ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026

30 მარტს თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი MICROB გაიმართება

30 მარტს, თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი MICROB გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ ისეთი DJ-ბი, როგორებიც არიან: ნიკიტა ზაბელინი, ვაკულა, დაშა რედკინა და სხვა.

ნიკიტა ზაბელინი რუსი პროდიუსერი და DJ-ია. მისი ჩანაწერები ჩანაწერები გამოიცემა трип, Hi Freaks, Faut Section ლეიბლებზე. ის ასევე არის Resonance Moscow-ის წვეულებების სერიის დამაარსებელი და მოსკოვის ანდერგრაუნდ სცენის აქტიური მონაწილე.

უკრაინელი პროდიუსერი და DJ Vakula 2008 წელს გამოჩნდა სცენაზე და მალევე მიიქცია ყურადღება. მისი მუსიკა, რომელიც ხასიათდება ჰიპნოტური ტექნო ჟღერადობით, გამოიცემა Firecracker Recordings-ზე.

ბერლინში მოღვაწე რუსი DJ-ის დაშა რედკინას სეტები გამოირჩევა ჟანრებს შორის მოულოდნელი ცვალებადობებით და კოსმიური ხმებით. Dasha არის კლუბ ARMA17-ის რეზიდენტი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება Nara – ერთ-ერთი ქართველი არტისტის ახალი ტექნო პროექტი, რომელიც ახლახანს გამოჩდნა ქართულ საკლუბო სცენაზე. ასევე, გიორგი კაკოიშვილის და სოლო გაგუას ახალი პროექტი.

თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის აქტიური და გამოცდილი მონაწილე Giorgi Mozgovoi წარმოადგენს თავის ახალ ინოვაციურ, ვიზუალურ ლაივ შოუს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს და არა ვლადიმერ პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას და არა ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ ტრამპმა „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.„ვფიქრობ, პუტინი მზად არის გარიგებისთვის. უკრაინა ნაკლებად არის მზად“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი სახმელეთო კონფლიქტის დასრულება, რასაც ტრამპმა მხოლოდ ერთი სიტყვა უპასუხა – „ზელენსკი“.შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რატომ მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს მოლაპარაკებებს.დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხეს, შეხვდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, მომავალ კვირას, მან უპასუხა – „შევხვდები – თუ იქ იქნება. მე იქ ვიქნები“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აქციის მონაწილეების ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს, ეს საკითხი არ დგას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით, დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები არ აქვს.„ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. ჩამოხრჩობის საკითხი არ დგას“,- აღნიშნა არაღჩიმ Fox News-სთან ინტერვიუში.ამასთან, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო აქციები სინამდვილეში ტერორისტული ოპერაციები იყო და არა უბრალოდ დემონსტრაციები.„იყვნენ ტერორისტული ჯგუფები. მათ გამოიყენეს ისლამური სახელმწიფოს სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა როგორც პოლიციელებზე, ასევე ხალხზე“,- განაცხადა არაღჩიმ.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტერორისტები ცდილობდნენ მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდას ერთი მიზნით – დონალდ ტრამპის კონფლიქტში ჩართვისთვის.„პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ თუ მკვლელობები მოხდებოდა, ის ჩაერეოდა. მათ სურდათ მისი კონფლიქტში ჩათრევა. ეს იყო ზუსტად ისრაელის შეთქმულება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ, გაეზარდათ მსხვერპლთა რაოდენობა, დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ ასობითაა. ზუსტი მონაცემები ძალიან მალე, შესაძლოა, დღეს საღამოს გამოაცხადოს ჩვენმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა

ირანელი აქტივისტი, ერფან სოლტანი, დღეს, სიკვდილით არ დასჯილა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ოჯახის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემა წერს, რომ ირანელი დემონსტრანტის ოჯახის ცნობით, ერფან სოლტანი შესაძლოა სიკვდილით ნებისმიერ დროს დაისაჯოს.ცნობისთვის, 26 წლის აქტივისტი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Hengaw-ის ცნობით, ის კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი პირველია, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან მოცფელდი აცხადებს, რომ გრენლანდია მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მოცფელდტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამერიკის საკუთრება გახდებიან.„ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება“, – განაცხადა მოცფელდტმა.გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და გრენლანდიას სჭირდებათ, დაუბრუნდნენ „ნორმალიზებულ ურთიერთობას, რომელიც ადრე არსებობდა“.ვივიან მოცფელდის თქმით, ორივე ქვეყნის ინტერესებშია ბალანსის პოვნა.„ჩვენ ვართ მოკავშირეები, ჩვენ ვართ მეგობრები“, – აღნიშნა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ცნობისთვის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოცფელდმა შეხვედრა გამართეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრაზე მხარეები გრენლანდიის საკითხზე მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

ინგლისის ქალაქ შეფილდში მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა წარმოადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულ მოცეკვავეთა წყვილმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ.მათ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და მსაჯებისგან 75,96 ქულა დაიმსახურეს, რაც მანამდე გამოსულ ყველა მონაწილეზე მაღალი მაჩვენებელი იყო.რჩებოდა ერთი წყვილი: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანელები – ნიკიტა ვოლოდინი და მინერვა ფაბიენ ჰასე. მათ ასპარეზობა 74,81 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს.ასე და ამგვარად, მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილია. ევროპის ჩემპიონი ხვალ, თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ გაირკვევა. შეჯიბრება 15 იანვარს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

ბოლო სიახლეები