კვირა, ივნისი 29, 2025

„3 თვის მონატრებულ დედას ჩაეხუტები… ხომ წერდი, დეე, რატომ აღარ მირეკავ ხოლმეო…“ – ახალგაზრდა კაცს გლოვობენ

ქუთაისში გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ.

„ეს არის ალე შენი პირობა? რატომ არ შეასრულე დედასთან დადებული პირობა, ეს ენდომებოდა შენს დედას?!
დედის გარდაცვალებას ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ დიდმა კეთილმა გულმა… 3 თვის მონატრებულ დედას ჩაეხუტები, ხომ წერდი, დეე, რატომ აღარ მირეკავ ხოლმეო… გპირდებიო ისეთი ვიქნები, როგორიც შენ გინდოდა დედი რომ ვყოფილიყავიო… მიწისთვის მენანები ალე, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს…“ – წერს შოთო სიხარულიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – მოშიმშილესთან თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ე.ი. მხარს უჭერ, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს

არავის აღარ უკვირს გერმანიის და სხვა ელჩების გარკვეული პოლიტიკური პოზიცია. ამასთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: არ შეიძლება ასე ჩარევა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, „არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს“.„თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს ე.ი. მხარს უჭერ იმას, რომ იგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება, პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა. გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიასთან რომ მივა და შეაგულიანებს, ეს უკვე დანაშაულია. ეს არამარტო კონვენციის დარღვევაა, ეს არის არაადამიანური, არაჰუმანური დამოკიდებულება. მოშიმშილეს უნდა უთხრა, რომ თვითმკვლელობას თავი დაანებოს, ჯანმრთელობის დაზიანებას თავი დაანებოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე. სოლიდარობა ელენეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.„PACE-ში პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით შემდგარი დებატიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, როდესაც ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე.წამით არ გამჩენია კითხვა – რატომ, რადგან ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელშიც შესვლა მას დამღუპველად მიაჩნია.ეს არის პოზიცია, რომელსაც სრულად ვიზიარებ. არ უნდა იყოს საჭირო ადამიანის სიცოცხლის სასწორზე დადება იმისთვის, რომ ყველა დემოკრატიულმა ძალამ გააცნობიეროს, რომ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით კომპრომისზე წასვლა დამღუპველია. მაგრამ მადლობა მას ასეთი თავგანწირვისთვის.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის სამართლიან წესებს.სოლიდარობა ელენეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ – წერს ბოკუჩავა.

სალომე ზურაბიშვილი – გილოცავთ, შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს, ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა

ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა და სადაც ერთობაა, იქ არის თავად და არსად სხვაგან.სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი ამბიციაა, ერთობით ეს ქვეყანა გადაარჩინონ.„დავიწყებ იმით, რომ უნდა მოგილოცოთ, უნდა მოგილოცოთ, რომ შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს. ვერაფერი ვერ გაუკეთეს პროტესტს. ვერანაირად ვერ დაშალეს. ვერანაირად ვერ შეასუსტეს. შვიდი თვე უწყვეტად გრძელდება პროტესტი და ამ ვითომცდა ძალიან ძლიერმა რეჟიმმა, რომელიც ყოველდღიურად იმუქრება, ვერც დააშინა და ვერც დაშალა. ვერაფერი ვერ გაუკეთა. შვიდი თვეა, გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეთ თქვენ. მინდა, მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთი ციხიდან გვიყურებენ და იმედოვნებენ, რომ ჩვენ, როგორც ვიყავით, დღესაც ასე შეკრულები ვიქნებით და ვიქნებით, ვიდრე ისინი არ გამოვლენ. ესეიგი, ვიდრე რეჟიმი არ ჩამოიშლება. მინდა, მათ ჩვენი თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა გადავცეთ დღეს ყველამ. ეს რადგან არ ეყოთ, შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე, მაგრამ ამანაც ვერავინ ვერ შეაშინა და მათაც გადავცეთ ჩვენ დღეს ჩვენი ყველასი სოლიდარობა. რეჟიმი ვერ იმარჯვებს, ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა, ვიღაცის ჩამოშორება, რაღაც გაუგებარი წმენდები, კორუფციაზე თემის ამოწევა, რათა კიდევ ვიღაცები ჩამოიშორონ, მათთვის სრულიად გაუგებარი მდგომარეობა, მაგრამ ეს არის ჩვენთვის გასაგები, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური დიქტატურის და დიქტატურული რეჟიმების ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება.მათი რეალური დღევანდელი მდგომარეობა არის სისუსტე, დაშლა, ჩამოშლა და ეს ჩვენ უნდა დავინახოთ კარგად, რომ ჩვენში არ ჩაიბუდოს რაღაც იმედგაცრუებამ, რომელიც არის მათგან წამოსული. თუ თვითონ ვეღარ ძლიერდებან, უნდათ, ჩვენ დაგვასუსტონ და როგორ გვასუსტებენ – ლიდერები ჩამოაშორეს, ცდილობენ, ერთი მეორეს დააჯახონ პარტიები. პლატფორმა არსებობს და პლატფორმის გამარჯვებაა, რომ დღემდე არსებობს, ყველაფრის მიუხედავად, რასაც ცდილობენ ღია და ფარული ხერხებით. ახლა რაღაცნაირად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. არაუშავს, ესეც არ გამოუვათ, რადგან არაფერი აღარ გამოუვათ, თუ ჩვენ ვიქნებით ყველანი ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი, ვერავინ ამაში ვერ შეიტანს რამე უთანხმობას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ იმას. გასაგებია, რომ სხვადასხვა აზრი უნდა არსებობდეს, აზრებს შორის უნდა იყოს რაღაც დისკუსია, მაგრამ მე თუ მეკითხებით – და ნუ მეკითხებით – ჩემი პოზიცია იმ თუ ამ შემოგდებულ თემაზე რა არის, ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი – სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი. მგონი, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ იმათ საშუალება, თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი რაღაცა შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ გავძლებთ კიდევ რამდენიმე დღე, თუ კვირა, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეუფე შიო მუჯირი – რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური...

რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს…. რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.ორი ათასი წელი გავიდა უფალ იესო ქრისტეს ამ დედამიწაზე მოსვლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ზოგიერთ გამონათქვამს დღესაც ძნელად იღებენ ადამიანები და ამის გამო ბრკოლდებიან.დღეს წაკითხულ სახარებაში მაცხოვრის სწორედ ასეთი სიტყვები იყო მოტანილი. იგი ამბობს, რომ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ საჭმელზე, სასმელზე, ფულზე, ცივილიზაციისა და კულტურის იმ სიკეთეებზე, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა, რომლებსაც აღმერთებს ადამიანი და თაყვანს სცემს, როგორც კერპებს.როგორ შეიძლება, არ ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე და ვემსგავსოთ ზეციურ ფრინველებს და ველის შროშანებს? როგორც მოისმინეთ, ზუსტად ამას ამბობს მაცხოვარი, მაგრამ იგი ამბობს: „პირველად იზრუნეთ ღვთის სასუფეველზე და მის სიმართლეზე და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ“ (მთ. 6, 33).დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის – ღვთის სიმართლე და სასუფეველზე ზრუნვა თუ მატერიალურ კეთილდღეობასა და კომფორტზე ზრუნვა? ჩვენი ცხოვრების უმეტესობას განა ეს საზრუნავები არ ავსებს? განა პირველად არ ზრუნავენ ადამიანები ხორციელ და მშვინვიერ სიამოვნებაზე, ვიდრე ღმერთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? და განა უფრო მეტად არ ზრუნავენ, როგორც გითხარით, კულტურისა და ცივილიზაციის სიკეთეების მოპოვებაზე, ვიდრე ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? შედეგად, ნახეთ, რას ვიღებთ: ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს. აქედან ვრწმუნდებით იესო ქრისტეს სიტყვების სისწორეში, რომ რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.აი, დაუკვირდით, უფალი იესო ქრისტე არ ამბობს იმას, რომ ნუ მოიპოვებთ ამ მატერიალურ სიკეთეებს, ვინაიდან ხომ შეუძლებელია ცხოვრება საჭმლისა და ტანსაცმლის გარეშე? ამას არ ამბობს უფალი. არც ის უთქვამს, რომ არ იშრომოთ იმისთვის, რომ იქონიოთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის, არამედ ის ამბობს მხოლოდ ამას, რომ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ, რადგან ღმერთმა იცის, რა გჭირდებათ. შენ თუ პირველად ეძიებ მას – უფალს და სასუფეველს, ის მოგცემს იმ ყველაფერს, რაც საფუძველია შენი ცხოვრებისა (მატერიალურ საფუძველს ვგულისხმობ). ამას აუცილებლად მოგცემს. ამას ამბობს უფალი.მაცხოვრის ამ გამონათქვამში დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. ე.ი. ადამიანის შესახებ მაცხოვრის ქადაგების მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ვეძიოთ პირველად ის, რასაც ჩვენ ვეძიებთ და თაყვანი არ უნდა ვცეთ პირველ რიგში იმას, რასაც ვეთაყვანებით. რა თქმა უნდა, მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა – პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში. შესაბამისად, იზრდება უკმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს შეძლებული ადამიანებიც, თუ არ ცხოვრობენ სულიერად, არიან უკმაყოფილონი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა პირობა აქვთ ცხოვრებისთვის, მაინც უკმაყოფილონი არიან. რატომ ემართებათ ეს? იმიტომ, რომ მათი სულია უკმაყოფილო, სული არ არის დანაყრებული, სულს არ ეძლევა საზრდო, რადგან ადამიანი არ ფიქრობს ღმერთსა და მის სიმართლეზე. უფალმა კი გვითხრა, რომ თუ პირველად ეძიებთ სასუფეველს, იქნებით კმაყოფილიც, დანაყრებულიც, გექნებათ სიხარული და ბედნიერება.ძვირფასო ძმებო და დებო, მაშასადამე, ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი თავად ჩვენშია, იმიტომ, რომ, მიუხედავად მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა, ადამიანი მაინც უკმაყოფილოა, რადგან სულიერად არ უმჯობესდება, სულიერად არ ხდება უკეთესი და, შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რას დაემსგავსა ცხოვრება თანამედროვე სამყაროში.ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად უნდა ვიხსენებდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს უფლის გამონათქვამი, რომელიც დღეს წავიკითხეთ სახარებაში: „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მის სიმართლეს და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ“, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.ამასთან, მეუფემ აბიტურიენტები დალოცა.„დღეს ჩვენთან არიან მოსული ჩვენი ძვირფასი აბიტურიენტები. ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, მთელი გულით დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი განათლების სარბიელს. გახსოვდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ცოდნა – ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები ღვთის წყალობით“, – აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა.

ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესისთან პირველ შეხვედრას იხსენებს

ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესის მეორედ 2025 წლის 29 ივნისს ხვდება. მისი პსჟ ლიონელის „ინტერ მაიამის“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ეთამაშება.ხვიჩა ლეგენდასთან პირველ შეხვედრას ასე იხსენებს:„ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიაზე ლიონელ მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას ადგილზე დავრჩენილიყავით.უცებ მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა, ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი ჩამომართვა და თავის ადგილზე დაბრუნდა. საოცარი გრძნობაა, როცა ამხელა ფეხბურთელი დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის. მაგარი პიროვნებაა. ძალიან ვაფასებ“, – ვკითხულობთ სერია „ლეგენდების“ წიგნში „ლიონელ მესი“.22 წლის ქართველი ვარსკვლავი 36 წლის არგენტინელს 2023 წელს პარიზის „შატალეს“ თეატრში შეხვდა. 30 ოქტომბერი იყო, დიეგო მარადონას დაბადების დღე.

ბოლო სიახლეები