0 0
Read Time:46 Second

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. გამოძიების ვერსიით, ღვინიაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და ხელით გაგუდეს. ადგილობრივებმა დასახმარებლად სასწრაფო დახმარება იმ დროს გამოიძახეს, როდესაც სავარაუდო თავდამსხმელები ჯერ კიდევ დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძახებაზე მისულ სამედიცინო ჯგუფს ნიკა ღვინიაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ნიკა ღვინიაშვილსა და ძმებ – გუჯა და ემზარ მედოშვილებს შორის, სუფრაზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება. ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, თუმცა ამბობენ, რომ ღვინიაშვილს და ძმებს წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ.

დანაშაულის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 56 წლის ემზარ მედოშვილი ცხელ კვალზე დააკავა; მის ძმას – გუჯა მედოშვილს კი ბრალი მკვლელობაში დახმარებისთვის წარუდგინეს.

ზღუდერში, მედოშვილების საცხოვრებელ სახლს ახლა პოლიცია იცავს. ოჯახმა სოფელი დატოვა. კომენტარს არ აკეთებს მედოშვილების ადვოკატიც. ბრალდებულებს 28 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები