ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

33 წლის წინ დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა სისხლიანი კალო დაუტრიალეს საქართველოს პატრიოტებს, დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ – გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია X-ზე 1992 წლის 2 თებერვალს მომხდარ მოვლენებს იხსენებს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს, რომლებიც ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.

გამსახურდია აღნიშნავს, რომ 33 წლის წინ დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა სისხლიანი კალო დაუტრიალეს ზვიადის მომხრეებს და დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ოცნების სფეროდ დარჩება.

„დღეს მძიმე დღეა, 33 წლის წინ, დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა, ასევე მოქმედმა წევრებმა, სისხლიანი კალო დაუტრიალეს, საქართველოს პატრიოტებს, ზვიადის მომხრეებს. დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ქონდეთ. მაგრამ, ეს მხოლოდ მათი ოცნების სფეროდ დარჩება, სხვა არაფრად.”- წერს გიორგი გამსახურდია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გთხოვთ გაავრცელეთ იქნებ ვინმემ იცნოთ-თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ – ის ფეხმძიმედაა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ტერიტორიიდან დაკარგულ ახალგაზრდა ქალს, ნინო ციცვიძეს ეძებენ. როგორც დაკარგული ქალის მეგობარი აცხადებს, ბოლოს ნინო ოთხშაბათს ნახეს და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.აღსანიშნავია, რომ 7 თვის ფეხმძიმეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ნებისმიერი სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ 112-ში, ან დარეკოთ ნომერზე 579 12 82 24.

რა ხდება რუსთავში, სადაც ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შარტავას გამზირზე მანქანა 25 წლამდე ქალს დაეჯახა. შემთხვევა გადასასვლელზე მოხდა, შეჯახების შემდეგ ავტომობილს მეორე ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნუ მთხოვთ იმის კეთებას, რაც არ მინდა ! ნუ მთხოვთ იქ დგომას ან ჯდომას, სადაც არ მინდა ! გავაპროტესტებ იმას რასაც მე ჩავთვლი რომ...

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას დააკავეს.

ოლაფ შოლცი – მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს

მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა. ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ვაჭრობისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ, ასევე აშშ-ის მიერ რამდენიმე ქვეყნისთვის მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ ისაუბრეს. „რაც შეეხება ევროკავშირს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძლიერი ეკონომიკური სივრცე. მას აქვს საკუთარი მოქმედების არეალი და ამ ძალაზე დაყრდნობით, ჩვენ ასევე შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ შევეცდებით, გავაგრძელოთ ეკონომიკური ურთიერთობები თანამშრომლობის პერსპექტივით. გლობალიზაცია, საქონლის მსოფლიო მასშტაბით გაცვლა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, რამაც ჩვენ, ყველას კეთილდღეობა მოგვიტანა გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, აშშ-ში, ასევე მსოფლიოს მრავალ სხვა ნაწილებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ დავყოთ მსოფლიო მრავალი სავაჭრო ბარიერით, არამედ მომავალშიც შევძლოთ საქონლისა და მომსახურების გაცვლის უზრუნველყოფა“, – განაცხადა შოლცმა. თავის მხრივ, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ სურს ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა აშშ-სთან და ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც განუცხადა.

ბოლო სიახლეები