სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025

33 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

33 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემით დასრულდა.

1992 წლის 14 აგვისტოს  საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა.

შსს-ს ჯარების შესვლა აფხაზეთში რკინიგზის დაცვას ითვალისწინებდა.   კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა.

სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში.

სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.

საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთში მთლიანად განადგურდა რკინიგზა, 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა.

ასევე დაუზუსტებელი ინფორმაიით 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, დროშას გამოფენენ, ჰიმნს იმღერებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ დააყენებს

გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, „სლავა უკრაინის“ შესაბამის პასუხს გასცემენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ დააყენებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, როცა აშშ გვერდზე გაიწია და მშვიდობაზე საუბარი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ევროპას არანაირი გეგმა არ გააჩნია.„გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, თითქოს შენ ხარ მათი სადარდებელი, გადაყოლილი არიან, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, „სლავა უკრაინის“ შესაბამის პასუხს გასცემენ, ამ ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ არ დააყენებს. ამას ვხედავთ ჩვენ დღეს უკრაინის მაგალითზე, როდესაც ევროპამ განსაკუთრებით, რომელიც დღემდე კვლავ ფარისევლურად იმეორებს, რომ ბოლომდე უკრაინის გვერდზე დგას, თუმცა რეალურად საქმით ამას ვერ აჩვენებს. ვნახეთ, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატები ცოტა გვერდზე გაიწია, დაიწყო მშვიდობაზე საუბარი, ვნახეთ, რომ არანაირი გეგმა არ აქვთ, რაც გვაჩვენებს მათ მსგავსებას ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასთან, გეგმა რომ არ აქვთ, ზუსტად ეს მდგომარეობაა დღეს ევროპაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

გია ვოლსკი – არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გადაიქცნენ, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება ამ მძიმე რეალობით არის განპირობებული

ვიდრე ამერიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ თავის დამოკიდებულებას შეცვლიდა, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შინაარსი შეიცვალა. ეს ორგანიზაციები იარაღად გადაიქცნენ ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, სადაც რუბიომ აღნიშნა: „ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა – არასამთავრობო ორგანიზაციებს“.„პერფორმანსი, რომელსაც „ენჯეოები“ აჩვენებენ, იმ კეთილ იდეას არ შეესაბამება, რასაც ქვეყნების განვითარებისთვის დახმარება ჰქვია. მართვის და თან უხეში მართვის მექანიზმებად იქცნენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანებული საზოგადოება ადამიანების გუნდად გადაიქცა, რომელთა შემოსავალი ექსტრემიზმის განვითარებიდან ყალიბდება. ანუ, მათ პროფესიად იქცა ექსტრემიზმი, რევოლუციონერობა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელში აიღეს სისტემის მართვა. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება განპირობებულია არა პოლიტიკური გემოვნებით, არამედ იმ მძიმე რეალობით, რაც მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების სახეცვლილებამ გამოიწვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი – როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა, არ დამიწყოთ ახლა, პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო, ყველას გვმართებს დაფიქრება

ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ახლანდელ ვითარებაზე ყველას მართებს დაფიქრება.„არ დამიწყოთ ახლა, პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო. ნეპალში ჯენზის არცერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი (ჩემმა ჯენზი შვილმა ნიკუშამ, რომელიც მაშინ ნეპალში იმყოფებოდა, მომიყვა) და ასევე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დასაცავად ამ ცოტა ხნის წინ მხოლოდ ჯენზი გამოვიდა, პოლიტიკოსების გარეშე.პოლიტიკოსებმა ძირითადად თავდადება გამოავლინეს, არ შეუშინდნენ რა ყვარყვარეს ციხეს. თავდადება აჩვენეს ჯენზი ახალგაზრდებმაც, ხოლო ახლანდელ სიტუაციაზე ყველას გვმართებს დაფიქრება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.„დღეს შუადღისას „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტ ზელენსკისა და დამსწრე ლიდერებს ორი მთავარი პრიორიტეტის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია: უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვის მზადყოფნის გაზრდა. ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის გადარჩენას ხელს შეუწყობს და ეს ევროპული თავდაცვის გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.მისი თქმით, „რეპარაციული სესხის წინადადება კომპლექსურია, მაგრამ იგი რუსეთისთვის ომის ფასს ზრდის“.„წინადადება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ ნაღდი ფულის ბალანსს ეფუძნება. ამ ბალანსის რეპარაციისთვის გამოყენება მოხდება. მაშინ, როდესაც უკრაინა დიპლომატიურ ძალისხმევაშია ჩართული, რუსეთი დროს აჭიანურებს, დიპლომატიას დასცინის და დარტყმების რაოდენობას ზრდის. ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ ომში აგრესორი და ვინ მსხვერპლი. რუსეთი ამ სასტიკი ომით ჩვენს გაყოფას ცდილობდა, თუმცა საპირისპიროს მიაღწია. ახლა ჩვენი კავშირები ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, აომორის პრეფექტურაში დაფიქსირდა.ჰოკაიდოს, აომორისა და ივატეს პრეფექტურებში ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.მოსალოდნელია, რომ ტალღების სიმაღლე სამ მეტრს გადააჭარბებს.ცუნამის პირველი, 40 სმ-იანი ტალღები უკვე დააფიქსირეს აომორიში.

ბოლო სიახლეები