29 წლის გერმანელი მოდელი, მარტინა ბლონდი, რომელმაც ინექციებითა და ტონალური საცხით კანის ფერი შეიცვალა, რეალური ასაკის დამალვაშიც ამხილეს. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გერმანულმა გაზეთმა Bild-მა მოდელის ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის თანატოლებთან, 1977-1978 წლებში დაბადებულ მოზარდებთან ერთად დგას. ამ ფოტოების რეალობის დადასტურების შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ბლონდი, სინამდვილეში, 40 წლისაა.
ფერის შეცვლის გარდა, მოდელმა მკერდიც გაიდიდა იმ იმედით, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.