ოთხშაბათი, აგვისტო 6, 2025

28 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი მყინვარის დნობის შედეგად იპოვეს – ცხედარი დაუზიანებელი იყო

პაკისტანის შორეულ, მთიან, კოჰისტანის რეგიონში, მყინვარის დნობის შედეგად, 28 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის აღმოსავლეთით, ე.წ. ლედი ველიში, მწყემსმა შემთხვევით იპოვა კარგად შემონახული, ხელუხლებელი ცხედარი, რომელსაც ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა დაზიანებული.

ცხედარს თან პირადობის მოწმობაც აღმოაჩნდა. პოლიციამ მისი იდენტიფიცირება შეძლო, რადგან ის ამ ტერიტორიაზე 1997 წლის ივნისში დაიკარგა, როდესაც, ქარბუქის დროს, მყინვარის ნაპრალში ჩავარდა.

როგორც BBC იუწყება,  რეგიონში ბოლო წლებში თოვლის რაოდენობა შემცირდა, რის გამოც მყინვარები მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და დნობის პროცესი დაჩქარდა. ექსპერტების თქმით, ცხედრის აღმოჩენა აჩვენებს, თუ როგორ დააჩქარა კლიმატის ცვლილებამ მყინვარების დნობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ხაბეიშვილი – მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო? – მოსამართლეების ნაწილი აბუნტებულია, ახლა ივანიშვილი დაელოდოს 4 ოქტომბერს, განაჩენს, რომელსაც...

გიორგი ახობაძე თავისუფალია! ახლა კითხვაა - ნარკოტიკი ვინ ჩაუდო? და ვისი დავალებით?! რეჟიმი ჩამოშლილია, მოსამართლეები - ივანიშვილს 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოუტანენ განაჩენს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოსამართლეების ნაწილი „აბუნტებულია“ და სისტემის დავალებას აღარ ასრულებს.„ივანიშვილის რეჟიმი არათუ მორყეული, მოყანყალებული, არამედ სრულად დამპალი და ჩამოშლილია!მზია ამაღლობელის მოსამართლემ - „ცუდი გადაწყვეტილება დავწერე და მიმართე ყაველაშვილს, გამოასწორებსო".გიორგი ახობაძე თავისუფალია, ვულოცავ და გილოცავთ!ახლა საინტერესოა, როცა მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია - ის ნარკოტიკი ვისი იყო? ვინ ჩაუდო? ვისი დავალებით? და ამ უდანაშაულო კაცმა, რომ ციხეში გაატარა ეს დრო, ვინ არის პასუხისმგებელი? ცრუ მოწმე - „პოლიციელებზე" რა ხდება?! დავალების გამცემ-შემსრულებელი საინტერესოა ახლა!რღვევა გაგრძელდება და ჩვენ მხოლოდ მობილიზება, გამარჯვების რწმენა გვჭირდება და წინ, შეტევაზე! მოსამართლეების ნაწილი აბუნტებულია და აღარ ასრულებს სისტემის დავალებას! რაც მეტ იმედს, ოპტიმიზმს, ბრძოლისუნარიანობას გამოვასხივებთ, კიდევ უფრო აირევიან შიგნით!ახლა ივანიშვილი დაელოდოს 4 ოქტომბერს - მის განაჩენს, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოუტანს!”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, ნაწილი კი, საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე უარს აცხადებს – ხარაგაულის მერია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგების ცნობით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ამის შესახებ განცხადებას ხარაგაულის მერია ავრცელებს.ხარაგაულის მერიის ცნობით, შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით უზრუნველყო. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს."მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია. სოფლებში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე.აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს, არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რასა იუკნევიჩიენე – მზია ამაღლობელს ორ წელი მიუსაჯეს, ეს მხოლოდ ბრწყინვალე ჟურნალისტის პოლიტიკური დევნა არაა, ის ქართველების ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა

ახლახან მზია ამაღლობელს ორ წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს მხოლოდ ბრწყინვალე ჟურნალისტის პოლიტიკური დევნა არაა. მზია ქართველების ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.„სულ ახლახან მზია ამაღლობელს ორ წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს მხოლოდ ბრწყინვალე ჟურნალისტის პოლიტიკური დევნა არაა. მზია ქართველების ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ივანიშვილის რეჟიმი კლავს თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. 

გიორგი ვოლსკი: „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები. დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა...

იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული გარკვეულ იარაღად „დიფ სთეითის“ მიერ იმისათვის, რომ ქვეყნებში ვითარება მართოს, ჯერ კიდევ კისინჯერი და ბჟეზინსკი ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. იგი ამგვარად გამოეხმაურა „დიფ სთეითის“ თემაზე შეერთებულ შტატებში გაკეთებულ განცხადებებს, ასევე ქართული ოპოზიციის შეფასებებს, რომ „დიფ სთეითი“ გამოგონილია.„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობები სწორედ იმ დღის წესრიგზე იქნება აგებული, რომელიც არ ითვალისწინებს „დიფ სთეითის“ იდეებს და რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას, ნაცვლად იმ დღის წესრიგისა, რომელსაც ომი ჰქვია. „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები. დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, CNN-ისა და MSNBC-ის ჟურნალისტები სიმართლის დაფარვის მიზნით იმავე ტაქტიკით მოქმედებენ, რომლითაც „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მანქანა.ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, ე.წ. რუსული ჭორის გამოძიების ფარგლებში „დიფ სთეითის“ არაერთი მოქმედი პირი გამოაშკარავდება.აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის განცხადებით კი, USAID-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, „დიფ სთეითის“ აპარატის შემადგენელი ნაწილია.

Amnesty International – დაუსჯელობა იმარჯვებს, მზია ამაღლობელს მიესაჯა პატიმრობა არასათანადო მოპყრობისა და უსამართლო სასამართლოს შემდეგ

მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს, – ამის შესახებ Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებაშია ნათქვამი.მისი თქმით, მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან მთელი რიგი ძალადობის მსხვერპლი გახდა.„სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყვირილი, დაშავება და შემდგომში სამედიცინო დახმარებაზე უარი – ყველაფერი ეს დადასტურებულია სასამართლოზე თავად პოლიციის თანამშრომლების მიერ, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ იმარჯვებს. სასამართლო პროცესს თან სდევდა სერიოზული პროცედურული დარღვევები და მიკერძოება. სასამართლომ არ მიიღო დაცვის მხარის მტკიცებულებების უმეტესობა და უარი თქვა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სანდო ბრალდებების გამოძიებაზე. მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს“, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ბოლო სიახლეები