ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

30 იანვარს ისნის რაიონის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 30 იანვარს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონის რამდენიმე უბანს. ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

გაზმომარაგება შეუწყდება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 115-ში (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის № 45ა ) მდებარე საცხოვრებელ კორპუსის და მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციისთვის მთავარია, რომ ევროკავშირის ელჩმა ხელი ჩამოართვას, ისინი 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, თუმცა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებაზე არ მოვიდნენ

ორი დღის წინ ოპოზიციამ შანსი არ გამოიყენა, როცა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება იყო, იქ არ მივიდნენ. ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტს არ დაესწრო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მათ შანსი ჰქონდათ, თანამონაწილენი ყოფილიყვნენ დიდი მოვლენის, რომელიც ქვეყნის ისტორიაში იშვიათად ხდება.„26 მაისის აღნიშვნას დილით არ აპირებენ, როგორც მთელი ქვეყანა აღნიშნავს, როცა წვევამდელები ფიცს დადებენ? – როგორც ჩანს, არც ამის მონაწილეები, უნდათ, იყვნენ. ჩვენი ქვეყნის არც სულიერი მხარე აინტერესებთ და არც სახელმწიფოებრივი. მათი ინტერესია, ქვეყნის გარეთ მათ თავებს როგორ დათვლიან. მათი მიზანია, რომ ქვეყნის გარეთ პატრონებს დაენახონ, რათა მათ მიმართ მოწყალება გაიღონ, ერთი-ორი ცენტი გამოიყონ. ოპოზიციისთვის მთავარია, რომ ევროკავშირის ელჩმა ხელი ჩამოართვას. ისინი 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ. ისიც ვნახეთ, მათ როგორ არ იხუტებს ქართველი ხალხი. მათ უცხოელები ყალბ იმედებს უქმნიან, რომ მათი მხარდაჭერით, ხელისუფლებაში ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოიყვანენ. ამას ვხედავთ კიდეც, 2024 წლიდან მოყოლებული, რომ გარედან ქართველი ხალხის ნების გადატეხას ცდილობენ იმისთვის, რომ რამენაირად ხელისუფლებაში სააკაშვილი და მსგავსი ჯგუფები მოიყვანონ. ის, ვინც ქართველ ხალხს ზურგს აქცევს, მათ ზურგს ქართველი ხალხიც აქცევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი იოანე X საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს მისალოც წერილს უგზავნის

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი იოანე X სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს მისალოც წერილს უგზავნის.„ღრმა და გულწრფელი სიხარულით მივიღეთ თქვენი ამაღლების ამბავი საქართველოს საპატრიარქო ტახტზე, ჩვენი ძმის, სამგზის ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შემდეგ. ჩვენი სახელით და ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეთა სახელით, თქვენს უწმინდესობას ვუგზავნით ჩვენს გულთბილ მილოცვებს. ვთხოვთ ქრისტე ღმერთს, მოწყალე უფალს და ყოველგვარი ნუგეშის წყაროს, რომ თქვენ გვერდით დადგეს თქვენ მიერ მისი კურთხეული სამწყსოს გაძღოლის დროს და ღვთაებრივი ხსნის წყაროებისკენ წარმართვისას. ასევე ვლოცულობთ ღვთაებრივი წყალობისთვის ჩვენი გარდაცვლილი ძმის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულისთვის.ვლოცულობთ თქვენთვის და საქართველოს ეკლესიისთვის, რომელთანაც ქრისტიანობის დასაბამიდან ისტორიული კავშირები გვაკავშირებს. თქვენ და თქვენი კეთილი ხალხი ყოველთვის იმყოფებით ანტიოქიის ეკლესიის შვილთა ლოცვებში, ეკლესიისა, რომელმაც მსოფლიოს „ქრისტიანები“ უწოდა და რომელმაც ყოველთვის შეინარჩუნა ყველაზე მჭიდრო და თბილი ურთიერთობა საქართველოს ეკლესიასთან, ეკლესიასთან, რომელიც ქრისტეს მოწმეა და სამოციქულო რწმენა ყველაზე ბნელ დროსაც კი შეინარჩუნა. განვაახლებთ ჩვენს ლოცვებს და ვთხოვთ ზეციურ სიძეს, რომ ყველანი ღირსნი გვყოს, აღვადგინოთ პანმართლმადიდებლური თანამშრომლობა იმ რთულ ვითარებაში, რომელსაც ჩვენი სამყარო განიცდის“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

საბედისწერო წამები გარდაბანში – რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.  ერთი  დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი.ვრცელდება კადრები რა მოხდა, ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე.გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

სი ძინპინი – ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები, ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და პეკინი პარტნიორები იყვნენ და არა მეტოქეები.„ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები და თითოეული ქვეყნის წარმატება მეორისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს. ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს. თანამშრომლობისას ორივე მხარე იგებს, დაპირისპირებისას კი ორივე წაგებული რჩება. ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები“,- განაცხადა სი ძინპინმა.ჩინეთის ლიდერმა ასევე განმარტა, რომ ტაივანის საკითხი აშშ-ჩინეთს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია. მისი თქმით, ეს საკითხი თუ სწორად მოგვარდა, ორმხრივი ურთიერთობები სტაბილური დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ორი ქვეყანა შეიძლება, შეეჯახოს ერთმანეთს ან კონფლიქტიც კი წარმოიშვას“.სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არსებობს.„მინდა, პრეზიდენტთან აზრები გავცვალო ორივე ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთად ვმართოთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების უზარმაზარი გემი. დაე, 2026 წელი გახდეს ისტორიული და გამორჩეული წელი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში – წელი, რომელიც წარსულს გააგრძელებს და ახალ თავს გახსნის“, – განაცხადა სი ძინპინმა.

დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა – ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს, თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია,...

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე დაიწყო. ამ წუთებში ტრამპი ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან მართავს მოლაპარაკებებს.შეხვედრას შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი ესწრებიან.დონალდ ტრამპმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე სი ძინპინს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა იქნება.„არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო“, – უთხრა დონალდ ტრამპმა სი ძინპს.შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სი ძინპინთან ურთიერთობა ნებისმიერ წინა სახელმწიფო მეთაურთა ურთიერთობაზე გრძელვადიანი და მჭიდროა.„მე და თქვენ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ. სინამდვილეში, ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტთა ურთიერთობაზე გრძელია. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს ვპოულობდით, პირდაპირ ვურეკავდით ერთმანეთს. ბევრმა არ იცის, მაგრამ პრობლემა რომ წამოიჭრებოდა, ძალიან სწრაფად ვაგვარებდით და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიური საერთო მომავალი გველოდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები