დღეს საქართველოს დამსახურებული არტისტის, გია ბურჯანაძის, დაბადების დღეა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს დაბადების დღეს გია ბურჯანაძეს და უსურვებს კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას.
გია ბურჯანაძე, წლებია, წარმატებით საქმიანობს როგორც თეატრში, ისე კინოში. იგი სხვადასხვა პერიოდში იყო კინომსახიობთა (1980-1987 წწ.), კოტე მარჯანიშვილის სახელობის (1981 წ.); ფოთის ვ. გუნიას სახელობის (1984-1985 წწ.) თეატრების მსახიობი. 1985 წლიდან იგი კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობს.
მონაწილეობდა და საინტერესო სახეები შექმნა სპექტაკლებში: „ოთარაანთ ქვრივი“, „ანა კარენინა“, „შენკენ სავალი გზები“, „გრაალის მცველნი“, „მეფე ლირი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მედეა“ და სხვ.; მონაწილეობს ფილმებში: „წიგნი ფიცისა“, „თეთრი ბაირაღები“, „დუბროვსკი“”, „პრემიერა“, „ცეცხლთან თამაში“, „დიმიტრი მეორე“ და სხვა.
1991 წელს მსახიობმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო.
3 მაისი გია ბურჯანაძის დაბადების დღეა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის სექტორის განვითარების შესახებ იმსჯელეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და სემეკის მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებსა და ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი მსხვილი ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გახსნეს.რექტორმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილა და ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.დავით გურგენიძის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგებისა და ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.„ენერგეტიკის სექტორი საქართველოს მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ენერგეტიკის სისტემაში. ძლიერი, ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგების ეფექტიანი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა და ინდუსტრიებმა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და ერთად ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობა.უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ მყარი თეორიული საფუძველი, არამედ თანამედროვე ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი მისიაა ისეთი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და გლობალურ გამოწვევებზეც შეძლებენ რეაგირებას.ვიმედოვნებთ, სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიზნის მისაღწევად, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალი პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციას და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა რექტორმა.სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.„დღეს ჩვენ გავეცანით ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლების პროცესში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიიღონ თეორიული და პრაქტიკაზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალ ენერგეტიკოსად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტს 95-წლიანი ისტორია აქვს და არის ლიდერი ენერგეტიკოსების ჩამოყალიბების მიმართულებით. სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომისიაში დასაქმებული არაერთი პროფესიონალი ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კომისიაში სტაჟირება გაიარა ტექნიკური უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წარმატებით დასაქმდნენ არა მარტო კომისიაში, არამედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებში. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებას და ახალგაზრდების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ინდუსტრიებს შორის ქმედითი კოოპერაციის აუცილებლობაზე იმ მიზნით, რომ სექტორისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდეს ახალგაზრდა კადრები და გაცილებით ეფექტიანად წარიმართოს კვლევითი საქმიანობა.ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებსა და ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის ექსპერტმა გია არაბიძემ, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და სხვა მოწვეულმა პირებმა.ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც რექტორმა დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მოაწერეს ხელი.როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მემორანდუმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში განათლების პოპულარიზაციას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების შემუშავებას. უნივერსიტეტი და სასწავლო ცენტრი ერთობლივად იზრუნებენ თემატური სამეცნიერო ღონისძიებების მოწყობის, ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალის გაზიარების, ასევე, სტუდენტებისა თუ პერსონალის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტთათვის სტაჟირებისა და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებას.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა დისკუსია, რომელზეც იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. გარდა ამისა, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას - ტექნიკურ და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას, მათი ფუქციონირებისა და საგანმანათლებლო-პრაქტიკული სწავლების სპეციფიკას.
გიორგი ჩიკვაიძის დედა – ეს არის იუდას გადაწყვეტილება – ეტლს მიჯაჭვული მოიყვანეს, რათა მისთვის ეთქვათ, რომ 9 წლით გაუშვეს ციხეში
ჩემი შვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება არის იუდას გადაწყვეტილება. გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და მოსამართლე იზა კელენჯერიძე არიან მონაწილეები ჩემი შვილის მკვლელობის მცდელობის. ეს უმძიმესი ავადმყოფი ადამიანი, ეტლს მიჯაჭვული მოიყვანეს აქ, რათა მისთვის ეთქვათ, რომ ცხრა წლით ციხეში გაუშვეს, - ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებულის, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მისი შვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.ეკა წერეთლის შეფასებით, მისი შვილის მსგავსად, სრულიად უდანაშაულოა ირაკლი პაპიაშვილიც, რომელსაც სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა.„სასამართლოს დარბაზში ბორკილები დაადეს სრულიად უდანაშაულო ადამიანს, მის თანამშრომელს, ირაკლი პაპიაშვილს. სტუდენტი, კეთილშობილი, აბსოლუტურად პატიოსანი და უდანაშაულო ადამიანი 8 წლით გაუშვეს ციხეში. არავინ არასდროს დამიწყევლია - განაცხადა ეკა წერეთელმა.თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულები - გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
მოსკოვისკენ მიმავალი ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა
მოსკოვისკენ მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში იძულებითი დაშვების მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში თავდაცვის სისტემების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გახდა.შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ, მოგვიანებით ვუჩიჩის თვითმფრინავს მოსკოვში გაფრენის უფლება მისცეს.ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთის დედაქალაქში მიემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს, წითელ მოედანზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში.
ირაკლი კობახიძე – ევროპა თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია
ევროპა თუ მოახერხებს არსებითად „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება, მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კითხვაზე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან სანქციებს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ყველაზე მეტად აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი, მოქმედებენ „დიფ სთეითის“ კარნახით და ეს ყველაფერი სწორედ ამას უკავშირდება.„ბალტიისპირეთის ქვეყნებს ყველაზე მეტად აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და ამ ყველაფერს უკავშირდება ის, რომ ისინი მთლიანად მოქმედებენ „დიფ სთეითის“ კარნახით. შესაბამისად, სამწუხაროდ, ყველაზე აქტიურად სწორედ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის, იმიტომ, რომ განსაკუთრებული სენტიმენტები გვაქვს, როგორც ესტონელი, ასევე ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ. ჩვენთვის დასანანია, სამწუხაროა და სწორედ ამიტომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთან. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვისკენ მათი მხრიდან ნაბიჯის გადადგმას, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ვართ მოლოდინის რეჟიმში. ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან პრაგმატული ნაბიჯების იმედი გვაქვს. დღეს, ევროპული ბიუროკრატია არის, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ, ეს გავლენა არის არსებითი. თუ ევროპაც მოახერხებს არსებითად „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს,“- განაცხადა პრემიერმა.
სემეკისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ენერგეტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები და ძირითადი ასპექტები“ გაიმართა.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა მიიღეს.„ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ქუთათელაძემ გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს, ადგილზე პრაქტიკული სწავლების პროცესს გაეცნენ”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.„დღეს, ჩვენ ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიებს გავეცანით, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს სწავლების პროცესში ასრულებენ. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიიღონ თეორიული და პრაქტიკაზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალ ენერგეტიკოსად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტს 95-წლიანი ისტორია აქვს და არის ლიდერი ენერგეტიკის დარგის სპეციალისტების მომზადების კუთხით.სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომისიაში დასაქმებული არაერთი პროფესიონალი ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კომისიაში სტაჟირება გაიარა ტექნიკური უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წარმატებით დასაქმდნენ არა მარტო კომისიაში, არამედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებში. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებას, ახალგაზრდების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.დავით გურგენიძის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგებისა და ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.„ენერგეტიკის სექტორი საქართველოს მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ენერგეტიკის სისტემაში. ძლიერი, ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგების ეფექტიანი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა და ინდუსტრიებმა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და ერთად ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობა.უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა სტუდენტებს მისცეს, არა მხოლოდ მყარი თეორიული საფუძველი, არამედ თანამედროვე ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი მისიაა ისეთი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და გლობალურ გამოწვევებზეც შეძლებენ რეაგირებას”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.