30 მარტს, თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი MICROB გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ ისეთი DJ-ბი, როგორებიც არიან: ნიკიტა ზაბელინი, ვაკულა, დაშა რედკინა და სხვა.
ნიკიტა ზაბელინი რუსი პროდიუსერი და DJ-ია. მისი ჩანაწერები ჩანაწერები გამოიცემა трип, Hi Freaks, Faut Section ლეიბლებზე. ის ასევე არის Resonance Moscow-ის წვეულებების სერიის დამაარსებელი და მოსკოვის ანდერგრაუნდ სცენის აქტიური მონაწილე.
უკრაინელი პროდიუსერი და DJ Vakula 2008 წელს გამოჩნდა სცენაზე და მალევე მიიქცია ყურადღება. მისი მუსიკა, რომელიც ხასიათდება ჰიპნოტური ტექნო ჟღერადობით, გამოიცემა Firecracker Recordings-ზე.
ბერლინში მოღვაწე რუსი DJ-ის დაშა რედკინას სეტები გამოირჩევა ჟანრებს შორის მოულოდნელი ცვალებადობებით და კოსმიური ხმებით. Dasha არის კლუბ ARMA17-ის რეზიდენტი.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება Nara – ერთ-ერთი ქართველი არტისტის ახალი ტექნო პროექტი, რომელიც ახლახანს გამოჩდნა ქართულ საკლუბო სცენაზე. ასევე, გიორგი კაკოიშვილის და სოლო გაგუას ახალი პროექტი.
თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის აქტიური და გამოცდილი მონაწილე Giorgi Mozgovoi წარმოადგენს თავის ახალ ინოვაციურ, ვიზუალურ ლაივ შოუს.