულ სერიალებში "ტიფლისი" და "ხელოვნური სუნთქვა". სულ ცოტა ხნის წინ კი, სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად, Netflix-ის ფილმ Extraction 2-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც პარტნიორობას ცნობილ მსახიობს, კრის ჰემსუორთს უწევდა.კარიერის გარდა, ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა თორნიკეს პირადი ცხოვრება. მისი მეუღლე "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის, კახა ქორიძის ქალიშვილი ნინო ქორიძეა. ნინო ქორიძე 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც შვილი, ირაკლი კვირიკაძე შეეძინა. მათი ოჯახი მალევე დაინგრა. ნინო მეორედ 21 წლის ასაკში გათხოვდა - მისი მეუღლე კოტე გოგელია იყო, თუმცა მათი ურთიერთობაც მალე დასრულდა. თორნიკემ და ნინომ ერთმანეთი სერიალის - "გოგონა გარეუბნიდან" გადაღებებზე გაიცნეს. მათმა ურთიერთობამ თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - მაშინ თორნიკე 24 წლის იყო, ხოლო ნინო - 37-ის. წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს."როცა ჩემს ცხოვრებაში თორნიკე გამოჩნდა, სიყვარულის ან ოჯახის მოლოდინი საერთოდ არ მქონდა. როგორც წესი, ასეთ რაღაცებს ვერ დაგეგმავ. ჩვენი სიყვარული ძალიან სწრაფად განვითარდა, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შორის რაღაც აფეთქება მოხდა... გამორიცხულია, სიყვარულს მტერი არ ჰყავდეს და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. დღემდე არ ვიცი, ვიღაცებს ჩვენი ერთად ყოფნა რატომ არ უნდოდათ. ყველაფერი გადავლახეთ, დღეს კი ოჯახური ცხოვრება ძალიან ჰარმონიულია... როცა ვთხოვდებოდი, ამბობდნენ, ძალიან ცუდია, როდესაც ქალი კაცზე უფროსიაო. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ამის პლუს–მინუსები. ამის შემჩნევა ალბათ გვერდიდან უფრო შეიძლება. თორნიკე ჩემზე პატარა იქნება, დიდი თუ ჩემი ასაკის, რა მნიშვნელობა აქვს? ეს მთავარი არ არის. ჩვენ შორის ურთიერთობა შედგა, აღმოჩნდა, რომ თანამოაზრეები ვართ და თანხვედრა მოხდა.  ჩემთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, ირაკლი როგორ მიიღებდა თორნიკეს, მეტი არაფერი. თორნიკე და ირაკლი კარგად უგებენ ერთმანეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.ბედნიერი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, ესაა ყველაფრის თავი და თავი. ვინ როგორ აღიქვამს სიყვარულს და რას დაარქმევს, ეს უკვე ინდივიდუალურია. ყველას თავისი სიყვარული ყველაზე მაგარი ჰგონია" - ამბობდა ნინო ქორიძე. 

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დაემშვიდობა

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა.ქართველმა ფეხბურთელმა „ეიბართან“ ითამაშა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვალენსიური კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.„პირველ რიგში, მინდა, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს გადავუხადო, რადგან ვარჯიშებისას, მათ ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს, რომლებიც ბოლო მომენტამდე ჩემ გვერდით იყვნენ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ყველა ადამიანს, რომლებიც „ლევანტეში“ მუშაობენ. აქ 19 წლის მოვედი. ბიჭი ვიყავი, როდესაც გუნდში შემოვაბიჯე და ლევანტეს კაცი ვტოვებ. უღრმესი მადლობა. თქვენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს დამშვიდობება არაა, კიდევ შეხვდებით“-  განაცხადა ფეხბურთელმა.გიორგი მომავალი სეზონიდან ერთ-ერთ გამორჩეულ პორტუგალიურ გუნდში, ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგაზეც იქნება წარმოდგენილი.ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და მთავარ გუნდში ყველა ტურნირზე 66 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 103 წლისაა

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 103 წლისაა- ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო იმერეთი'' ავრცელებს ,,ის გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორია. უხუცესი ქალბატონი 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი; აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა; იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში- ვკითხულობთ ,,ინფო იმერეთის''- ვებ-გვერდზე.

ბოლო სიახლეები