Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
თამარ მეფე
საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მეფე ქალი მე-12 საუკუნის ბოლოს და მე -13 საუკუნის დასაწყისში მეფობდა. მის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი.
საქართველოში თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს და 14 მაისს მისი ხსენების დღეს.
