ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 30 იანვარს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონის რამდენიმე უბანს. ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.
გაზმომარაგება შეუწყდება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 115-ში (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის № 45ა ) მდებარე საცხოვრებელ კორპუსის და მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.