სამშაბათი, იანვარი 20, 2026

კანარის კუნძულებზე მიმდინარე მინიტურნირის მეოთხედფინალში “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა კატალონიურ “ბარსელონას” 30 ქულა ჩაუგდო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. სამწუხაროდ, მისმა გარჯამ მოსაგებად არ იკმარა. ბასკური გუნდი ბრძოლაში 90:94 დამარცხდა და სამეფო თასის ნახევარფინალში “ბარსა” გავიდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე მალევე გამოჩნდა და თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი 30:53 წუთი ითამაშა. შენგელიას ანგარიშზე 30 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა.

ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 40 შეადგინა, რაც თავისთავად საუკეთესო შედეგია არათუ ამ, არამედ სამეფო თასის ყველა მეოთხედფინალური მატჩის.

შეგახსენებთ, რომ სამეფო თასიდან გიორგი შერმადინის “უნიკახაც” გავარდა, რომელმაც წინა დღეს მადრიდის “რეალთან” 84:89 წააგო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია, ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს, არც მტრების და არც მოკავშირეების წინააღმდეგ

ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს, არც მტრების და არც მოკავშირეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.მისივე თქმით, დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია.„დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია. ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს, არც მტრების და არც მოკავშირეების წინააღმდეგ. დათმობა არანაირ შედეგს არ მოიტანს, მხოლოდ დამცირებას. ევროპული გადამწყვეტობა და თავდაჯერებულობა მომენტის აუცილებლობად იქცა“, – წერს ტუსკი. 

“ ასეთი თიფი კი არა, საჩუქარი არ მიმიღია ცხოვრებაში”-სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთი ადამიანი გააბედნიერა.

“ ასეთი თიფი კი არა, საჩუქარი არ მიმიღია ცხოვრებაში”-სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთი ადამიანი გააბედნიერა.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი ბიჭი, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დავოსში დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს მოიტანს და შეთანხმების შესახებ დოკუმენტი მზად იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში შესახვედრად საკუთარ პირობებს ასახელებს.მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად თუ კონკრეტული შედეგები იქნება, შეხვედრა შედგება.„ჩვენი გუნდები თუ ამაზე ისაუბრებენ, მაშინ შეხვედრა შედგება. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხვედრები გარკვეული შედეგებით. რა თქმა უნდა, ამერიკასთან შეხვედრები ყოველთვის კონკრეტული შედეგებით – უკრაინის გაძლიერების ან ომის დასრულების მოახლოების მიზნით უნდა დასრულდეს. თუ დოკუმენტები მზად იქნება, ჩვენ შევხვდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ემანუელ მაკრონი – აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ

მსოფლიო წესებისა და საერთაშორისო სამართლისგან გადახვევას განიცდის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, იმპერიული ამბიციები ხელახლა იჩენს თავს.ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ავტოკრატიისკენ გადახრას“ და იმ ფაქტს გმობს, რომ „კონფლიქტები ნორმად იქცა“.„ეს არის გადასვლა მსოფლიოში წესების გარეშე, სადაც საერთაშორისო სამართალი ფეხქვეშაა გათელილი და სადაც ერთადერთი კანონი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის ყველაზე ძლიერის კანონი და იმპერიული ამბიციები ხელახლა იჩენს თავს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით უკიდურესი დესტაბილიზაციის ფაზაშია.ამასთან, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს. თუმცა, მისივე თქმით, ევროპას წინააღმდეგობის გასაწევად ძლიერი ინსტრუმენტები გააჩნია.„ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ჩვენ ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც პატივს არ გვცემენ და თამაშის წესებს არ იცავენ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ფრანგული მედია – ევროპარლამენტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს

ევროპარლამენტი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს.ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გასული წლის ივლისში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ დაიდო.ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფის ლიდერი ადასტურებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაყინვასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიღწეულია „უმრავლესობის შეთანხმება“.

ბოლო სიახლეები